მაჯის ტკივილი

დაავადების აღწერა

მაჯის ტკივილი ხშირი პრობლემაა. იგი ხშირად გამოწვეულია მაჯის მოტეხილობით და გაბზარვით. მას აგრეთვე იწვევს ხანგრძლივი პრობლემები, მაგალითად ართრიტი და კარპალ ტუნელის სინდრომი.

ბევრი ფაქტორი იწვევს მაჯის ტკივილს, რის გამოც ძნელია ზუსტი მიზეზის დადგენა. ზუსტი დიაგნოზირება მნიშვნელოვანია სრულფასოვანი მკურნალობისთვის.

გამომწვევი მიზეზი

მაჯა არის რთული სახსარი რომელიც შედგება ორ რიგად დაწყობილი 8 ძვლისგან. იოგები აკავშირებენ მაჯის ძვლებს ერთმანეთთან და მტევნის და იდაყვის ძვლებთან. მყესები აკავშირებენ ძვლებს და კუნთებს. მაჯის ნებისმიერი ნაწილის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი.

ტრავმები

  • უეცარი იმპაქტი. მაჯის ტრავმები ხშირად ვითარდება გაშლილ ხელზე დაცემისას. ეს იწვევს დაბუჟებას, გაბზარვას ან მოტეხილობას. სკაფოიდური მოტეხილობა მოიცავს მაჯის ცერის მხარეს არსებული ძვლის მოტეხილობას. მოტეხილობის ეს ფორმა შეიძლება დაზიანებისთანავე არ გამოჩნდეს რენტგენზე.
  • განმეორებითი სტრესი. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მოიცავს მაჯის განმეორებით მოძრაობებს იწვევს მაჯის სახსრის ანთებას და დატვირთვით გამოწვეულ მოტეხილობას. დე კვერვაინის დაავადება არის დატვირთვის გამოწვეული ტრავმა, რომელიც იწვევს ცერის ფუძეში ტკივილს.



ართრიტი

  • ოსტეოართრიტი. ართრიტის ეს ფორმა ვითარდება, როდესაც ძვლების ბოლოში არსებული ხრტილი იცვითება. მაჯის ოსტეოართრიტი იშვიათია და ჩვეულებრივ მხოლოდ იმ ადამიანებში ვითარდება, რომლებსაც წარსულში ტრავმირებული აქვთ მაჯა.
  • რევმატოიდული ართრიტი. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა უტევს საკუთარ ქსოვილებს. რევმატოიდული ართრიტის დროს ხშირად ზიანდება ორივე მაჯა.



სხვა დაავადებები

  • კარპალ ტუნელის სინდრომი. კარპალ ტუნელის სინდრომი ვითარდება კარპალ ტუნელში გავლის დროს საშუალო ნერვზე ზეწოლის გამო.
  • განგლიური კისტები. ეს კისტები ყველაზე ხშირად ვითარდება მაჯის მტევნის საპირისპირო ნაწილში. პატარა განგლიური კისტები უფრო ძლიერ ტკივილს იწვევენ, ვიდრე დიდები.
  • კიენოკის დაავადება. ამ მოზარდობის ასაკის დაავადებას ახასიათებს მაჯის პატარა ძვლის პროგრესული კოლაფი. კიენბოკის დაავადება ვითარდება, როდესაც ძვალს უწყდება სისხლის მიწოდება.

სიმპტომები

მაჯის ტკივილის ხასიათი დამოკიდებულია გამომწვევზე. მაგალითად, ოსტეოართრიტის ტკივილის ადარებენ კბილის ყრუ ტკივილს, კარპალ ტუნელის სინდრომი კი იწვევს ღამით ჩვლეტის შეგრძნებას. მაჯის ტკივილის ზუსტი ლოკალიზაცია აგრეთვე მიანიშნებს მიზეზზე.

როდის მივმართოთ ექიმს

მაჯის ტკივილი ყოველთვის არ მოითხოვს მკურნალობას. ხშირად საკმარისია ყინულის დადება და ტკივილგამაყუჩებლის მიღება. თუ ტკივილი და შესიება გახანგრძლივდება და გაუარესდება, მიმართეთ ექიმს. დიაგნოზირების და მკურნალობის დაწყების გაჭიანურებამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი შეხორცება და მოძრაობის დიაპაზონის შემცირება.