შაქრიანი დიაბეტის 1 ტიპი ბავშვებში
დაავადების აღწერა
შაქრიანის დიაბეტის 1 ტიპი ბავშვებში არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ბავშვის პანკრეასი აღარ წარმოქმნის ინსულინს. ბავშვს აუცილებლად სჭირდება ინსულინი, რის გამოც საჭიროა მისი ხელოვნურად მიწოდება. შაქრიანი დიაბეტის 1 ტიპი ბავშვებში აგრეთვე ცნობილია, როგორც იუვენილური დაიბეტი და ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტი.
შაქრიანი დიაბეტის 1 ტიპის დიაგნოზმა შეიძლება ერთ წამში შეგიცვალოთ ცხოვრება. თქვენ და თქვენს შვილს მოგიწევთ ნემსის გაკეთების, ნახშირწყლების თვისა და სისხლის შაქრის დონის შემოწმების სწავლა.
შაქრიანი დიაბეტის 1 ტიპი ბავშვებში მუდმივ მოვლას მოითხოვს, თუმცა სისხლში შაქრის დონის მონიტორინგისა და ინსულინის მიწოდების გაუმჯობესებამ გაადვილა შაქრიანი დიაბეტის 1 ტიპის მართვა ბავშვებში.
გამომწვევი მიზეზი
შაქრიანი დიაბეტის 1 ტიპის მიზეზი უცნობია. მეცნიერებმა იციან, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანის იმუნური სისტემა, რომელიც ნორმაში კლავს ბაქტერიებს და ვირუსებს, ანადგურებს პანკრეასის ინსულინის წარმომქნელ უჯრედებს (კუნძულები). ამ პროცესში შეიძლება როლს თამაშობდეს გენეტიკა და ზოგიერთ ვირუსთან კონტაქტი.
ინსულინი საჭიროა გლუკოზის უჯრედში შესასვლად
პანკრეასის კუნძულების განადგურების შედეგად აღარ წარმოიქმნება ინსულინი. ნორმაში, ინსულინი ეხმარება გლუკოზას უჯრედში შესვლაში. ინსულინს წარმოქმნის პანკრეასი, რომელიც არის კუჭის უკან მდებარე ჯირკვალი.
ნორმაში, ჭამის შემდეგ პანკრეასი უფრო მეტ ინსულინს გამოყოფს სისხლში. ინსულინი ცირკულირებს და აღებს მიკროსკოპულ კარებებს, რომლის საშუალებითაც გლუკოზა შედის უჯრედებში. ინსულინი ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს. სისხლში გლუკოზის დონის დავარდნასთან ერთად მცირდება პანკრეასიდან ინსულინის გამოყოფაც.
ღვიძლი არის გლუკოზის შენახვის და წარმოქმნის ადგილი. როდესაც დიდი ხანია არ გიჭამიათ და ინსულინის დონე დაბალია, ღვიძლი გამოანთავისუფლებს შენახულ გლიკოგენს, რომელიც შემდეგ გლუკოზად გარდაიქმნება და ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას.
გლუკოზის საშიში დონე სისხლში
შაქრიანი დიაბეტის 1 ტიპის დროს ინსულინის არარსებობის ან მცირე რაოდენობის გამო გლუკოზა გროვდება სისხლში და იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს.
შაქრიანი დიაბეტი 1 ტიპის მიზეზი განსავავებულია 2 ტიპისგან. მეორე ტიპის დროს დროს პანკრეასის უჯრედები ფუნქციონირებენ, თუმცა ან ორგანიზმია რეზისტენტული გლუკოზის მიმართ, ან პანკრეასი არ წარმოქმნის საკმარის ინსულინს, ან ორივე ერთად.
სიმპტომები
შაქრიანი დიაბეტის 1 ტიპის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს უეცრად ან რამდენიმე კვირის განმავლობაში ესენია:
- გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება და ხშირი შარდვა. ჭარბი გლუკოზის დაგროვება იწვევს ქსოვილებიდან სითხის გამოსვლას. ამის გამო ბავშვს შეიძლება წყურვილის შეგრძნება ჰქონდეს, რის გამოც იგი მეტ წყალს დალევს და, შესაბამისად, მეტჯერ გამოყოფს შარდს.
- შიმშილის შეგრძნება. ინსულინის გარეშე გლუკოზა ვერ შედის უჯრედებში, რის გამოც ბავშვის კუნთებს და ორგანოებს ელევათ ენერგია. ეს იწვევს შიმშილის გაძლიერებულ შეგრძნებას
- წონაში კლება. ნორმაზე მეტი ჭამის მიუხედავად, ბავშვმა შეიძლება დაიკოს წონაში. ენერგიის მარაგის გარეშე კუნთოვანი ქსოვილი და ცხიმი იფლითება. წონაში უმიზეზო კლება ხშირად პირველი შესამჩნევი სიმპტომია.
- დაღლილობა. ბავშვი უჯრედებში გლუკოზის დეფიციტის გამო შეიძლება დაღლილი და ლეთარგიული იყოს.
- გაღიზიანებულობა ან უჩვეულო ქცევა. შაქრიანი დიაბეტის 1 ტიპის მქონე ბავშვებში შეიძლება შეამჩნიოთ გაღიზიანება და ხასიათის ცვლილება.
- მხედველობის დაბინდვა. სისხლში გლუკოზის მაღალი დონე იწვევს თვალის ლინზებიდან სითხის გამოსვლას, რის შედეგად ბავშვი ვერ ახერხებს სათანადოდ ფოკუსირებას.
- სოკოვანი ინფექცია. შაქრიანი დიაბეტის 1 ტიპის მქონე გოგოებს შეიძლება განუვითარდეთ გენიტალიების სოკოვანი ინფექცია, ბავშვებს კი საფენისმიერი დერმატიტი.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ ბავშვს ამჩნევთ შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპის ნიშნებს და სიმპტომებს: გაძლიერებული წყურვილი და ხშირი შარდვა, შიმშილის გრძნობა, წონაში კლება, მხედველობის დაბინდვა და დაღლილობა.