ზურგის ტკივილი
დაავადების აღწერა
ზურგის ტკივილის დადებითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ ადეკვატური ზომების მიღების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ეს მდგომარეობა ან შევამციროთ ზურგის ტკივილის ეპიზოდები. თუ პრევენციულმა ზომების მიღებამ არ გაამართლა, სახლის პირობებში მარტივად მკურნალობამ შესაძლოა მოგიხსნათ ტკივილი რამოდენიმე კვირის შემდგომ და გაგიუმჯობესოთ მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში. ზურგის ტკივილის სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევა იშვიათია.
გამომწვევი მიზეზი
ზურგის ტკივილის მიზეზი ხშირად არასპეციფიურია, ამიტომაც მისი დადგენა ხშირად ტესტის ან რადიოლოგიური კვლევის შედეგად ხდება. ზურგის ტკივილთან დაკავშირებული მდგომარეობები:
- კუნთის ან იოგის დაჭიმვა. სიმძიმეების განმეორებითი აწევა ან სწრაფი, უცნაური მოძრაობა შეიძლება გახდეს ზურგის კუნთების და იოგების დაჭიმვის მიზეზი. თუ თვქვენი ფიზიკური მდგომარეობა სუსტია, ზურგის მუდმივა დაჭიმულობამ შესაძლოა გამოიწვიოს კუნთის მტკივნეული სპაზმები.
- გამოზნექილი ან სეკვესტრირებული დისკი. დისკები ზურგში ხერხემლის მალებს შორის მდებარეობენ და მათ ამორტიზატორის ფუნქცია აქვთ. ზოგჯერ, დისკის შიგნით არსებული რბილი მატერია შეიძლება გამოიზნიქოს ან დაიშალოს და დააწვეს ნერვს. ამოზნექილი ან სეკვესტრირებული დისკის ნახვა რენტგენზე ავტომატიურად ზურგის ტკივილზე არ მიუთითებს. დისკის დაავადება ხშირად შემთხვევით არის აღმოჩენილი; არსებობს ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებსაც არ აქვთ ზურგის ტკივილი, თუმცა რენტგენზე სხვა მიზეზით გადაღბული სურათის შედეგად ხშირად ჩანს გამოზნექილი ან სეკვესტრირებული დისკი.
- ართრიტი. ოსტეოართრიტმა შესაძლოა დააზიანოს ზურგის ქვედა ნაწილი. ზოგიერთ შემთხვევაში, ხერხემალში არსებული ართრიტი იწვევს ზურგის ტვინის გარშემო არსებული სივრცის შევიწროებას, ამ მდგოამრეობას სპინალური სტენოზი ეწოდება.
- პათოლოგიური ძვლოვანი აგებულებები. ზურგის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს ხერხემლის არასწორი მრუდის არსებობით. სქოლიოზმა, რომლის დროსაც ხერხემალი გადაღუნულია რომელიმე გვერდზე, შესაძლოა გამოიწვიოს ზურგის ტკივილი, თუმცა ტკივილს სქოლიოზი მხოლოდ მძიმე ფორმებში იწვევს.
- ოსტეოპოროზი. კომპრესიულ მოტეხილობებს ხერხემლის მალებში აგრეთვე იწვევს ძვლების სისუსტე და სიმყიფე.
სიმპტომები
ზურგის ტკივილის სიმპტომები:
- კუნთის ტკივილი
- გამჭოლი, მწვავე ტკივილი
- ტკივილი, რომელიც გადადის ფეხზე
- ზურგის დაქვეითებული მოქნილობა ან შეზღუდული მოძრაობა
- გამართულად ფეხზე დგომის შეზღუდვა
- როდის მივმართოთ ექიმს
- სახლის პირობებში მკურნალობის შედეგად ზურგის ტკივილის უმრავლეს შემთხვევაში მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილის სრულად მოხსნას შესაძლოა რამოდენიმე კვირა დასჭირდეს, პაციენტი გაუმჯობესებას სახლის პირობებში მკურნალობის დაწყებიდან პირველ 72 საათშიც უნდა ამჩნევდეს. თუ ვერ გრძნობთ უკეთესობას, მიმართეთ ექიმს.
- იშვიათ შემთხვევაში, ზურგის ტკივილი შესაძლოა სერიოზულ სამედიცინო პრობლემაზე მიუთითებდეს. მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ თქვენი ზურგის ტკივილი:
- იწვევს ნაწლავების და შარდის ბუშტის პრობლემებს
- დაკავშირებულია მუცლის ტკივილთან, ფეთქვასთან (პულსაცია), ან სიცხესთან
- დაიწყო სიმაღლიდან დაცემის ან რაიმე სხვა ტრავმული დაზიანების შედეგად
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ზურგის ტკივილი:
- არის მუდმივიდა ინტენსიური, განსაკუთრებით კი ღამე დაწოლისას
- ვრცელდება ერთ ან ორივე ფეხზე, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც ტკივილი მუხლის ქვემოთ ვრცელდება
- იწვევს სისუსტეს, გაშეშებას ან ჩხვლეტის შეგრძნებას ერთ ან ორივე ფეხში
- თან ახლავს უმიზეზო კლება წონაში
- თან ახლავს ზურგის შესიება და სიწითლე
- აგრეთვე მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ 50 წლის შემდეგ პირველად აღინიშნება ზურგის ტკივილი. მოითხოვეთ დახმარება იმ შემთხვევაშიც თუ თვქვენ მანამდე გქონიათ რაიმე ტიპის სიმსივნე, ოსტეოპოროზი, გამოგიყენებიათ სტეროიდები, მოგიხმარიათ ნარკოტიკები ან ალკოჰოლი.