ერლიხიოზი
დაავადების აღწერა
ერლიხიოზი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც გადადის ტკიპებით და იწვევს გრიპისმაგვარ სიმპტომებს. ერლიხიოზის სიმპტომები შეიძლება გამოიხატოს როგორც სხეულის მსუბუქი ტკივილებით, ასევე ძლიერი ცხელებით. სიმპტომები ტკიპის კბენიდნ 1-2 კვირაში ვლინდება. სათანადო ანტიბიოტიკებით დროულად მკურნალობის შემთვევაში, ერლიქიოზით გამოწვეული მდგომარეობა რამოდენიმე დღეში უმჯობესდება.
ტკიპით გამოწვეული კიდევ ერთი ინფექცია- ანაპლაზმოზი- ძალიან ჰგავს ერლიხიოზს. თუმცა მათ შორის არსებობს განსხვავებები და ეს დაავადებები სხვადასხვა მიკროორგანიზმებითაა გამოწვეული.
ინფექციის პრევენციისთვის აუცილებელია თავიდან ავირიდოთ ტკიპის კბენა. ტკიპის მოსაშორებელი საშუალებები, გარეთ გასვლის შემდგომ მთლიანი სხეულის გამოკვლევა ერლიქიოზის თავიდან ასარიდებლად საუკეთესო გზაა.
გამომწვევი მიზეზი
ერლიქიოზს იეწვევს ერლიხია ჩაფინსის ბაქტერია, რომელიც ტკიპით გადადის.
ტკიპები იკვებებიან სისხლით ადამიანის კანზე იქამდე, სანამ ისინი თავის ზომაზე რამოდენიმეჯერ მეტ სიდიდეს არ მიაღწევენ. კვების დროს, დაავადების გამომწვევ ტკიპას შეუძლია ბაქტერიის გადატანა ჯანმრთელ ადამიანზე. ტკიპას აგრეთვე შეუძლია მიიღოს ბაქტერია ზოგიერთი ინფიცირებული ცხოველისგან, მაგალითად ირმისგან ან კოიოტისგან.
როგორც წესი, ერლიქიოზის გასავითარებლად აუცილებელია ტკიპის კბენა. ბაქტერია კანში აღწევს კბენის ადგილას და იქიდან გზას იკვლევს სისხლის მიმოქცევისკენ.
ბაქტერიის გადატანამდე, ტკიპა კანზე კვების რეჟიმში მინიმუმ 24 საათის განამვლობაში უნდა იყოს. კანზე მყოფი ტკიპა, რომელიც არის დიდი ზომის და გაჟღენთილია სისხლით, შესაძლოა მიუთითებდეს, რომ იგი საკმარისი დროის განმავლობაში იჯდა კანზე ინფექციის გადასატანად. ტკიპების დროული მოშორება ხელს უწყობს ინფექციისგან თავის არიდებას.
ერლიქიოზის გადადება შესაძლებელია სისხლის გადასხმის საშუალებით, დედიდან ნაყოფზე და დაინფიცირებული ცხოველის დაჭრილ ხორცთან პირდაპირი კონტაქტის გზით.
სიმპტომები
თუ ბაქტერიის მატარებელი ტკიპა, რომელიც იწვევს ერლიქიოზს აღინიშნებოდა თქვენს სხეულზე მინიმუმ 24 საათის განამვლობაში, 5-14 დღეში შესაძლოა განვითრდეს შემდეგი გრიპისმაგვარი სიმპტომები:
- მსუბუქი ცხელება
- თავის ტკივილი
- ციება
- კუნთის ტკივილი
- გულისრევის შეგრძნება
- ღებინება
- ფაღარათი
- სახსრების ტკივილი
- დაბნეულობა
- გამონაყარი
- ხველა
ერლიხიოზით ინფიცირებულ პაციენტებს, ზოგჯერ, ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვთ და არც ითხოვენ სამედიცინო დახმარებას, რადგან ორგანიზმი თავად ახერხებს ბაქტერიასთან გამკლავებას. თუმცა სამედიცინო ჩარევის გარეშე ერლიქიოზით გამოწვეულმა მუდმივმა სიმპტომებმა შესაძლოა პაციენტი საავადმყოფოში მოახვედროს.
როდის მივმართოთ ექიმს
ტკიპის კბენის შემდგომ ერლიხიოზის სიმპტომები შესაძლოა 14 დღეში გამოვლინდეს. თუ თქვენ კბენიდან 14 დღის ფარგლებში აღგენიშნებათ სიმპტომები, მიმართეთ ექიმს. თუ თვლით, რომ დაგეწყოთ რომელიმე ხსენებული სიმპტომი, მას შემდერ რაც მოგიწიათ ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც ტკიპები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, მიმართეთ ექიმს. აუცილებლად მოახსენეთ ექიმს ტკიპის კვენის შესახებ ან თქვენი ვიზიტის შესახებ იმ ადგილს, სადაც ტკიპები მრავლად ბინადრობენ.