დაავადებები

დაავადების აღწერა იმპეტიგო არის ძლიერ გადამდები კანის ინფექცია, რომელიც ძირითადად ვლინდება ჩვილებში და ბავშვებში. იმპეტიგოს დროს გვხვდება წითელი წყლულები სახეზე, განსაკუთრებით ბავშვის ცხვირის და პირის გარშემო. წყლულები სკდება და წარმოქმნის თაფლისფერ ქერქებს. იმპეტიგო შეიძლება თავის ალაგდეს ორ-სამ კვირაში, მაგრამ ანტიბიოტიკები…

დაავადების აღწერა ინტრაკრანიალური ჰემატომა ვითარდება, როდესაც ტვინში ან ტვინსა და ქალას შორის არსებული სისხლძარღვები სკდება. ამის შედეგად წარმოქმნილი სისხლჩაქცევა აწვება ტვინის ქსოვილს. ინტრაკრანიალური ჰემატომა შეიძლება განვითარდეს, როდესაც ტვინის გარშემო არსებული სითხე ვერ ახერხებს ჩარტყმის ან უეცარი გაჩერების დროს მიყენებული დარტყმის…

დაავადების აღწერა ინტერსტიციული ცისტიტი, აგრეთვე ცნობილი, როგორც მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი, არის ქრონიკული პათოლოგია, რომლის დროსაც ადამიანი გრძნობს შარდის ბუშტის სიმძიმეს, შარდის ბუშტის ტკივილს და ხანდახან მენჯის ტკივილს, რომელიც მერყეობს მსუბუქი დისკომფორტიდან მწვავე ტკივილამდე. თქვენ შარდის ბუშტი არის ღრუ, კუნთოვანი…

დაავადების აღწერა იოგების, მყესების და კუნთების დაზიანებები ხშირად გვხვდება, თუმცა ისინი სხეულის სხვადასხვა ნაწილებს მოიცავენ. იოგების დაზიანების დროს ზიანდება იოგები, რომლებიც არიან მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი ძაფები და სახსრის შიგნით აკავშირებენ ორ ძვალს ერთმანეთთან. იოგები ყველაზე ხშირად კოჭში ზიანდება. დაჭიმვის დროს იჭიმება…

დაავადების აღწერა ინსულტი ვითარდება, როდესაც ტვინის ნაწილს უწყდება სისხლის მიმოქცევა, რის გამოც ტვინის ქსოვილი რჩება ჟანგბადის გარეშე. რამდენიმე წუთში ტვინის უჯრედები იწყებენ კვდომას. ინსულტი სასწრაფო დახმარებას მოითხოვს. დროული მკურნალობა აუცილებელია გადასარჩენად. ადრეულ მკურნალობას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ტვინის დაზიანება და შესაძლო…

დაავადების აღწერა ირიტი არის გუგის გარშემო არსებული ფერადი გარსის ანთება. ფერადი გარსი თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ნაწილია, ამიტომ ირიტი უვეიტების ჯგუფს მიეკუთვნება. ირიტს ხანდახან წინა უვეიტს ეძახიან. ირიტის გამომწვევი ხშირად უცნობია. ხანდახან ირიტს სისტემური დაავადება ან გენეტიკური ფაქტორი იწვევს. ირიტი სერიოზული…

დაავადების აღწერა იშემიური კოლიტი ვითარდება, როცა ნაწლავის გარკვეული ნაწილის სისხლით მომარაგება ფერხდება სისხლძარღვის შევიწროების ან დაცობის გამო. სისხლის მიწოდების შეწყვეტის გამო, ნაწლავს არ მიეწოდება ჟანგბადი. იშემიურ კოლიტს ახასიათებს ტკივილი. ამ დროს ზიანდება ნაწლავის სეგმენტი. ეს სეგმენტი ნაწლავის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება…