ნაოჭები
დაავადების აღწერა
ნაოჭები ბუნებრივი, ასაკობრივი პროცესის ნაწილია. ყველაზე ხშირად, ნაოჭი ვითარდება მზის გავლენის ქვეშ მყოფ აკანზე: სახეზე, კისერზე, ხელებზე და წინამხრებზე.
მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკა განაპირობებს კანის სტრუქტურას და ხარისხს, მზის გამოსხივება ნაოჭების გაჩენის მთავარი მიზეზია. სხვა ფაქტორები, მაგალითად სიგარეტის მოწევა აგრეთვე ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას.
თუ ნაოჭები გაწუხებთ, შესაძლებელია მათი დაფარვა ან შედარებით გასწორება. ნაოჭების საწინააღმდეგოდ გამოიყენება მედიკამენტები, კანის გადასწორების მეთოდები, ფილერები, ინექციები, ქირურგიული ჩარევა.
გამომწვევი მიზეზი
ნაოჭებს იწვევს სხვადასხვა ფაქტორების კომბინაცია:
- ასაკი. ასაკის მატებასთან ერთად კანი ნაკლებად ელასტიური ხდება. ბუნებრივი ზეთების წარმოქმნიას დაქვეითების გამო კანი შრება და უფრო ნაოჭიანად გამოიყურება. კანის ღრმა ფენებში არსებული ცხიმი ქრება. ეს იწვევს ნაოჭების გაჩენას.
- ულტრაიისფერი გამოსხივება. ულტრაიისფერი გამოსხივება აჩქარებს ბუნებრივ დაბერების პროცესს და იწვევს კანის ნაადრევ დანაოჭებას. ულტრაიისფერი გამოსხივება ანადგურებს კანის შემაერთებელ ქსოვილს (კოლაგენი, ელასტინი), რომელიც კანის ღრმა ფენებში მდებარეობს. შემაერთებელი ქსოვილის გარეშე კანი კარგავს ძალას და ელასტიურობას და იწყებს დანაოჭებას.
- სიგარეტის მოწევა. სიგარეტის მოწევა აჩქარებს კანის ბუნებრივ დაბერების პროცესს და იწვევს მის დანაოჭებას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს კანისთვის სისხლის მიმოქცევის შემცირება.
- სახის განმეორებითი გამომეტყველებები. სახის მოძრაობები და გამომეტყველებები, მაგალითად ღიმილი, იწვევს ნაოჭების გაჩენას. სახის თითოეული კუნთის გამოყენებისას წარმოიქმნება ღარი კანის ქვეშ. ასაკის მატებასთან ერთად კანი ვეღარ უბრუნდება საწყის პოზიციას.
სიმპტომები
ზოგიერთი ტიპის ნაოჭი ღრმავდება და განსაკუთრებით შესამჩნევია თვალებზე, პირის გარშემო და კისერზე.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ შეწუხებული ხართ კანის ნაოჭებით, მიმართეთ დერმატოლოგს. დერმატოლოგი შეაფასებს მდგომარეობას და დაგეხმარებათ მკურნალობის არჩევაში.