მკერდის ჯირკვლის ატიპიური ჰიპერპლაზია

დაავადების აღწერა

ატიპიური ჰიპერპლაზია წინასიმსივნური მდგომარეობაა, რომელიც მკერდის ჯირკვლის უჯრედებს ეხება. ასეთ დროს ჯირკვალში გადაგვარებული უჯრედები გროვდება.

 

ატიპიური ჰიპერპლაზია არ არის კიბო, თუმცა შესაძლოა იყოს მკერდის ჯირკვლის კიბოს წინამორბედი მდგომარეობა. დროთა განმავლობაში, ატიპიური უჯრედები იყოფა და უფრო გადაგვარდება, რაც გამოიწვევს ჰიპერპლაზიის გადაზრდას არაინვაზიურ ინ სიტუ კარცინომაში ან ინვაზიურ კარცინომაში.

თუ გაქვთ ატიპიური ჰიპერპლაზიის დიაგნოზი, მაღალია მკერდის ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი მომავალში. ამიტომ, ექიმი დაგინიშნავთ კიბოს სკრინინგს ინტენსიურ რეჟიმში და რისკის შესამცირებლად გარკვეულ მედიკამენტებს.

გამომწვევი მიზეზი

ატიპიური ჰიპერპლაზიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ჰიპერპლაზიის დროს ჯიკრვლის უჯრედები იზრდებიან ზომაში, რაოდენობით, ფორმით, იცვლება ზრდის ტენდენციები და უჯრედების აგებულება. უჯრედების აგებულებისა და სტრუქტურის მიხედვით ატიპიურ ჰიპერპლაზიას ყოფენ რამდენიმე ტიპად:

  • სადინრების ატიპიური ჰიპერპლაზია იწვევს გადაგვარებული უჯრედების მსგავსებას ნორმალური ჯირკვლის სადინრის უჯრედებთან.
  • ატიპიური წილაკოვანი ჰიპერპლაზია იწვევს გადგვარებული უჯრედების მსგავსებას ჯირკვლის წილაკებთან.
  • ატიპიური ჰიპერპლაზია ითვლება უჯრედების გარდამავალ მდგომარეობად, კიბოს ჩამოყალიბებამდე. კიბოს ჩამოყალიბებისას გვხვდება გარკვეული საფეხურები:
  • ჰიპერპლაზია. ეს პროცესი იწყება, როცა უჯრედთა ზრდა–განვითარება ირღვევა, რაც იწვევს ნორმალური უჯრედების ზედმეტ წარმოქმნას – ჰიპერპლაზიას.
  • ატიპიური ჰიპერპლაზიის დროს კი უჯრედები ერთმანეთზე ეწყობა და აქვს პათოლოგიური სტრუქტურა. ამ დროს ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა, უჯრედს აქვს კიბოს განვითარების პოტენციალი.
  • არაინვაზიური (ინ სიტუ) კიბო. პათოლოგიური უჯრედები იზრდება, მრავლდება და ხდება არაინვაზიური კიბო, რომლის დროსაც კიბოს უჯრედები ლოკალიზებულია, თავმოყრილია თავდაპირველი ზრდის რეგიონში.
  • ინვაზიური კიბო. მკურნალობის გარეშე, კიბოს უჯრედები ხდება ინვაზიური, ვრცელდება გარშემო ქსოვილებში, სისხლძარღვებსა და ლიმფურ სადინრებში.

სიმპტომები

ატიპიური ჰიპერპლაზია არ იწვევს სპეციფიკურ სიმპტომებს.

როდის მივმართოთ ექიმს

  • დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან თუ გაქვთ რაიმე ნიშანი, რაც დაგაფიქრებთ მკერდის ჯირკვლის ატიპიურ ჰიპერპლაზიაზე.
  • ატიპიური ჰიპერპლაზია ძირითადად უსიმპტომოა, მაგრამ შეიძლება ცვლილება გამოჩნდეს მამოგრამაზე. მამოგრამის გამო ხშირად ატარებენ ჯირკვლის ბიოფსიას, რითაც დასტურდება ატიპიური ჰიპერპლაზიის დიაგნოზი. ზოგჯერ, ჰიპერპლაზიას სხვა მდგომარეობის გამო ჩატარებული ბიოფსიის დროს შემთხვევით პოულობენ.