ჰაშიმოტოს დაავადება

დაავადების აღწერა

ჰაშიმოტოს დაავადების დროს თქვენი იმუნური სისტემა უტევს ფარისებრ ჯირკვალს, რომელიც მდებარეობს ყელის არეში ადამის ჯირკვლის ქვეშ. ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ნაწილია და წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმის ბევრ ფუნქციას.

ჰაშიმოტოს დაავადებას აგრეთვე ეძახიან ქრონიკულ ლიმფოციტურ თიროიდიტს. ამ დროს განვითარებული ანთება ხშირად იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას (ჰიპოთიროიდიზმი). ჰაშიმოტოს დაავადება ჰიპოთიროიდიზმის წამყვანი მიზეზია ა.შ.შ-ში. იგი ძირითადად ვლინდება საშუალო ხნის ქალებში, თუმცა იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანში.

ჰაშიმოტოს დაავადების დასადგენად ექიმები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას იკვლევენ. ჰაშიმოტოს დაავადების მკურნალობა ხდება თიროიდული ჰორმონის ჩანაცვლებით, რაც საკმაოდ მარტივი და ეფექტურია.

გამომწვევი მიზეზი

ჰაშიმოტოს დაავადება არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც თქვენი იმუნური სისტემა წარმოქნის ანტისხეულებს, რომლებიც აზიანებენ ფარისებრ ჯირკვალში. ექიმებმა არ იციან თუ რა გამომწვევი მიზეზის გამო უტევს იმუნური სისტემა ფარისებრ ჯირკვალს. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესის ამოქმედებაში ბაქტერია ან ვირუსი მონაწილეობს, მეორე ნაწილი კი მას გენეტიკურ დარღვევას აბრალებს.

ფაქტორების კომბინაცია – მათ შორის წინასწარგანწყობა, სქესი და ასაკი – გავლენას ახდენს დაავადების განვითარების ალბათოვაზე.

სიმპტომები

თქვენ შეიძლება თავიდან ვერ შეამჩნიოთ ჰაშიმოტოს დაავადების სიმპტომები, ან შეიძლება შეამჩნიოთ შესიება ყელის წინა ნაწილში (ჩიყვი). ჰაშიმოტოს დაავადება ჩვეულებრივ პროგრესირებს წლების განმავლობაში და იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკულ დაზიანებას, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დაქვეითებას. ამ დროს გვხვდება ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვლისთვის (ჰიპოთიროიდიზმი) დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები.

ჰიპოთიროიდიზმის ნიშნებს და სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • დაღლილობა და ზოზინი
  • სიცივისადმი გაზრდილი მგრძნობელობა
  • ყაბზობა
  • ფერმკრთალი, მშრალი კანი
  • შეშუპებული სახე
  • ჩახლეჩილი ხმა
  • უმიზეზი წონაში მატება – ვითარდება იშვიათად და იშვიათად აჭარბებს 10-20 ფუნტს, უმეტესი ნაწილი სითხეა
  • კუნთების, განსაკუთრებით მხრის და თეძოს კუნთების ტკივილი, მგრძნობელობა და სიხისტე
  • ტკივილი და სიხისტის შეგრძნება სახსრებში და შესიება მუხლებში ან ხელების და ფეხების პატარა სახსრებში
  • კუნთების სისუსტე, განსაკუთრებით ქვედა კიდურებზე
  • ჭარბი ან გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენა (მენორაგია)
  • დეპრესია



როდის მივმართოთ ექიმს

მიაკითხეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ შემდეგი ნიშნები ან სიმპტომები:

  • უმიზეზო დაღლილობა
  • კანის სიმშრალე
  • ფერმკრთალი, შეშუპებული სახე
  • ფაღარათი
  • ჩახლეჩილი ხმა



თქვენ აგრეთვე დაგჭირდებათ ფარისებრი ჯირკვლის პერიოდული გამოკვლევა, თუ:

  • თქვენ ჩაგიტარდათ ოპერაცია ფარისებრ ჯირკვალზე
  • თქვენ ჩაგიტარდათ მკურნალობა რადიოაქტიური იოდით ან ანტითიროიდული მედიკამენტებით
  • თქვენ ჩაგიტარდათ რადიაციული თერაპია თავზე, კისერზე ან გულმკერდის ზემო ნაწილზე



თუ თქვენ გაქვთ სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში, ჰკითხეთ ექიმს შეიძლება თუ არა მისი მიზეზი ჰიპოთიროიდიზმი იყოს.

თუ გიტარდებათ ჰაშიმოტოს დაავადებით გამოწვეული ჰიპოთიროიდიზმის საწინააღმდეგო ჰორმონული თერაპია, დაგეგმეთ შემოწმებაზე მისვლა იმდენჯერ, რამდენჯერაც ექიმი გირჩევთ. დასაწყისში აუცილებელია შემოწმდეს, რომ წამლის სწორ დოზას იღებთ. დროთა განმავლობაში, დოზა შეიძლება შესაცვლელი გახდეს.