ვასკულარული დემენცია

დაავადების აღწერა

ვასკულარული დემენცია არის ზოგადი ტერმინი, რომელიც აღწერს ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო განვითარებულ აზროვნების, მეხსიერების, დაგეგმვის და პროცესების დარღვევას.

ვასკულარული დემენცია შეიძლება განვითარდეს ინსულტის შედეგად, თუმცა ინსულტი ყოველთვის არ იწვევს ვასკულარულ დემენციას. გამოიწვევს თუ არა ინსულტი აზროვნების და მეხსიერების პრობლემებს დამოკიდებულია მის სიმწვავეზე და ლოკალიზაციაზე. ვასკულარულ დემენციას აგრეთვე იწვევს სხვა მდგომარეობები, რომლის დროსაც ზიანდება სისხლძარღვები და მცირდება სისხლის მიმოქცევა.

ფაქტორები, რომლებიც ზრდიან გულის დაავადების და ინსულტის რისკს (სისხლის მაღალი წნევა, ქოლესტეროლი და მოწევა) აგრეთვე ზრდიან ვასკულარული დემენციის რისკს. ამ ფაქტორების კონტროლი შეგიმცირებთ ვასკულარული დემენციის რისკს.

გამომწვევი მიზეზი

სისხლძარღვოვან დემენციას იწვევს მდგომარეობები, რომლებიც აზიანებენ ტვინის სისხლძარღვებს. სისხლძარღვების დაზიანების შედეგად ტვინს ნაკლები რაოდენობით მიეწოდება ჟანგადი და სხვა საჭირო ნივთიერებები.

სისხლძარღვოვან დემენციას ხშირად იწვევს:

  • ტვინის არტერიის დახშობა (ინსულტი). ინსულტი იწვევს სიმპტომების ფართო სპექტრს, რომელთა შორის შეიძლება იყოს სისხლძარღვოვანი დემენცია. ზოგიერთი ინსულტი არ იწვევს შესამჩნევ სიმპტომებს, თუმცა ასეთი ინსულტები მაინც ზრდიან დემენციის რისკს.

    ყოველი განმეორებითი ინსულტის შემდეგ იზრდება სისხლძარღვოვანი დემენციის რისკი. სისხლძარღვოვანი დემენციის ერთ-ერთი ფორმაა მულტი-ინფარქტული დემენცია, რომელიც რამდენიმე ინსულტის შედეგად ვითარდება.

  • შევიწროებული ან ქრონიკულად დაზიანებული ტვინის სისხლძარღვები. მდგომარეობები, რომლებიც ავიწროვებენ ან ქრონიკულად აზიანებენ ტვინის სისხლძარღვებს აგრეთვე იწვევენ სისხლძარღვოვან დემენციას. ასეთი მდგომარეობებია ასაკთან დაკავშირებული ცვეთა, სისხლის მაღალი წნევა, არტერიების გამაგრება, დიაბეტი, სისტემური წითელი მგლურა, ტვინის ჰემორაგია და საფეთქლის არტერიტი.

სიმპტომები

ვასკულარული დემენციის სიმპტომები ცვალებადია და დამოკიდებულია იმაზე, თუ ტვინის რა ნაწილის სისხლის მომარაგებაა დაზიანებული. სიმპტომები ხშირად ემთხვევა დემენციის სხვა ფორმების, მაგალითად ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომებს.

ვასკულარული დემენციის სიმპტომები ყველაზე გამოკვეთილი ინსულტისთანავე არის. როდესაც აზროვნებისა და მსჯელობის უნარის ცვლილება ცხადადაა დაკავშირებული ინსულტთან, მდგომარეობას ხშირად ინსულტის შემდგომ დემენციას უწოდებენ.

განსხვავებით ალცჰაიმერის დაავადებისგან, რომლის დროსაც ტვინის ფუნქცია სტაბილურად ქვეითდება, ვასკულარული დემენციის სიმპტომები ბევრად უფრო მკვეთრად უარესდება თითოეული ინსულტის ან მიკროინსულტის შემდეგ.

ვასკულარული დემენცია შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების მსგავსად დროთა განმავლობაში განვითარდეს. ხანდახან ეს ორი მდგომარეობა შეიძლება ერთდროულად განვითარდეს.

კვლევებმა აჩნევეს, რომ დემენციის სიმპტომების მქონე ადამიანებს ერთზე მეტი ფორმის დაზიანებები აქვთ. ექიმები ამ მდგომარეობას შერეულ დემენციას ეძახიან.

ვასკულარული დემენციის სიმპტომებია:

  • დაბნეულობა
  • ყურადღების მოკრების და კონცენტრაციის გაძნელება
  • სიტუაციის ანალიზის, ეფექტური გეგმის შედგენის და გეგმის სხვებისთვის გაცნობის გაძნელება
  • შემდგომი მოქმედების გადაწყვეტის გაძნელება
  • მეხსიერების პრობლემები
  • მოუსვენრობა და ღელვა
  • მერყევი სიარული
  • შარდვის უეცარი ან ხშირი სურვილი და უნებლიე შარდვა
  • დეპრესია