ბაზალური უჯრედების კარცინომა

დაავადების აღწერა

ბაზალური უჯრედების კარცინომა კანის კიბოს ვარიანტია. იგი იწყება კანის ბაზალურ უჯრედებში, რომლებიც ნორმაში წარმოქმნიან კანის ახალ უჯრედებს, ძველები კი კვდებიან და იქერცლებიან.

ბაზალური უჯრედების კარცინომა ხშირად ამობურცული ფორმისაა, თუმცა შესაძლოა სხვა ფორმებიც მიიღოს. კიბო ვითარდება ისეთ ადგილებზე, სადაც მზის ზეგავლენა დიდია, როგორიცაა სახე და კისერი.

ბაზალური კარცინომების უმრავლესობა მზის ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზეგავლენითაა გამოწვეული. მზისგან თავის არიდება და დამცავი კრემის გამოყენება იცავს ადამიანს ამ დაავადებისაგან.

გამომწვევი მიზეზი

ბაზალური უჯრედების კარცინომა ვითარდება, როცა უჯრედი განიცდის მუტაციას დნმ მოლეკულაში. ბაზალური უჯრედები მდებარეობენ ეპიდერმისის შიდა შრეში. ეპიდერმისი კანის ყველაზე გარეთა საფარველია. ბაზალური უჯრედები წარმოქმნიან კანის ახალ უჯრედებს. როცა ახალი უჯრედი წარმოიქმნება, იგი აწვება ძველს, რის გამოც ძველი უჯრედები კვდებიან და აიქერცლებიან.

ახალი უჯრედების სინთეზს ბაზალური უჯრედების დნმ აკონტროლებს. მუტაცია განაპირობებს მათ სწრაფ ზრდასა და გამრავლებას. უჯრედები გროვდება და ყალიბდება სიმსივნური წარმონაქმნი.

ულტრაიისფერი დასხივება და სხვა მიზეზები

  • დნმ–ის მოლეკულის დაზიანება ბაზალურ უჯრედებში მზის სხივების ულტრაიისფერი რადიაციის გამო ხდება, როგორც ბუნებრივად, მზეზე, ასევე სოლარიუმებში. ეს მექანიზმი ვერ ახსნის, რატომ ვითარდება ზოგჯერ კიბო მზისგან დაფარულ ადგილებშიც. კიბოს განვითარების სხვა სავარაუდო ფაქტორებია ტოქსიური ნივთიერებები ან სხვა დაავადება, რომელიც თქვენს იმუნურ სისტემას აქვეითებს.

სიმპტომები

ბაზალური უჯრედების კარცინომა ძირითადად მზის ზეგავლენის ადგილებში ჩნდება როგორიცაა თავი და კისერი. უფრო იშვიათია ტანისა და ფეხების ჩართულობა. შესაძლებელია ბაზალური კარცინომა განვითარდეს სხეულის იმ ნაწილებზეც, სადაც მზის ზეგავლენა მინიმალურია.

კანის კიბოს ზოგადი ნიშანი წყლულია, რომელიც არ რჩება ან ახასიათებს ხშირი სისხლდენა და ფუფხი. ბაზალური უჯრედები შესაძლოა სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს:

  • ღია თეთრი ან სანთლისფერი ამობურცულობა, ხშირად სისხლძარღვოვანი, სახეზე, ყურებზე ან კისერზე. შესაძლოა თან ახლდეს სისხლდენა და გაიკეთოს ქერქი. მუქკანიან ადამიანებში, კიბო ყავისფერი ან შავიც შეიძლება იყოს.
  • ბრტყელი, აქერცლილი, ყავისფერი ან ხორცისფერი ლაქა ზურგზე ან გულმკერდზე. დროთა განმავლობაში, ეს ლაქები ზომაში იზრდება.
  • იშვიათად, თეთრი ან სანთლისფერი ნაწიბური. ასეთი კიბო იშვიათია და შეიძლება გამოგვრჩეს, მაგრამ იგი მიანიშნებს კიბოს მძიმე ინვაზიურ ფორმაზე.



როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან თუ გაქვთ სიმპტომები ან ნიშნები, რომლებიც გაწუხებთ.