ჰელიკობაქტერ პილორის ინფექცია

დაავადების აღწერა

ჰელიკობაქტერ პილორის ინფექცია ვითარდება, როდესაც კუჭი ინფიცირდება ბაქტერიით, რომელსაც ჰელიკობაქტერ პილორი (ჰ.პილორი) ჰქვია. ეს ძირითადად ბავშვობაში ხდება. ჰ.პილორი კუჭის წყლულის ხშირი გამომწვევია. ჰ.პილორი ინფექცია შეიძლება მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტში შეგვხვდეს.

ადამიანების უმეტესობა ვერ ხვდება რომ ჰ.პილორი ინფექცია აქვს რადგან მათ ავადმყოფობის ნიშნები არ უვლინდებათ. თუ თქვენ გაგიჩნდებათ კუჭის წყლულის ნიშნები ან სიმპტომები, თქვენი ექიმი შეგამოწმებთ ჰ.პილორის ინფექციაზე რადგან მისი მკურნალობა ანტიბიოტიკებით შეიძლება.

გამომწვევი მიზეზი

თუ ზუსტად რა გზით აინფიცირებს ადამიანს ჰ.პილორი დღემდე გაურკვეველია. ჰ.პილორი შეიძლება გადაეცეს ერთი ადამიანიდან მეორეს ნერწყვთან, პირნაღებ მასასთან ან განავალთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად. ჰ.პილორი აგრეთვე შეიძლება გავრცელდეს დაფინძურებული საკვებითა და წყლით.

სიმპტომები

ჰ.პილორით დაინფიცირებულ ადამიანთა უმეტესობას არასდროს გამოუვლინდება ნიშნები და სიმპტომები. გაურკვეველია რატომ, მაგრამ ზოგი ადამიანი იბადება ჰ.პილორის უარყოფითი ეფექტებისადმი გაძლიერებული რეზისტენტობის უნარით.

სიმპტომების და ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ისინია:

  • ტკივილი ან წვის შეგრძნება მუცელში
  • მუცლის ტკივილი, რომელიც უარესდება ცარიელი კუჭის შემთხვევაში
  • გულისრევა
  • მადის დაკარგვა
  • ხშირი ბოყინი
  • შებერილობა
  • უმიზეზოდ წონაში კლება



როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ შეამჩნევთ ნებისმიერ ხანგრძლივ ნიშანს ან სიმპტომებს, რომელიც გაწუხებთ. დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ აღგენიშნებათ:

  • მწვავე ან ხანგრძლივი მუცლის ტკივილი
  • ყლაპვის გაძნელება
  • სისხლიანი ან შავი, კუპრისფერი განავალი
  • სისხლიანი ან შავი პირნაღები მასა ან პირნაღები მასა, რომელიც ყავის ნალექს ჰგავს