ზრდის ფირფიტის მოტეხილობა
დაავადების აღწერა
ზრდის ფირფიტის მოტეხილობის დროს ზიანდება ბავშვების გრძელი ძვლების ბოლოში არსებული მზარდი ქსოვილი. ზრდის ფირფიტები ჩონჩხის ყველაზე რბილი და სუსტი ნაწილია. ისინი ხანდახან გარშემო არსებულ იოგებსა და მყესებზე სუსტებიც კია. იგი ტრავმამ, რომელიც ზრდასრულში სახსრის დაჭიმვას გამოიწვევს, ბავშვებში შეიძლება ზრდის ფირფიტის მოტეხილობა გამოიწვიოს.
ზრდის ფირფიტის მოტეხილობებს სასწრაფო მკურნალობა სჭირდება რადგან ისინი განაპირობებენ ძვლის ზრდას. არასწორად ნამკურნალებ ზრდის ფირფიტის მოტეხილობას შეუძლია გამოიწვიოს მოტეხილი ძვლის განვითარება, რომელიც მეორე ფეხის ძვალთან შედარებით უფრო მოხრილი ან მოკლე იქნება. სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ზრდის ფირფიტის მოტეხილობა მორჩება გართულებების გარეშე.
გამომწვევი მიზეზი
ზრდის ფირფიტის მოტეხილობას ხშირად იწვევს კიდურზე დაცემა ან მისი ტრავმა. ასეთი სიტუაციებია:
- ავტოავარია
- სპორტი, მაგალითად ფეხბურთი, კალათბურთი, სირბილი, ცეკვა და გიმნასტიკა
- გასართობი აქტივობები, მაგალითად ველოსიპედზე ჯდომა, ციგურაობა, თხილამურებზე და სკეიტბორდზე სრიალი.
ზრდის ფირფიტის მოტეხილობა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სპორტული ვარჯიშის და განმეორებითი სროლის დროს განვითარებულა გადატვირთვამ.
სიმპტომები
ზრდის ფირფიტის მოტეხილობების უმეტესობა ვითარდება თითების, წინამხრის და ფეხის ქვემო ნაწილის ძვლებში. ძვლის ფირფიტის მოტეხილობის ნიშნები და სიმპტომებია:
- ტკივილი და მგრძნობელობის მომატება, განსაკუთრებით ზრდის ფირფიტაზე ზეწოლის საპასუხოდ
- დაზიანებული არის გამოძრავების და კიდურზე წონისა და ზეწოლის დადების შეუძლებლობა
- სიმხურვალე და შესიება ძვლის ბოლოში, სახსართან
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ეჭვი გაქვთ მოტეხილობაზე, გაასინჯინეთ თქვენ შვილი ექიმს. აგრეთვე მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ რაიმე დეფორმაციას ბავშვის ხელებსა და ფეხებზე და აგრეთვე თუ ბავშვს ხანგრძლივი ტკივილის გამო უჭირს სპორტის თამაში.
ზრდის ფირფიტის მოტეხილობა შეიძლება დაჭიმვაში აგვერიოს, თუმცა მოტეხილობის დროს ძირითადად უფრო ხანგრძლივადაა გამოხატული შესიება და ტკივილი.