ანევრიზმა

დაავადების აღწერა

ანევრიზმა სისხლძარღვის პათოლოგიური გაფართოება, გადიდებაა.

არსებობს ანევრიზმის რამდენიმე ტიპი:

  • აორტის ანევრიზმა. აორტის ანევრიზმა ორგანიზმის ერთ–ერთი მთავარი სისხლძარღვის, აორტის ჩაყოლებაზე ჩნდება. აორტას სისხლი გულიდან ორგანოებში მიაქვს. ანევრიზმა შესაძლოა უსიმპტომოდ ვითარდებოდეს, მაშინაც კი როცა ზომა საკმაოდ დიდია. ამის მიუხედავად, ანევრიზმა შესაძლოა გასკდეს (რუპტურა) ან აშრევდეს (დისექცია), გამოიწვიოს სხეულის შიდა სისხლდენა და სიკვდილი.
  • მუცლის აორტის ანევრიზმა აორტის გარკვეულ სეგმენტზე ვითარდება, რომელიც მუცლის ღრუშია მოთავსებული. გულმკერდის აორტის ანევრიზმა კი ანალოგიურად, გულმკერდის სეგმენტზე ვითარდება. ასევე არსებობს თორაკოაბდომინალური ანევრიზმები, რომლებიც გულმკერდისა და მუცლის ღრუს შუა მდებარე აორტის სეგმენტზე ვითარდება.
  • თავის ტვინის ანევრიზმა. თავის ტვინის ანევრიზმა ვითარდება ტვინის მომმარაგებელ სისხლძარღვში, ძირითადად არტერიების გაყოფის ნაწილებში. სისხლძარღვის სუსტი კედელი გამოიბერება და ივსება სისხლით.ტვინის ანევრიზმა შეიძლება გასკდეს და დაიწყოს სისხლდენა, სუბარაქნოიდული ჰემორაგია.
  • თავის ტვინის პატარა ანევრიზმები (განსაკუთრებით წინა ნაწილის მომმარაგებელ არტერიებში) გასკდომის ნაკლებ რისკთანაა დაკავშირებული. ექიმი შეაფასებს ზომას, ადგილმდებარეობასა და ანევრიზმის სხვა მახასიათებლებს, რათა გასკდომის რისკი დადგინდეს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ოჯახური და სამედიცინო ისტორიაც. ექიმები ადარებენ გასკდომის რისკსა და მკურნალობის შესაძლო გართულებების განვითარების რისკს, რის საფუძველზეც გადაწყვეტენ, უმკურნალონ თუ არა ანევრიზმას.
  • პერიფერიული ანევრიზმა. პერიფერიული ანევრიზმა ვითარდება სხეულის სხვა სისხლძარღვებში, როგორიცაა ფეხის, საზარდულის ან კისრის არტერიები.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები