გეოგრაფიული ენა
დაავადების აღწერა
გეოგრაფიული ენა უვნებელი მდგომარეობაა, რომელიც კავშირშია ენის ზედაპირთან. ენა ნორმაში დაფარულია პატარა, მოვარდისფრო-მოთეთრო ამობურცულობებით (პაპილები), რომლებიც სინამდვილეში არიან მოკლე, თმის-მაგვარი გამოშვერილობები. გეოგრაფიული ენის შემთხვევაში ენის ზედაპირის ზოგ ნაწილში პაპილები არ გვხვდება, რის გამოც ამ ადგილებს აქვთ გლუვი, მცირედ წარზიდული საზღვრებიანი წითელი “კუნძულების“ შესახედაობა.
ეს ადგილები ენას რუკის მსგავს, იგივე გეოგრაფიულ შესახედაობას აძლევს. ეს დაზიანებები ხშირად ერთ ადგილას გაქრება და ენის სხვა ადგილას ჩნდება. გეოგრაფიულ ენას აგრეთვე უწოდებენ კეთილთვისებიან მიგრირებად გლოსიტს.
იმის მიუხედავად, რომ გეოგრაფიული ენა შეიძლება საგანგაშოდ მოგეჩვენოთ, იგი არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს და არ არის დაკავშირი ინფექციებთან და სიმსივნესთან. გეოგრაფიულ ენას შეუძლია გამოწვიოს დისკომფორტი და გაზრდილი მგრძნობელობა რიგი საკვების მიმართ.
გამომწვევი მიზეზი
გეოგრაფიული ენის მიზეზი უცნობია და ამ მდგომარეობის თავიდან აცილება შეუძლებელია. ფიქრობენ, რომ შეიძლება კავშირი იყოს გეოგრაფიულ ენასა და ფსორიაზს (კანის ქრონიკული პათოლოგია) შორის, მაგრამ ამ კავშირის დასამტკიცებლად ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
სიმპტომები
გეოგრაფიული ენის ნიშნებს და სიმპტომებს მიეკუთვნება:
- გლუვი, წითელი, არარეგულარული ფორმის დაზიანებები ენის ზურგზე ან გვერდითა ნაწილზე.
- დაზიანების მდებარეობის, ზომის და ფორმის ხშირი ცვალებადობა
- ცხელი, ცხარე, მარილიანი ან მჟავე საკვების მიღების შემდეგ შესაძლო დისკომფორტი, ტკივილი ან წვის შეგრძნება.
ბევრ ადამიანს გეოგრაფიული ენის სიმპტომები არ უვლინდება.
გეოგრაფიული ენა შეიძლება თვეების განმავლობაში არსებობდეს. პრობლემა ხშირად თავისით გვარდება, მაგრამ იგი შეიძლება რაღაც დროის შემდეგ ისევ გაჩნდეს.
როდის მივმართოთ ექიმს
გეოგრაფიული ენა უმნიშვნელო, თუმცა ზოგჯერ არაკომფორტული მდგომარეობაა. ენის დაზიანება შეიძლება სხვა, ენის ან ზოგადად ორგანიზმის დაავადების მიმანიშნებელი იყოს. თუ ენაზე გაქვთ დაზიანებები და ისინი 7-10 დღეში თავისით არ გაქრება, ეწვიეთ ექიმს ან სტომატოლოგს.