ვარჯიშით განპირობებული ასთმა

დაავადების აღწერა

ვარჯიშით განპირობებული ასთმის დროს ხდება ფილტვებში სასუნთქი გზების შევიწროება. შევიწროება იწვევს სუნთვის უკმარისობას, ხიხინს, ხველას და სხვა სიმპტომებს ვარჯიშის დროს ან მის შემდეგ.

ვარჯიშით განპირობებულ ასთმას ასევე ვარჯიშით განპირობებულ ბრონქოკონსტრიქციას უწოდებენ. ეს ტერმინუ უფრო ზუსტია, რადგან ვარჯიში იწვევს სასუნთქი გზების შევიწროებას(ბრონქოკონსტრიქცია), თუმცა არ არის ასთმის განვითარების მთავარი საფუძველი. ასთმის მქონე ადამიანებში ვარჯიში ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს სუნთქვის პრობლემებს.

ვარჯიშით განპირობებული ბრონქოკონსტრიქციის მქონე ადამიანების ასთმის წამლებით მკურნალობა და პრევენციული ზომები მათ ნებას რთავს, რომ ისევ ივარჯიშონ და დაუბრუნდნენ აქტიურ ცხოვრებას.

გამომწვევი მიზეზი

ვარჯიშისმიერი ბრონქოკონსტრიქციის მიზეზების დადგენაზე სამედიცინო მკვლევარები მუშაობენ. შესაძლოა არსებობდეს ერთზე მეტი ბიოლოგიური პროცესი, რომელიც იწვევს მდგომარეობას. მკლევარებმა იციან, რომ ვარჯიშისმიერ ბრონქოკონსტრიქციის მქონე ადამიანებში, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა განაპირობებს მოლეკულური ცვლილებების დაწყებას, რის შედეგადაც ვითარდება ანთება და ლორწოს წარმოქმნა სასუნთქ გზებში.

ფაქტორები, რომლებიც ზრდიან მდგომარეობის რისკს:

  • ცივი ჰაერი
  • მშრალი ჰაერი
  • ჰაერის დაბინძურება
  • მტვერი
  • ქლორი საცურაო აუზში
  • საციგურაო მოედნის ზედაპირის გასაახლებლად გასმოყენებული ქიმიკატები
  • სასუნთქი გზების ინფექციები ან ფლტვის სხვა დაავადება
  • ფიზიკური დატვირთვა, რომლის დროსაც ადმაინს უწევს ხანგრძლივი ღრმა სუნთქვა, მაგალითად დიდ დისტანციაზე სირბილის დროს, ცურვის დროს, ან ფეხბურთის თამაშისას.

სიმპტომები

ბრონქოკონსტრიქციის სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს ვარჯიშის დროს ან ვარჯიშის დამთავრებიდა ნრამოდენიმე წუთსი და გაგრძელდეს 30 წუთის ან მეტის განმავლობაში სამედიცინო ჩარევის გარეშე. სიმპტომები:

  • ხველა
  • ხიხინი
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ტკივილი ან დაჭიმულობა მკერდის არეში
  • დაღლილობა ფიზიკური დატვირთვის დროს
  • მოსალოდნელზე უფრო ნაკლები ფიზიკური შესაძლებლობები
  • კარგი ფიზიკური ფორმიდან ამოვარდნა
  • ფიზიკური დატვირთვისგან თავის არიდება(ნიშანი, რომელიც ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში)



როდის მივმართოთ ექიმს

ვარჯიშისმიერი ბრონქოკონსტრიქციის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. რადგანაც მსგავს სიმტპომებს ბევრი დაავადება იწვევს, საჭიროა დროული და ზუსსტი დიაგნოზი.

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახამრება, თუ თქვენ გაქვთ შემდეგი სიმპტომები, რომლებიც უარესდება:

  • სუნთქვის უკმარისობა ან ხიხინი, რომელიც სწრაფად უარესდება
  • ასთმური შეტევისთვის განკუთვნილი ინჰალაციური საშუალების ჩასუნთქვის შემდეგ გაუმჯობესების არქონა