გესტაციური დიაბეტი
დაავადების აღწერა
გესტაციური დიაბეტი ვითარდება ორსულობის (გესტაცია) დროს. ისევე როგორც დიაბეტის სხვა ტიპები, გესტაციური დიაბეტიც ზეგავლენას ახდენს უჯრედების მიერ შაქრის (გლუკოზა) მოხმარება. გესტაციურ დიაბეტს შეუძლია გამოიწვიოს სისხლში შაქრის მაღალი შემცვლელობა, რასაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ორსულობზე და ნაყოფის ჯანმრთელობაზე.
ნებისმიერი ორსულობის გართულება მოითხოვს ყურადღებას, თუმცა კარგი ამბავი გვაქვს. ფეხმძიმე დედებს შეუძლიათ გააკონტროლონ გესტაციური დიაბეტი ჯანსაღი კვებით, ვარჯიშით და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების მიღებით. სისხლში შაქრის დონის კონტროლს შეუძლია აგარიდოთ რთული მშობიარობა და თქვენც და თქვენი ნაყოფიც ჯანრთელად გამყოფოთ.
გესტაციური დიაბეტის დროს, შაქრის დონე სისხლში ჩვეულებრივ ნორმას უბრუნდება მშობიარობის შემდეგ. თუ თქვენ გქონიათ გესტაციური დიაბეტი, თქვენ ხართ მეორე ტიპის დიაბეტის რისკის ქვეშ. გააგრძელეთ ექიმთან ერთად სისხლში შაქრის დონის მონიტორინგი და მართვა.
გამომწვევი მიზეზი
მკვლევარებმა არ იციან თუ რატომ უვითარდება ზოგ ქალს გესტაციური დიაბეტი. გესტაციური დიაბეტის უკეთესად გასაგებად, მოდით გავიგოთ თუ რა ზეგავლენა აქვს ორსულობას ორგანიზმში გლუკოზის მოხმარებაზე.
თქვენი ორგანიზმი ინელებს მიღებულ საკვებს რათა წარმოქმნას შაქარი (გლუკოზა), რომელიც შედის სისხლის მიმოქცევაში. საპასუხოდ, პანკრეასი – დიდი ზომის ჯირკვალი, რომელიც კუჭის უკან მდებარეობს – წარმოქმნის ინსულინს. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც ეხმარება გლუკოზას გადავიდეს სისხლიდან უჯრედებში, სადაც იგი გამოიყენება ენერგიის წყაროდ.
ორსულობის დროს, პლაცენტა, რომელიც აკავშირებს ნაყოფს თქვენს სისხლის მიმოქცევასთან, დიდი რაოდენობით წარმოქმნის სხვა მრავალ ჰორმონს. მათი უმეტესობა ხელს უშლის ინსულინის მოქმედებას და ზრდის სისხლში შაქრის დონეს. ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონის მცირე გაზრდა ნორმას მიეკუთვნება.
ბავშვის ზრდასთან ერთად პლაცენტა უფრო მეტ ინსულინის მაბლოკირებელ ჰორმონს წარმოქმნის. გესტაციური დიაბეტის დროს, პლაცენტის ჰორმონები ზრდის სისხლში შაქარს იმ დონემდე, რომ იგი საზიანოა ბავშვის ზრდისა და ჯანმრთელობისთვის. გესტაციური დიაბეტი ზოგადად ვითარდება ფეხმძიმობის ბოლო ნახევარში – ხანდახან მე-20 კვირაში, თუმცა უფრო ხშირად მოგვიანებით.
სიმპტომები
ქალების უმრავლესობაში გესტაციური დიაბეტი არ იწვევს შესამჩნევ ნიშნებს და სიმპტომებს.
როდის მივმართოთ ექიმს
შესაძლებლობების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ადრე – დაორსულების მცდელობის გადაწყვეტისას – რათა ექიმმა შეძლოს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკის შეფასება. დაორსულების შემდეგ, გესტაციური დიაბეტის კონტროლი პრენატალური გამოკვლევების ნაწილი გახდება. თუ თქვენ განგივითარდებათ გესტაციური დიაბეტი, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ხშირი შემოწმებები, განსაკუთრებით ფეხმძიმობის ბოლო სამ თვეში, როდესაც ექიმი გააკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს და ნაყოფის ჯანმრთელობას.
ექიმმა შეიძლება აგრეთვე კონსულტაციაზე გაგიშვათ დიაბეტში სპეციალიზებულ პროფესიონალებთან, მაგალითად ენდოკრინოლოგთან, დიეტოლოგთან ან დიაბეტის განმანათლებელთან. ისინი გასწავლიან ორსულობის განმავლობაში სისხლში შაქრის დონის მართვას.
იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, რომ სისხლში შაქრის დონე ნორმას დაუბრუნდა მშობიარობის შემდეგ, ექიმები შეამოწმებენ სისხლში შაქრის დონეს მშობიარობისთანავე და ექვსი კვირის შემდეგ. გესტაციური დიაბეტის გადატანის შემთხვევაში სასურველია სისხლში შაქრის დონის მუდმივი შემოწმება.
სისხლში შაქრის დონის ტესტების სიხშირე დამოკიდებული იქნება მშობიარობისთანავე გაკეთებული ანალიზის შედეგებზე.