არტერიოვენური მალფორმაცია

დაავადების აღწერა

ტვინის (ქალაშიდა) არტერიოვენური მალფორმაცია არტერიებისა და ვენების პათოლოგიური კავშირია. მალფორმაცია მემკვიდრეობითია, ვითარდება დაბადებამდე. არტერიოვენური მალფორმაციები ასევე გვხვდება ზურგის ტვინში (სპინალური არტერიოვენური მალფორმაცია). 

ჟანგბადით მდიდარი სისხლი ტვინს მიეწოდება არტერიებით, რომლებიც იტოტება ვიწრო არტერიოლებად და კაპილარებად. ტვინი იყენებს ამ ჟანგბადს, რომელსაც კაპილარებიდან იღებს. ჟანგბადით ღარიბი სისხლი კი შემდეგ ვენულებში და დიდ ვენებში ხვდება, საიდანაც გადადის გულსა და ფილტვებში. 

როცა გვაქვს არტერიოვენური მალფორმაცია ტვინში, სისხლი პირდაპირ გადადის არტერიიდან ვენაში, უვლის გვერდს კაპილარებს. არტერიები და ვენები შეიძლება გასკდეს, რის შედეგადაც მივიღებთ ქალაშიდა სისხლდენას. 

წაიკითხეთ მეტი ტვინის არტერიოვენური მალფორმაციის შესახებ.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები