ანორგაზმია

დაავადების აღწერა

ანორგაზმია ნიშნავს ორგაზმის მიღწევის გართულებას საკმარისი სტიმულაციის პირობებში, რაც იწვევს პაციენტის დეპრესიას. ანორგაზმია ხშირი მდგომარეობაა, რომელიც ბევრ ქალს აწუხებს.

ორგაზმის სიძლიერე, სიხშირე და საკმარისი სტიმულიაცია ორგაზმის გამოსაწვევად სხვადასხვა ქალის შემთხვევაში განსხვავებულია. ქალების უმრავლესობა მხოლოდ პენეტრაციით არ აღწევს ორგაზმს. ამის გარდა ორგაზმთან დაკავშირებული მოვლენები ასაკთან ან მედიკამენტების მიღებასთან ერთად იცვლება.

თუ თქვენ ხართ კმაყოფილი თქვენი სექსუალური ცხოვრებით, საგანგაშო არაფერია. თუმცა, თუ თქვენ განიცდით ორგაზმის სიძლიერის ან სიხშირის ნაკლებობას, მიმართეთ ექიმს ამის შესახებ. ცხოვრების სტილის შეცვლა და თერაპია შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს.

გამომწვევი მიზეზი

მიუხედავად იმისა, თუ რას ვხედავთ მედიის საშუალებით, ორგაზმი არ არის მარტივი, ზუსტად განსაზღვრული რამ. ეს სასიამოვნო კულმინაცია არის კომპლექსური რეაქცია ბევრ ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორზე.

ფიზიკური მიზეზები
ბევრმა ფიზიკურმა ცვლილებამ, დაავადებამ და წამალმა შეიძლება შეუშალოს ხელი ორგაზმს:

  • დააავადებები. ნებისმიერ დაავადებს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სექსუალური შეგრძნებების ამ ნაწილზე, მაგალითად დიაბეტს და ნევროლოგიურ დაავადებებს როგორიცაა გაფანტული სკლეროზი.
  • გინეკოლოგიური პრობლეები. ორგაზმზე ზეგავლენა შეიძლება იქონიოს გინეკოლოგიურმა ქირურგიულმა ჩარევებმა, როგორიცაა საშვილოსნოს ამოკვეთა ან სიმსივნური ქირურგიული ოპერაციები. ამის გარდა, ორგაზმი მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა სექსუალურ მოვლენებთან, როგორიცაა არაკომფორტული ან მტკივნეული პენეტრაცია.
  • მედიკამენტები. ბევრ წამალი ახდენს თქვენს ორგაზმზე ზეგავლენას: სისხლის წნევის დასარეგულირებელი წამლები, ანტიჰისტამინური წამლები და ანტიდეპრესანტები – განსაკუთრებით კი სეროტონინის უკუშებოჭვის სელექტიური ინჰიბიტორები.
  • ალკოჰოლი და მოწევა. დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება აქვეითების სექსის დროს კულმინაციის მიღწევის შესაძლებლობას. ამ პროცესს ასევე აფერხებს მოწევა, რომელსაც შეუძლია სისხლის დინების შეზღუდვა.
  • ასაკის მატება. ასაკის მატებასთან ერთად, ბუნებრივმა ანატომიურმა, ჰორმონულმა, ნევროლოგიური და სისხლის მიმოქცევის სისტემის ცვლილებებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე. მენოპაუზის დაწყების დროს ესტროგენების დონის კლება ორგანიზმში იწვევს ვაგინის და კლიტორის მიმართულებით სისხლის მომარაგების შემცირებას, რაც იწვევს ორგაზმის გახანგრძლივებას ან შეწყვეტას.


ფსიქოლოგიური მიზეზები
ბევრი ფსიქოლოგიური მიზეზი ზემოქმედებს თქვენი ორგაზმის განცდის უნარზე:

  • მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია
  • ცუდი შესახედაობა
  • სტრესი და ფინანსური პრობლემები
  • კულტურული და რელიგიური შეხედულებებ
  • ფეხმძიმობის ან სქესობრივად გადამდები ინფექციების შიში
  • მორცხვობა
  • სექსუალური სიამოვნების მიღების გამო დანაშაულის გრძნობა
  • სქესობრივი ან ემოციური ძალადობის შემთხვევა წარსულში


ურთიერთობის პრობლემები

  • წყვილებს, რომლებსაც ერთმანეთთან უთანხმოება აქვთ საძინებლის გარეთ, ხშირად საწოლშიც უჩნდებათ პრობლემები
  • იშვიათი კონტაქტი პარტნიორთან
  • მუდმივი ჩხუბი და კონფლიქტი მეწყვილესთან
  • არასაკმარისი კომუნიკაცია იმის შესახებ, თუ მოთხოვნილებები აქვთ პარტნიორებს სექსუალური ურთიერთობის დროს
  • უნდობლობა
  • შეფარული ძალადობა

სიმპტომები

ორგაზმი არის ინტენსიური ფიზიკური სიამოვნებისა და დაძაბულობის მოხსნის შეგრძნება, რომელსაც თან ახლავს მენჯის ქვედა კუნთების უნებლიე, რითმული კუმშვები. თუმცა ეს პროცესი ყოველთვის ისე არ მიმდინარეობს, როგორც ჩვენ ამას ფილმებში ვხედავთ. ორგაზმის აღქმა სხვადასხვა ქალში განსხვავებულია. ასევე შესაძლებელია, ერთ ქალში ორი სხვადასხვა ორგაზმი განსხვავებულ შეგრძნებას იწვევდეს.

ანორგაზმიის მთავარი სიმპტომები არის ორგაზმის მიღწევის გახანგრძლივება ან სრული შეუძლებლობა. თუმცა არსებობს ანორგაზმიის სხვა ფორმებიც:

  • მუდმივი ანორგაზმია. ამ დაავადების დროს პაციენტი ვერასოდეს განიცდის ორგაზმს.
  • შეძენილი ანორგაზმია. ამ დროს პაციენტი თავდაპირველად ჩვეულებრივ განიცდიდა ორგაზმს, თუმცა შემდგომ გაურთულდა სექსის დროს კულმინაციის მიღწევა
  • სიტუაციური ანორგაზმია. ამ შემთხვევაში ადამიანს შეუძლია განიცადოს ორგაზმი მხოლოდ ზოგიერთ გარემოებაში, მაგალითად ორალური სექსის დროს ან რომელიმე კონკრეტულ პარტნიორთან. ქალების უმრავლესობა მხოლოდ ვაგინალური პენეტრაციით ორგაზმს ვერ აღწევს.
  • გენერალიზებული ანორგაზმია. ამ შემთხვევაში პაციენტი ვერ აღწევს ორგაზმს ვერანაირ სიტუაციაში ვერცერთ პარტნიორთან.


როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ თქვენ გაწუხებთ კითხვები ორგაზმთან, ან მისი მიღწევის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. თქვენ შესაძლოა გაიგოთ, რომ თქვენი სექსუალური განცდები ნორმალურია. თუმცა ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ რჩევები, რის მიხედვითაც თქვენი შფოთვა შემცირდება, ხოლო სიამოვნება გაიზრდება.