მზის დარტყმა

დაავადების აღწერა

მზის დარტყმა არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია თქვენი ორგანიზმის გადახურებით. ეს ძირითადად ხდება მაღალ ტემპერატურაზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნის ან ფიზიკურად დატვირთვის შედეგად. ეს არის სითბური დაზიანებების ყველაზე სერიოზული ფორმა. მზის დარტყმა შეიძლება განვითარდეს თუ ორგანიზმის ტემპერატურა 40 გრადუსამდე ავა.

მზის დარტყმა სასწრაფო დახმარებას მოითხოვს. მკურნალობის გარეშე დატოვებულ მზის დარტყმას სწრაფად შეუძლია დააზიანოს თქვენი ტვინი, გული, თირკმელები და კუნთები. რაც უფრო დიდხანს გაჭიანურდება მკურნალობა, მით უფრო იზრდება ზიანი და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის ან სიკვდილის განვითარების ალბათობა.

გამომწვევი მიზეზი

მზის დარტყმა შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • ცხელ გარემოსთან კონტაქტი. მზის დარტყმის ამ ფორმას ეწოდება არაძალისმიერი ანუ კლასიკური მზის დარტყმა, რომელიც ვითარდება ცხელ გარემოში ყოფნისას ორგანიზმის ტემპერატურის აწევის შედეგად. მზის დარტყმის ეს ტიპი ვითარდება ცხელ, ნესტიან ამინდში 2-3 დღის განმავლობაში ხანგრძლივი დროის გატარების შემდეგ. იგი ყველაზე ხშირად ვითარდება ხანდაზმულებში და ქრონიკული დაავადებების მქონე ადმაიანებში.
  • ძლიერი აქტივობა. ფიზიკურ ძალისხმევასთან დაკავშირებული მზის დარტყმა გამოწვეულია ორგანიზმის ტემპერატურის გაზრდით ცხელ ამინდში ძლიერი ვარჯიშის შედეგად. ნებისმიერ ცხელ ამინდში მოვარჯიშე ადამიანს შეიძლება განუვითარდეს მზის დარტყმა, თუმცა იგი უფრო ხშირად გვხვდება ცხელ ამინდს შეუჩვეველ ადამიანებში.



მზის დარტყმის ნებისმიერი ტიპი შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა მდგომარეობებმა:

  • ზედმეტი ტანსაცმლის ჩაცმა. ეს ხელს უშლის ოფლის მარტივად აორთქლებას და ორგანიზმის გაგრილებას.
  • ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლი ზეგავლენის ახდენს ორგანიზმის ტემპერატურის კონტროლის უნარზე.
  • გაუწყლოება. იგი ვითარდება ოფლიანობით დაკარგული სითხის არასაკმარისი შევსების შედეგად.

სიმპტომები

მზის დარტყმის სიმპტომებია:

  • სხეულის მაღალი ტემპერატურა. სხეულის 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა მზის დარტყმის ნიშანია.
  • შეცვლილი ცნობიერება ან ქცევა. მზის დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, აღზნებადობა, ბგერების ჩაყლაპვა, მარტივად გაღიზიანება, დელირიუმი, გულყრები და კომა.
  • ოფლიანობის ცვლილება. მაღალი ტემპერატურის გამო განვითარებული მზის დარტყმის დროს, თქვენ კანი მშრალი და ცხელი იქნება. ძლიერი ვარჯიშის დროს განვითარებული მზის დარტყმის დროს თქვენ კანი შეიძლება სველი იყოს.
  • გულისრევა და პირღებინება. შეიძლება გერეოდეთ გული ან აღებინოთ.
  • შეწითლებული კანი. თქვენი კანი ტემპერატურის ზრდასთან ერთად შეიძლება შეწითლდეს.
  • ჩქარი სუნთქვა. თქვენი სუნთქვა შეიძლება გახდეს ჩქარი და ზედაპირული.
  • აჩქარებული გულის ცემა. თქვენი პულსი შეიძლება აჩქარდეს რადგან სითბური სტრესის დროს გულს დიდი როლი აკისრია ორგანიზმის გაგრილებაში.
  • თავის ტკივილი. შეიძლება გტკიოდეთ თავი.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ გგონიათ, რომ ვინმეს აქვს მზის დარტყმა, დაუყოვნებლივ დარეკეთ სასწრაფოში.

სანამ სასწრაფოს ელოდებით, მიიღეთ შემდეგი ზომები:

  • გადაიყვანეთ ადამიანი ჩრდილში ან დახურულ შენობაში.
  • გახადეთ ზედმეტი განსაცმელი.
  • გააგრილეთ ადამიანი ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზით. მაგალითისთვის ცივ აბაზანაში ჩასმა ან ცივი შხაპის მიღებია, შლანგით წყლის მისხმა, ცივი წყლის ღრუბელით გადასმა, დანიავება და ცივი წყლის შესხმა, სველი პირსახოცის დადება თავზე, კისერზე, იღლიებში და საზარდულში.