დიდი გულყრა

დაავადების აღწერა

დიდი გულყრა – იგივე ტონურ-კლონური გულყრა – მოიცავს გონების დაკარგვას და კუნთების მწვავე შეკუმშვებს. იგი არის გულყრის ის ტიპი, რომელიც ადამიანებს წარმოუდგენიათ გულყრაზე ზოგადად საუბრისას.

დიდ გულყრას იწვევს ტვინში პათოლოგიური ელექტრული აქტივობა. ყველაზე ხშირად დიდ გულყრას იწვევს ეპილეფსია, თუმცა ზოგ შემთხვევაში გულყრის ამ ტიპს იწვევს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა, მაგალითად ძალიან დაბალი შაქრის დონე სისხლში, მაღალი ტემპერატურა ან ინფარქტი.

ადამიანებს, რომლებსაც ჰქონიათ დიდი გულყრა, დიდი ალბათობით იგი ცხოვრებაში მეტჯერ აღარ განუვითარდებათ, თუმცა ზოგ ადამიანს სჭირდება გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების ყოველდღიური მიღება დიდი გულყრის კონტროლისთვის და ახალი ეპიზოდის თავიდან ასაცილებლად.

გამომწვევი მიზეზი

დიდი გულყრა ვითარდება, როდესაც ტვინის სრულ ზედაპირზე ელექტრული აქტივობა ხდება პათოლოგიურად სინქრონიზებული. ტვინის ნერვული უჯრედები ერთმანეთთან ურთიერთობენ უჯრედების შემაერთებელი სინაფსესების გასწვრივ ელექტრული და ქიმიური სიგნალების გაგზავნით.

ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულყრა, ტვინის ჩვეული ელექტრული აქტივობა შეცვლილია. შემთხვევათა ნახევარზე მეტში უცნობია, თუ რა იწვევს ამ ცვილელებეის განვითარებას.

დიდი გულყრა შეიძლება გამოიწვიოს სხვა ჯანრთელობის პრობლემებმა, როგორებიცაა:

ტრავმა ან ინფექცია

  • მტკივნეული თავის ტრავმები
  • ინფექციები, როგორებიცაა ენცეფალიტი ან მენინგიტი, ან ამ ინფექციების არსებობა ანამნეზში
  • ტრავმა ჟანგბადოს ნაკლებობის გამო
  • ინფარქტი



თანდაყოლილი ან განვითარების პათოლოგიები

  • ტვინის სისხლძარღვების არასწორად განვითარება
  • გენეტიკური სინდრომები
  • ტვინის სიმსივნეები



მეტაბოლური დარღვევები

  • სისხლში გლუკოზის, ნატრიუმის, კალციუმის ან მაგნეზიუმის ძალიან დაბალი დონე



მოხსნის სინდრომები

  • ნარკოტიკების, მაგალითად ალკოჰოლის გამოყენება ან მოხსნა

სიმპტომები

დიდი გულყრა მოიცავს ორ სტადიას:

  • ტონური ფაზა. ვითარდება გონების დაკარგვა. კუნთები უეცრად იკუმშება რაც იწვევს ადამიანის დავარდნას. ეს ფაზა გრძელდება 10-დან 20 წამამდე.
  • კლონური ფაზა. კუნთები იწყებენ რითმულად შეკუმშვას, მონაცვლეობით იძაბებიან და დუნდებიან. კონვულსიები ჩვეულებრივ 2 წუთზე ნაკლები გრძელდება.



შემდეგ ნიშნები და სიმპტომები გვხვდება ბევრ მაგრამ არა ყველა ადამიანში:

  • აურა. ზოგი ადამიანი გრძნობს გამაფრთხილებელ გრძნობას (აურა) დიდ გულყრამდე. იგი განსხვავებულია ყველა ადამიანში, თუმცა შეიძლება მოიცავდეს უმიზეზო შიშს, უცნაურ სუნს ან მგრძნობელობის დაკარგვის შეგრძნებას.
  • შეკივლება. ზოგმა ადამიანმა შეიძლება შეიკივლოს დიდი გულყრის დაწყების მომენტში. ეს გამოწვეულია ხმოვანი იოგების გარშემო არსებული კუნთების შეკუმშვით.
  • შარდვასა და კუჭში გასვლაზე კონტროლის დაკარგვა. ეს შეიძლება მოხდეს გულყრის დროს ან მის შემდეგ.
  • დამუხრუჭება კონვულსიების შემდეგ. გონების დაკარგვა შეიძლება კონვულსიის დამთავრებიდან რამდენიმე წუთი გახანგრძლივდეს.
  • დაბნეულობა. დიდ გულყრას მოსდევს დიზორიენტაციის ეპიზოდი. ამას ეწოდება პოსტიქტალური მდგომარეობა.
  • დაღლილობა. ძილიანობა დამახასიათებელია დიდი გულყრის შემდეგ.
  • მწვავე თავის ტკივილი. თავის ტკივილი ხშირი მაგრამ არა უნივერსალური სიმპტომია დიდი გულყრის შემდეგ.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ დაინახავთ ადამიანს, რომელსაც აქვს დიდი გულყრა:

  • დარეკეთ სასწრაფოში
  • ფრთხილად გადააბრუნეთ გვერდზე ადამიანი და ამოუდეთ რბილი თავის ქვეშ.
  • შეუხსენით მოჭერილი ტანსაცმელი კისერთან.
  • არ ჩაუდოთ არაფერი პირში – ენა ვერ გადაყლაპავს და პირში მოთავსებულ საგანს შეიძლება უკბინოს ან გადასცდეს.
  • არ სცადოთ ადამიანის გაკავება.
  • მოძებნეთ სამედიცინო შეტყობინების ბრასლეტი, რომელზეც შეიძლება მითითებული იყოს ახლობლის საკონტაქტო დეტალები და სხვა ინფორმაცია.
  • დაინიშნეთ გულყრის ხანგრძლივობა.



სასწრაფო დახმარებას მოითხოვს დიდი გულყრა, რომელიც 5 წუთზე მეტხანს გრძელდება ან თუ მას პაუზის გარეშე მოყვება მეორე გულყრა. აგრეთვე გადაუდებელი შემთხვევაა თუ ადამიანი არის ფეხმძიმე, ტრავმირებული ან დიაბეტით დაავადებული. ეცადეთ მოიძიოთ სამედიცინო დახმარება რაც შეიძლება მალე.

აგრეთვე მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თქვენთვის ან თქვენი ბავშვისთვის:

  • როდესაც გულყრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება უმიზეზოდ
  • როდესაც გულყრის ახალი ნიშნები ან სიმპტომები გაჩნდება.ა