იოგების დაზიანება; დაჭიმვა

დაავადების აღწერა

იოგების, მყესების და კუნთების დაზიანებები ხშირად გვხვდება, თუმცა ისინი სხეულის სხვადასხვა ნაწილებს მოიცავენ.

იოგების დაზიანების დროს ზიანდება იოგები, რომლებიც არიან მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი ძაფები და სახსრის შიგნით აკავშირებენ ორ ძვალს ერთმანეთთან. იოგები ყველაზე ხშირად კოჭში ზიანდება.

დაჭიმვის დროს იჭიმება ან იხევა კუნთი ან მყესი. მყესები ერთმანეთთან აკავშირებს ძვლებს და კუნთებს. დაჭიმვა ხშირად ხდება ზურგის ქვემო ნაწილში და მუხლის უკანა ნაწილში.

იოგების დაზიანების დროსაც და დაჭიმვის დროსაც პირველადი მკურნალობა მოიცავს დასვენებას, ყინულს, კომპრესს და დაზიანებული ნაწილის ზემოთ აწევას. მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა წარმატებით შეიძლება შინაურ პირობებში. უფრო სერიოზული დაზიანებების დროს მყესების, იოგების და კუნთების შესაკეთებლად საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა.

გამომწვევი მიზეზი

იოგების დაზიანება

იოგების დაზიანების დროს სახსრის გადატვირთვის გამო ვითარდება იოგების გაჭიმვა ან გაგლეჯვა. იოგების ხშირად ზიანდება შემდეგ შემთხვევებში:

  • კოჭი- უსწორმასწორო ზედაპირზე სიარული ან ვარჯიში
  • მუსხლი- სპორტული აქტივობების დროს
  • მაჯა- დავარდნის დროს გაშლილ მაჯაზე დაცემა
  • ცერი- თხიმალურებზე სრიალის დროს ან ჩოგბურთის თამაშისას დაზიანება
  • დაჭიმვა



არსებობს ორი სახის დაჭიმვა: მწვავე და ქრონიკული. მწვავე დაწიმულობის დროს კუნთი იჭიმება (ან იგლიჯება) როდესაც იგი იშლება უჩვეულოდ შორს ან სწრაფად. მწვავე დაჭიმულობა ვითარდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ყინულზე დავარდნა
  • სირბილი, ხტომა ან სროლა
  • მძიმე საგნის აწევა ან საგნის უხერხულად აწევა



ქრონიკულ დაჭიმულობას იწვევს კუნთის გახანგრძლივებული, განმეორებითი მოძრაობა. ეს შეიძლება განვითარდეს სამსახურში ან შემდეგი სპორტული აქტივობების დროს:

  • გიმნასტიკა
  • ჩოგბურთი
  • ჯომარდობა
  • გოლფი

სიმპტომები

ნიშნები და სიმპტომები ცვალებადია და დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე.

იოგების დაზიანება

  • ტკივილი
  • შესიება
  • სისხლჩაქცევები
  • დაზიანებული სახსრის დაქვეითებული მოძრაობა
  • დაზიანების მომენტში სახსარში ტკაცუნის შეგრძნება



დაჭიმვა

  • ტკივილი
  • შეშუპება
  • კუნთების სპაზმი
  • დაზიანებული კუნთის დაქვეითებული მოძრაობა



როდის მივმართოთ ექიმს

მსუბუქი დაზიანებების მკურნალობა სახლში შეიძლება. მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ტკივილის გარეშე ვერ დგამთ 4 ნაბიჯზე მეტს
  • ვერ ამოძრავებთ დაზიანებულ სახსარს
  • მგრძნობელობა გაქვთ დაკარგული დაზიანებული არის ნებისმიერ ნაწილში