კბილის აბსცესი
დაავადების აღწერა
კბილის აბსცესი არის ბაქტერიული ინფექციით გამოწვეულია ჩირქიანი ჩანთა. აბსცესი შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო კბილის სხვადასხვა ნაწილში განვითარდეს. პერიაპიკალური აბსცესი ვითარდება ფესვის წვერზე, ხოლო პერიოდონტალური აბსცესი ვითარდება კბილის ფესვის გარშემო ღრძილებში. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია კონკრეტულად პერიაპიკალური აბსცესის შესახებ იქნება.
პერიაპიკალური კბილის აბსცესი ჩვეულებრივ მკურნალობის გარეშე დატოვებული კარიესის, ტრავმის ან სტომატოლოგიური ჩარევის შედეგად ვითარდება.
სტომატოლოგი აბსცესის მკურნალობის დროს გააკეთებს მის დრენირებას და მოაშორებს ინფექციას. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია კბილის გადარჩენა, თუმცა ზოგჯერ მისი ამოღება ხდება საჭირო. კბილის აბსცესის მკურნალობის გარეშე დატოვებამ შეიძლება სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს.
გამომწვევი მიზეზი
პერიაპიკალური აბსცესი ვითარდება, როდესაც ბაქტერია შეიჭრება კბილის პულპაში. პულპა არის კბილის ყველაზე ღრმა ნაწილი რომელიც შეიცავს სისხლძარღვებს, ნერვებს და შემაერთებელ ქსოვილს.
ბაქტერიები შედიან კარიესის ან კბილის ბზარის საშუალებით და ვრცელდებიან კბილის ფესვამდე. ბაქტერიული ინფექცია იწვევს ფესვის წვერის ანთებას და შესიებას.
სიმპტომები
კბილის აბსცესის ნიშნები და სიმპტომებია:
- მწვავე, ხანგრძლივი, მფეთქავი კბილის ტკივილი
- მგრძნობელობის მომატება ცივ და ცხელ ტემპერატურებზე
- ტკივილი ღეჭვის და ჩაკბეჩის დროს
- ტემპერატურის მომატება
- სახის ან ლოყების შეშუპება
- მგრძნობიარე, შესიებული ლიმფური კვანძები ყბის ქვეშ ან კისერში
- აბსცესის გაგლეჯის დროს უეცარი შვება და უსიამოვნო სუნის და გემოს მქონე გამონადენი
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ სტომატოლოგოს თუ გაქვთ კბილის აბსცესის ნიშნები და სიმპტომები. თუ გაქვთ ტემპერატურა დ ასახის შეშუპება და ვერ ახერხებთ სტომატოლოგთან მისვლას, მიდით სასწრაფო დახმარების პუნქტში. აგრეთვე მიდით სასწრაფო დახმარების პუნქტში თუ გიჭირთ სუნთქვა ან ყლაპვა. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ინფექციის გარშემომყოფ ქსოვილებში გავრცელებაზე.