ერექციული დისფუნქცია
დაავადების აღწერა
ერექციული დისფუნქციის დროს(იმპოტენცია), პაციენტს არ შეუძლია მიაღწიოს და შეინარჩუნოს ერექცია. შედეგად იგი ვერ ახერხებს სექსუალური კავშირის დამყარებას პარტნიორთან.
დროდადრო ერექციის პრობლემები აუცილებლად სერიოზულ პრობლემაზე არ მიუთითებს. თუ ერექციული დისფუნქცია მუდმივი პრობლემაა, მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს სტრესი, იმოქმედოს თვითშეფასებაზე და განაპირობოს ურთიერთობის პრობლემები. ერექციის პრობლემები შესაძლოა უკავშირდებოდეს რაიმე გამომწვევ დაავადებას, რომელსაც ესაჭიროება მკურნალობა. ერექციული დისფუნქცია, შესაძლოა, გულის დაავადების რისკ ფაქტორი იყოს.
მიუხედავად უხერხულობისა, მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაწუხებთ ერექციული დისფუნქცია. ზოგერ, გამომწვევი მიზეზის მკურნალობა აბრუნებს ნორმალური ერექციის შესაძლებლობას. სხვა შემთხვევებში საჭიროა პირდაპირი, მედიკამენტური მკურნალობა.
გამომწვევი მიზეზი
მამაკაცის სქესობრივი აგზნება კომპლექსური პროცესია, რომელიც მოიცავს თავის ტვინს, ჰორმონებს, ემოციებს, ნერვებს, კუნთებსა და სისხლძარღვებს. ერექციული დისფუნქცია შესაძლოა განაპირობოს ამ ფაქტორებიდან ნებისმიერის დარღვევამ. სტრესი და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ასევე აუარესებს ერექციული დისფუნქციის მდგომარეობას.
ზოგჯერ ფიზიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური პრობლემების ერთობლილობა იწვევს ერქციულ დისფუნქციას. მაგალითად, უმნიშვნელო ფიზიკური დაზიანება, რომელიც ანელებს პაციენტის სქესობრივ აგზნებას, ზოგიერთ შემთხვევაში, იწვევს შფოთვას ერექციის შენარჩუნების უუნარობის გამო. ამ შფოთვამ შესაძლოა გააუარესოს ერექციული დისფუნქციის მდგომარეობა.
ერექციული დისფუნქციის ფიზიკური ჯანმრთელობის მიზეზები
უმეტეს შემთხვევაში, ერქციის დისფუნქციას ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა იწვევს. ძირითადი მიზეზები:
- გულის დაავადება
- სისხლძარღვების დახშობა(ათეროსკლეროზი)
- ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა
- სისხლის მაღალი წნევა
- დიაბეტი
- სიმსუქნე
- მეტაბოლური სინდრომი – მდგომარეობა, რომელიც იწვევს სისხლის მაღალ წნევას, ინსულინის მაღალ დონეს, ქოლესტეროლის მომატებასა და ცხიმის დაგროვებას წელის გარშემო
- პარკინსონის დაავადება
- გაფანტული სკლეროზი
- პეურონის დაავადება – პენისსში ნაწიბუროვანი ქსოვილის ჩამოყალიბება
- რეცეპტით გაცემული ზოგიერთი წამალი
- თამბაქოს მოხმარება
- ალკოჰოლიზმი და ნარკოდამოკიდეუბლების სხვა ფორმები
- ძილის პრობლემები
- პროსტატის კიბოსა და გადიდებული პროსტატის მკურნალობა
- ქირურგიული პროცედურები ან ტრავმული დაზიანებები, რომლებიც აზიანებენ მენჯის ან ზურგის ტვინის არეებს.
ერექციული დისფუნქციის ფსიქოლოგიური მიზეზები
თავის ტვინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერექციის წამომწყები ეტაპების განვითარებაში, მათ შორის სქესობრივი აგზნების შეგრძნებების აღქმაში. სქესობრივი შეგრძნებების აღქმას რამოდენიმე რამ უშლის ხელს, მაგალითად:
- დეპრესია, შფოთვა ან მენტალური სხვა პრობლემები
- სტრესი
- სტრესით, მისკომუნკაციით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული ურთიერთობის პრობლემები
სიმპტომები
ერექციული დისფუნქციის სიმპტომები:
- ერექციის დაწყების გაძნელება
- ერექციის შენარჩუნების გაძნელება
- სექსუალური ლტოლვის დაქვეითება
როდის მივმართოთ ექიმს
ერექციის პრობლემების დროს ოჯახის ექიმთან კონსულტაცია პირველი ეტაპისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია. მიმართეთ ექიმს, თუ:
- გაწხუებთ ერექციის ან სხვა სქესობრივი პრობლემები, როგორიცაა ეაკულაციის დისფუნქცია: ნაადრები ან დაგვიანებული ეაკულაცია.
- თქვენ გაქვთ დიაბეტი, გულის დაავადება ან რაიმე სხვა ავადმყოფობა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ერექციულ დისფუნქციას.
- თქვენ ერექციულ დისფუნქციასთან ერთად აღგენიშნებათ სხვა სიმპტომები.