გლუვი ტოტის მოტეხილობა
დაავადების აღწერა
გლუვი ტოტის მოტეხილობა გვხვდება, როდესაც ძვალი ნაწილებად კი არ ტყდება, არამედ იღუნება და იბზარება. მოტეხილი ძვლის ეს ტიპი ხშირად გვხვდება ბავშვებში რადგან მათი ძვლები მოზრდილთა ძვლებთან შედარებით უფრო რბილი და მოქნილია.
ზოგ შემთხვევაში, გლუვი ტოტის მოტეხილობის დიაგნოზის დასმა რთულდება რადგან შეიძლება არ ვლინდებოდეს ტკივილი და შესიება და ბავშვი შეიძლება უპრობლემად ხმარობდეს კიდურს. მსუბუქი გლუვი ტოტის მოტეხილობები ხშირად ერევათ დაჭიმულობაში.
მსუბუქი გლუვი ტოტის მოტეხილობებსაც კი უკეთებენ თაბაშირით იმობილიზაციას. გარდა იმისა, რომ თაბაშირი ხელს შეუწყობს ძვლის გაბზარული ნაწილების ახლოს ყოფნას შესახორცებლად, იგი აგრეთვე დაიცავს ძვალს სრული გატყდომისგან განმეორებითი დაზიანების შემთხვევაში.
გამომწვევი მიზეზი
ბავშვობის ასაკში მოტეხილობების ძირითადი მიზეზი დავარდნაა. ხელის მოტეხილობა უფრო ხშირია ვიდრე ფეხის, რამეთუ ჩვეულებრივ დავარდნის დაწყებისას ბავშვი ხელებს იშვერს.
სიმპტომები
ტიპური ძვლის მოტეხილობისთვის დამახასიათებელი მწვავე ტკივილი, შესიება და თვალშისაცემი დეფორმაცია შეიძლება მინიმალურად ან საერთოდ არ შეგვხვდეს გლუვი ტოტის მოტეხილობების დროს. სხვა შემთხვევებში შეიძლება მარტივად დავსვათ გლუვი ტოტის მოტეხილობის დიაგნოზი კიდურის დეფორმაციის და შესამჩნევი შესიების ხარჯზე.
როდის მივმართოთ ექიმს
შეეხმიანეთ ექიმს, თუ თქვენს შვილს აქვს ხანგრძლივი ტკივილი დაზიანებულ კიდურში. სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ ბავშვი ვერ დგება დაზიანებულ ფეხზე ან თუ არის შესამჩნევი ტკივილი, დეფორმაცია ან შესიება.