შეშუპებული უპეები

დაავადების აღწერა

შეშუპებული უპეები – მსუბუქი შესიება თვალების ქვეშ – ხშირია ასაკის მატებასთან ერთად. დროთა განმავლობაში თვალის გარშემო არსებული ქსოვილები, მათ შორის ქუთუთოებში არსებული კუნთები შეიძლება დასუსტდეს. ნორმალური ცხიმოვანი ქსოვილი რომელიც ამყარებს თვალებს შეიძლება ჩამოვიდეს ქვედა ქუთუთოების არეში და ქუთუთოებს შესიებულის გარეგნობას აძლევს. თვალების ქვეშ აგრეთვე შეიძლება ჩადგეს სითხე და უფრო გააძლიეროს შეშუპება

შეშუპებული უპეები ძირითადად კოსმეტიკური პრობლემა უფროა, ვიდრე სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობა. სახლის პირობებში მკურნალობამ, მაგალითად უპეებზე ცივი საფენების დადებამ შესაძლოა გააუმჯობესოს შეშუპების გარეგნობა. უპეების შემაწუხებელი და მუდმივი შესიებისთვის არსებობს კოსმეტიკური მკურნალობა

გამომწვევი მიზეზი

ასაკის მატებასთან ერთად, ქუთუთოების დამჭერი კუნთები და ქსოვილები სუსტდება. კანმა შესაძოა დაიწყოს მოდუნება, ხოლო თვალის გარშემო არსებული ნორმალური ცხიმი შეიძლება ჩამოვიდეს თვალების ქვემოთ. აგრეთვე თვალების ქვემოთ არსებულ სივრცეში შესაძლოა დაგროვდეს სითხე და გამოიწვიოს შესიება. ამ მდგომარეობას რამოდენიმე ფაქტორი იწვევს:

  • სითხის შეკავება ამინდის ცვალებადობის გამო(მაგალითად, თბილი ნესტიანი დღეები), ჰორმონების შემცველობის შეცვლა სისხლში ან მარილიანი საკვების მიღება.
  • ძილის არასაკმარისი რაოდენობა
  • ალერგიები ან დერმატიტი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც შესიებას თან ახლავს სიწითლე და ქავილი
  • მემკვიდრეობითობა – უპეების შეშუპება შეიძლება იყოს თანდაყოლილი.

სიმპტომები

შეშუპებული თვალების სიმპტომები:

  • მსუბუქი შესიება
  • მოდუნებული და მოშვებული კანი
  • მუქი ფერის წრეები



როდის მივმართოთ ექიმს
თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ უპეების შესახედაობა, თუმცა ეს მდოგმარეობა ძირითადად უვნებელია და არ საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. მიმართეთ ექიმს, თუ შესიება:

  • არის ძლიერი და მუდმივი
  • თან ახლავს სიწითლე ტკივილი ან ქავილი
  • აგრეთვე გვხვდება სხეულის სხვა ნაწილებში, მაგალითად ფეხებზე
  • ექიმი შეეცდება გამორიცხოს შესიების შესაძლო მიზეზები, როგორიცაა თიროიდის დაავადება, ინფექცია ან ალერგია.