ჰემანგიომა
დაავადების აღწერა
ჰემანგიომა არის თანდაყოლილი ნიშანი, რომელიც არის კანზე ზედმეტი სისხლძარღვებისგან შემდგარი მოძრავი, წითელი კვანძი.
ჰემანგიომა სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში იზრდება, ხოლო შემდეგ დროთა განმავლობაში ქრება. ბავშვს, რომელსაც ჩვილობის ასაკში ჰქონდა ჰემანგიომა, 10 წლის ასაკში თითქმის აღარ აღენიშნება მისი კვალი.
ჰემანგიომა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, თუმცა იგი უფრო ხშირია სახეზე, სკალპზე, მკერდზე და ზურგზე. ჰემანგიომის მკურნალობა აუცილებელი არაა თუ კვანძი ხელს არ უშლის მხედველობას და სუნთქვას.
გამომწვევი მიზეზი
ჰემანგიომა შედგებად პათოლოგიური სიმკვრივით განლაგებული სისხლძარღვებიგან. უცნობია რა იწვევს სისხლძარღვების შეწებებას, თუმცა ფიქრობენ, რომ შეიძლება გენეტიკური კომპონენტი მონაწილეობდეს.
სიმპტომები
ჰემანგიომა შეიძლება დაბადებისას არსებობდეს, თუმცა იგი უფრო ხშირად სიცოცხლის პირველ თვეებში წარმოიქმნება. იგი თავიდან ვლინდება, როგორც ბრტყელი, წითელი ლაქა სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, ხშირად სახეზე, სკალპზე, გულმკერდზე და ზურგზე. ზოგადად ბავშვს მხოლოდ ერთი ლაქა აქვს, თუმცა ზოგ ბავშვს შეიძლება ერთზე მეტი ლაქა ჰქონდეს, განსაკუთრებით თუ ისინი მრავალშვილიანი ორსულობის შედეგად დაიბადნენ.
ბავშვის სიცოცხლის პირველ წელიწადში წითელი ლაქა იზრდება და წარმოქმნის ღრუბლოვან მასას, რომელიც კანიდან ამოწეულია. ჰემანგიომა შემდეგ წყვეტს ზომაში ზრდას და ნელნელა გაქრობას იწყებს.
ჰემანგიომების ნახევარზე მეტი 5 წლის ასაკისთვის ქრება, ხოლო 10 წლისთვის თითქმის ყველა გამქრალია. მიუხედავად იმისა, რომ ლაქებიც ქრება, ზოგ შემთხვევაში წითელი ლაქის ადგილას შეიძლება დარჩეს მკრთალი ლაქა ან ზედმეტი კანის ნარჩენი.
როდის მივმართოთ ექიმს
ექიმი შეამოწმებს ჰემანგიომას რუტინული კონსულტაციების დროს. მიმართეთ ექიმს, თუ ჰემანგიომიდან დაიწყება სისხლდენა, წარმოიქმნება წყლული ან განვითარდება ინფექციის ნიშნები.