ეპილეფსია

დაავადების აღწერა

ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა(ნევროლოგიური), რომლის დროსაც ირღვება თავის ტვინში ნერვული უჯრედების ფუნქცია, რის შედეგადაც ვითარდება შეტევები და უჩვეულო ქცევის ეპიზოდები, შეგრძნებები და ზოგჯერ ცნობიერების დაკარგვა.

შეტევის სიმპტომები განსხვავებულია. ეპილეფსიის მქონე ზოგიერთი ადამიანი შეტევის დროს უბრალოდ შტერდება რამოდენიმე წუთის განმავლობაში, დანარჩნებები კი შესაძლოა ზედა და ქვედა კიდურების განმეორებითი ტიპის მოძრაობებს ახორციელებდნენ.

შეტევითი დაავადების მქონე ადამიანების დაახლოებით 10 %-ს აღენიშნება ერთი არაპროვოცირებული შეტევა. თუმცა, ერთი შეტევა არ მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს ეპილეფსაია აქვს. საჭიროა მინიმუმ 2 არაპროვოცირებული შეტევის დაფიქსირება, რათა დაისვას ეპილეფსიის დიაგნოზი.

მსუბუქ შეტევებსაც კი ესაჭიროებათ მკურნალობა, რადგან ისინი შესაძლოა საშიში აღმოჩნდენ ზოგიერთი საქმიანობის დროს, როგორიცაა მანქანის ტარება ან ცურვა. ეპილეფსიური შეტევების 80 % კონტროლდება მედიკამენტური და ზოგჯერ ქირურგიული ჩარევით. ეპილეფსიის მქონე ზოგიერთ ბავშვს მდგომარეობა თავისით უუმჯობესდება ასაკის მატებასთან ერთად.

გამომწვევი მიზეზი

შემთხვევების ნახევარში ეპილეფსიის თვალსაჩინო მიზეზი უცნობია. სხვა შემთხვებში ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზი ბევრია.

  • გენეტიკური მიდრეკილება. ეპილეფსიის ზოგიერთი ტიპი, რომელიც იყოფა იმის მიხედვით, თუ რომელი ტიპის შეტევა ვითარდება თავის ტვინის რომელ ნაწილში, გადადის მემკვიდრეობით. ამ შემთხვევბში აღინიშნება გენეტიკური მიდრეკილება.

    მკვლევარებმა ეპილეფსიის განვითარებას რამოდენიმე გენი დაუკავშირეს. თუმცა მიჩნეულია, რომ დაახლოებით 500 გენი უკავშირდება ამ დაავადებას. უმეტეს შემთხვევაში, გენეტიკა ეპილეფსიის განვითარებაში ნაწილობრივ როლს ასრულებს. ზოგიერთი გენი ადამიანს უფრო მგრძნობიარეს ხდის გარემოს მიმართ, რამაც შესაძლოა შეტევების განვითარება გამოიწვიოს.

  • თავის ტრავმული დაზიანება. საგზაო შემთხვევის ან ტრავმის შედეგად თავის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეპილეფსია.
  • თავის ტვინის დაავადებები. თავის ტვინის დაავადებები, მაგალითდ სიმსივნე ან ინსულტი, ზოგიერთ შემთხვევაში ეპილეფსიას იწვევენ. 35 წელს ზემოთ ინსულტი ეპილეფსიის წამყვანი მიზეზია.
  • ინფექციური დაავადებები. ინფექციური დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი, შიდსი და ვირუსული ენცეფალიტი, იწვევენ ეპილეფსიას.
  • დაზიანება მუცლადყოფნის პერიოდში. დაბადებამდე ბავშვები მგრძნობიარენი არიან თვის ტვინის დაზიანებისადმი, რომელსაც რამოდენიმე ფაქტორი იწვევს:დედის ინფექცია, არასათანადო კვება და ჟანგბადის ნაკლებობა. თავის ტვინის ასეთი ტიპის დაზიანებებმა შესაძლოა გამოიწვიონ ეპილეფსია ან ცერებრალური დამბლა.
  • განვითარების დაავადებები. ეპილეფსია ზოგჯერ განვითარების დაავადებებს უკავშირდება, როგორიცაა აუტიზმი და ნეიროფიბრომატოზი.

სიმპტომები

რადგანაც ეპილეფსია გამოწვეულია თავის ტვინის უჯრედების არანორმალური მოქმედებით, შეტევებმა შესაძლოა იმოქმედოს თავის ტვინში მიმდინარე ნებისმიერ პროცესზე. შეტევის სიმპტომები:

  • დროებითი დაბნეულობა
  • დაშტერება
  • ზედა და ქვედა კიდურების უკონტროლი განმეორებითი მოძრაობები
  • ცნობიერების დაკარგვა
  • ფსიქოტური სიმპტომები



სიმპტომი დამოკიდებულია შეტევის ტიპზე. უმეტეს შემთხვევაში, ეპილეფსიის მქონე ადამიანს ახასიათებს ერთი სახის შეტევების განვითარება, ასე რომ სიმპტომები შესაძლოა იყოს მსგავსი შეტევის ეპიზოდიდან ეპიზოდამდე.

ექიმები შეტევებს თავის ტვინის არანორმალური აქტივობის ფორმიდან გამომდინარე ორ ნაწილად ყოფენ:ფოკალური და გენერალიზებული შეტევები.

ფოკალური შეტევები

როდესაც შეტევები აღმოცენებულია თავის ტვინის მხოლოდ ერთი ნაწილიდან, მას ფოკალური(ნაწილობრივი) შეტევები ეწოდება. ასეთი შეტევები ორ კატეგორიად იყოფა.

ფოკალური შეტევები ცნობიერების დაკარგვის გარეშე (მარტივი ნაწილობრივი შეტევები). ასეთი შეტევები არ იწვევენ ცნობიერების დაკარგვას. მათ შეუძლიათ შეცვალონ ემოციები ან საგნების, სუნის, გემოს და ხმის აღქმა. შეტევები აგრეთვე იწვევენ სხეულის რომელიმე ნაწილის, მაგალითად ზედა და ქვედა კიდურების უნებლიე კანკალს. შესაძლოა აღინიშნებოდეს მგრძნობელობითი სიმპტომებიც, როგორიცაა ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა და მანათობელი შუქები მხედველობის არეში.

ფოკალური დისკოგნიტიური შეტევები(კომპლექსური ნაწილობრივი შეტევები). ამ ტიპის შეტევები იწვევენ ცნბოიერების შეცვლას ან დაკარგვას. კომპლექსური ნაწილობრივი შეტევის დროს, პაციენტი შესაძლოა მიაშტერდეს სივრცეს და არ ჰქონდეს რეაქცია გარემოს მიმართ. აღინიშნება აგრეთვე განმეორებითი ტიპის მოძრაობები, როგორიცაა ხელების ერთმანეთზე ხახუნი, ღეჭვა, ყლაპვა ან წრეზე სიარული.

ფოკალური შეტევების სიმპტომები შესაძლოა აგვერიოს სხვა ნევროლოგიურ დაავადებებში, როგორიცაა შაკიკი, ნარკოლეფსია ან რომელიმე მენტალური დაავადება. ეპილეფსიის სხვა დაავადებებისაგან გასარჩევად საჭიუროა სრული გმაოკვლევა.

გენერალიზებული შეტევები

შეტევებს, რომლებიც მოიცავენ თავის ტვინის ყველა ნაწილს გენერალიზებული შეტევები ეწოდებათ. გენერალიზებული შეტევების 6 ტიპი არსებობს.

  • აბსენსები. აბსენსები, ძირითადად, ვითარდება ბავშვებში. მდგომარეობა ხასიათდება ერთ ადგილზე მიშტერებით ან სხეულის განმეორებითი მოძრაობებით, როგორიცაა თვალების ხამხამი. ასეთმა შეტევებმა შესაძლოა გამოიწვიოს ცნობიერების დროებითი დაკარგვა.
  • ტონური შეტევები. ტონური შეტევები იწვევენ კუნთების დაჭიმვას. შეტევები მოქმედებენ ზურგის, მკლავებისა და ქვედა კიდურების კუნთებზე, რის შედეგადაც პაციენტი შესაძლოა ძირს დაეცეს.
  • ატონიური შეტევები. ატონიური შეტევები იწვევენ კუნთზე კონტროლის დაკარგვას, რის შედეგადაც პაციენტუ შესაძლოა დაუძლურდეს და ძირს დაეცეს.
  • კლონური შეტევები. კლონური შეტევები დაკავშირებულია კუნთის განმეორებად, რითმულ მოძრაობებთან. შეტევის დროს ჩართულია კისერი, სახე და მკლავები.
  • მიოკლონური შეტევები. მიოკლონური შეტევები, როგორც წესი, გამოიხატება ზედა და ქვედა კიდურების უცაბედი, ხანმოკლე შეკუმშვებით.
  • ტონურ-კლონური შეტევები. ტონურ-კლონური შეტევა მძიმე ფორმაა ეპილეფსიური შეტევებისა, რომელიც იწვევს ცნობიერების უცაბედ დაკარგვას, სხეულის გაშეშებასა და კანკალს. შეტევის დროს, ზოგიერთი პაციენტმა შესაძლოა დაკარგოს კონტროლი შარდვაზე ან ენაზე იკბინოს.



როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ შეტევა გრძელდება 5 წუთზე მეტ ხანს
  • თუ შეტევის შეწყვეტის შემდგომ არ ბრუნდება ცნობიერება ან სუნთვის შესაძლებლობა
  • თუ პირველ შეტევას მეორე დაუვყოვნებლივ მოყვება
  • თუ გაქვთ ძალიან მაღალი სიცხე
  • თუ განიცდით სიცხისგან გამოფიტვას
  • თუ ხართ ორსულად
  • თუ გაქვთ დიაბეტი
  • თუ მიაყენეთ ზიანი საკუთარ თავს შეტევის დროს
  • თუ თქვენ აღგენიშნებათ შეტევა პირველად ცხოვრებაში, მიმართეთ ექიმს.