ძირმაგარა და კარბუნკულა

დაავადების აღწერა

ძირმაგარები და კარბუნკულეი მტკივნეული, ჩირქით სავსე ამობურცულობებია რომელიც ყალიბდება კანის ქვეშ თმის ფოლიკულების ბაქტერიული ინფექციის შედეგად.

ძირმაგარა (ფურუნკულა) ყალიბდება წითელ, შეხებაზე მტკივნეულ ამობურცულობად. ამობურცულობა სწრაფად ივსება ჩირქით, იზრდება ზომაში და სულ უფრო მტკივნეული ხდება იქამდე სანამ გასკდება და სითხე გადმობა. კარბუნკულა ძირმაგარების გროვაა, რომელიც კანქვეშ ერთმანეთთან ახლომდებარე ინფექციების შეკავშირების შედეგად წარმოჩინდება.

ძირმაგარის მკურნალობა სახლის პირობებში შესაძლებელია, თუმცა არასდროს უჩხვლიტოთ და მოუჭიროთ ხელი მას სითხის გადმოსადენად, რადგან ამ პროცესმა შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს. მიმართეთ ექიმს, თუ კარბუნკულა ძალიან მტკივნეულია, გრძელდება ორ კვირაზე მეტია და თან ახლავს ტკივილი.

გამომწვევი მიზეზი

ძირმაგარების უმრავლესობა გამოწვეულია სტაფილოკოკუს აურეუსით, ბაქტერიით, რომელიც ხშირად გვხვდება კანსა და ცხვირის ღრუში. ძირმაგარები ხანდახან ყალიბდება კანის ტრავმული დაზიანების ან მწერის ნაკბენის ადგილას, სადაც ბაქტერიას ორგანიზმში ადვილად შეღწევა შეუძლია.

სიმპტომები

ძირმაგარა
ძირმაგარა სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუმცა იგი ძირითადად სახეზე, კისერზე, იღლიებში, დუნდულებსა და თეძოებზე გვხვდება. ეს ადგილები გამოირჩევა თმიანობით, ჭარბი ოფლიანობითა და ხახუნით. ძირმაგარის სიმპტომები:

  • მტკივნეული, წითელი ამობურცულობა, რომლის ზომაც თავდაპირველად ბარდის სიდიდისაა.
  • წითელი შეშუპებული კანი ამობურცულობის გარშემო.
  • ამობურცულობის ზომაში ზრდა რამოდენიმე დღის განმავლობაში ჩირქის ჩადგომის პარალელურად (ზოგჯერ მათი ზომა ბეისბოლის ბურთის სიდიდისაც კი შეიძლება იყოს)
  • მოყვითალო მოთეთრო წვეროს ჩამოყალიბება, რომელიც ხშირად სკდება და მისგან ჩირქი გადმოედინება.



კარბუნკულები

  • კარბუნკულა ძირმაგარების გროვაა, რომელც ყალიბდება კანქვეშ ახლომდებარე ინფექციის დაკავშირების შედეგად. კარბუნკულები ხშირია კისრის უკანა ნაწილში, მხრებზე და თეძოებზე. ძირმაგარასთან შედარებით, კარბუნკულა იწვევს უფრო ღრმა და მძიმე ინფექციას, რაც ზრდის ნაწიბურის დატოვების შანსს. კარბუნკულას ხშირად თან ახლავს სიცხე ან ციება.



როდის მივმართოთ ექიმს
განცალკევებული, ერთი ძირმაგარის მკურნალობა სახლის პირობებში შესაძლებელია. თუმცა აუცილებელია მივმართოთ ექიმს, თუ აღინიშნება ერთზე მეტი ძირმაგარა ან ძირმაგარა:

  • წარმოდგენილია სახის არეში
  • უარესდება სწრაფად და არის ძალიან მტკივნეული
  • თან ახლავს სიცხე
  • არის 5 სანტიმეტრზე მეტი სიგანის
  • 2 კვირის განმავლობაში არ მოშუშდა
  • ახასიათებს ხელახალი აღმოცენება