ვულვის სიმსივნე
დაავადების აღწერა
ვულვის სიმსივნე არის სიმსივნის ფორმა, რომელიც ვითარდება ქალის გარეთა სასქესო ორგანოებზე. ვულვა მოიცავს კლიტორს და სასირცხო ბაგეებს და შემოსაზღვრავს შარდსადენს და საშოს.
ვულვის სიმსივნე ხშირად წარმოდგენილია, როგორც გამობერილობა ან ჭრილობა. მას ხშირად ახასიათებს ქავილი. ვულვის სიმსივნე ყველაზე ხშირია ხანშიშესულ ქალებში.
ვულვის სიმსივნის მკურნალობა მოიცავს სიმსივნის და გარშემო არსებული ქსოვილების ქირურგიულ მოშორებას. ხანდახან საჭირო ხდება მთელი ვულვის ამოღება. რაც უფრო ადრე მოხდება სიმსივნის დიაგნოზირება, მით უფრო ნაკლები ქსოვილის ამოღება გახდება საჭირო.
გამომწვევი მიზეზი
ექიმებმა იციან, რომვ ვულვის სიმსივნე ვითარდება, როდესაც ვულვის უჯრედების დნმ-ში ხდება ცვლილებები. ჯანმრთელი უჯრედები იზრდებიან და იყოფიან განსაზღვრული წესით, თუმცა უჯრედების პათოლოგიის დროს იწყება უჯრედის უკონტროლო ზრდა. ეს დაგროვებული უჯრედები წარმოქმნიან სიმსივნეს, რომელიც შეიძლება გავრცელდეს გარშემომყოფ ქსოვილებში და სხეულის სხვა ნაწილებში.
ვულვის სიმსივნის ფორმები
ვულვის სიმსივნის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უჯრედებიდან განვითარდა სიმსივნე. ვულვის სიმსივნის ხშირი ფორმებია:
- ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა. ეს სიმსივნე იწყევს ვულვის ზედაპირზე არსებულ თხელ, ბრტყელ უჯრედებში. იგი ვულვის სიმსივნეების ყველაზე ხშირი ფორმაა.
- მელანომა. ეს სიმსივნე ვითარდება ვულვაში არსებულ პიგმენტის წარმომქმნელ უჯრედებში.
სიმპტომები
ვულვის სიმსივნის ნიშნები და სიმპტომებია:
- მუდმივი ქავილი
- ტკივილი და მგრძნობელობის მომატება
- სისხლდენა, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან
- კანის ცვლილებები, მაგალითად კანის ფერის ცვლილება ან გასქელება
- გამობერილობა, კონდილომა ან ღია წყლული
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ოჯახის ექიმს ან გინეკოლოგს თუ გაქვთ:
- უჩვეულო სისხლდენა
- წვის შეგრძნება
- ქავილი
- ტკივილი და მგრძნობელობის მომატება