შუბლის წილისმიერი გულყრები

დაავადების აღწერა

შუბლის წილისმიერი გულყრები ვითარდება თავის ტვინის ფრონტალურ ნაწილში. ეპილეფსიის სიმპტომები განსხვავებულია თავის ტვინის ჩართული ნაწილის მიხედვით.შუბლის წილის გულყრებმა შესაძლოა გამოიწვიონ უჩვეულო სიმპტომები, რომელიც ერთი შეხედვით შესაძლოა დავუკავშიროთ ფსიქიატრულ ან ძილის პრობლემებს.

შუბლის წილისმიერი გულყრები, ხშირად, ვითარდება ძილისდ როს და ახასიათებს ველოსიპედის ტარებისმაგვარი მოძრაობები და შეკუმშვები მენჯის არეში. ფრონტალური გულყრის დროს ზოგიერთი ადამიანი უცებ წამოიყვირებს ან გაიცინებს.

შუბლის წილისმიერი გულყრების დროს, თავის ტვინის ტალღების ტესტები(ელექტროენცეფალოგრამა) შესაძლოა არ აჩვენდეს ეპილეფსიური შეტევებისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს, რომლებიც თავის ტვილის სხვა ნაწილში ვითარდება. მედიკამენტები, როგორც წესი, არეგულირებენ შუბლის წილისმიერ გულყრებს, თუმცა წამლების არეაეფექტურობის შემთხვევაში შემდეგი მეთოდი ქირურგიული ჩარევაა.

გამომწვევი მიზეზი

შუბლის წილისმიერი გულყრები შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებამ თუ მდგომარეობამ: სიმსივნემ, ინსულტმა, ინფექციამ ან ტრავმულმა დაზიანებამ თავის ტვინის ფრონტალურ წილში. ერთ-ერთი დეფექტური გენი იწვევს იშვიათ მემკვიდრულ დაავადებას, რომელსაც ავტოსომურ დომიმანტური ღამის შუბლის წილოვანი ეპილეფსია ეწოდება. თუ თქვენი მშობლებიდან რომელიმეს აღენიშნება ფრონტალური ეპილეფსიის ეს ფორმა, 50 % არის შანსი იმისა, რომ დაავადება თქვენც გაგივითარდებათ.

უმეტეს შემთხვევებში, შუბლის წილისმიერი ეპილეფსიის მიზეზები უცნობია.

სიმპტომები

შუბლის წილის გულყრები ძირითადად 30 წამზე ნაკლები დროის განმავლობაში გრძელდება და როგორც წესი, თავს იჩენს ძილის დროს. გულყრის სიმპტომები:

  • თავისა და თვალის მოძრაობა ცალ მხარეს
  • რეაგირების სრული ან ნაწილობრივი არქონა ან გაძნელებული ლაპარაკი
  • უცაბედი წამოყვირება, სიცილი და ა.შ.
  • სხეულის არანორმალური პოზიცია, მაგალითად ერთი ხელი მოკეცილი და მეორე გაშლილი.
  • განმეორებითი მოძრაობები



როდის მივმართოთ ექიმს

გულყრის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თუ თქვენს ახლო მყოფს აღენიშნება შეტევა, რომელიც გრძელდება 5 წუთზე მეტ დროს, მიმართეთ ექიმს.