დაავადებები

დაავადების აღწერა დესმოპლასტური მცირე ზომის, მრგვალუჯრედოვანი სიმსივნეები რბილი ქსოვილების სიმსივნის ერთ–ერთი იშვიათი ტიპია, რომელიც ძირითადად მუცელში იწყება. დესმოპლასტური მცირე ზომის, მრგვალუჯრედოვანი სიმსივნეები ყველაზე ხშირად ახალგაზრდა კაცებსა და ბიჭებში გვხვდება, თუმცა ფიქსირდება ნებისმიერ ასაკში და ქალებშიც. ეს აგრესიული სიმსივნე ხშირად ქმნის…

დაავადების აღწერა დიაბეტური კომა დიაბეტის სიცოცხლისათვის საშიში გართულებაა, რომელიც ცნობიერების დაკარგვას იწვევს. თუ გაქვთ დიაბეტი, სისხლში შაქრის მკვეთრად ჭარბი ან შემცირებული კონცენტრაცია შესაძლოა გახდეს კომის მიზეზი. დიაბეტური კომის დროს ადამიანი ცოცხალია, მაგრამ არ პასუხობს გამღიზიანებლებზე, როგორიცაა სინათლე, ხმა ან სტიმულის…

დაავადების აღწერა დელირიუმი მძიმე მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანის მენტალური სტატუსი იცვლება, იგი ვერ აღიქვამს გარემოს ადეკვატურად და დაბნეულია. დელირიუმი შესაძლოა სწრაფად დადგეს, რამდენიმე საათში ან დღეში. დელირიუმი ხშირად სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული, როგორიცაა მძიმე ან ქრონიკული კლინიკური დაავადება, მედიკამენტები, ინფექცია, ქირურგიული…

დაავადების აღწერა დიაბეტური ჰიპეროსმოლარული სინდრომი მძიმე მდგომარეობაა, რომელსაც სისხლში შაქრის მკვეთრად მაღალი დონე იწვევს. სინდრომი უმეტესად მეორე ტიპის დიაბეტის დროს გვხვდება და ხშირად წინ უძღვის სხვა ავადმყოფობა ან ინფექცია. დიაბეტიური ჰიპეროსმოლარული სინდრომის შედეგად, ორგანიზმი ცდილობს, მოიშოროს ჭარბი შაქარი შარდის მეშვეობით.…

დაავადების აღწერა დემენცია არ არის ცალკეული დაავადება. დემენცია სიმპტომთა ჯგუფია, რომელიც აზიანებს მეხსიერებას, ფიქრის უნარს, სოციალურ უნარებს, იმდენად მძიმედ, რომ ადამიანს უჭირს ყოველდღიურად ფუნქციონირება. დემენცია მიანიშნებს თავის ტვინის მინიმუმ ორი ფუნქციის მოშლაზე მაინც. ესენია მეხსიერების უნარი, არასწორი აღქმა ან მეტყველება…

დაავადების აღწერა დიაბეტით დაავადებულებში, ჰიპოგლიკემია (შაქრის დაბალი დონე) ხშირად ინსულინის დოზის გადაჭარბებისა და არასაკმარისი შაქრის მიღების გამო ვითარდება. ჰიპოგლიკემია ნიშნავს სისხლში 70 მგ/დლ ნაკლები გლუკოზის არსებობას. დიაბეტის დროს ჰიპოგლიკემიის განვითარებაზე რამდენიმე ფაქტორია პასუხისმგებელი, როგორიცაა ინსულინის ან სხვა მედიკამენტის დოზის გადაჭარბება,…

დაავადების აღწერა დენგეს ცხელება კოღოთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოს სუბტროპიკულ რეგიონებში გვხვდება. მსუბუქი დენგეს ცხელება იწვევს მაღალ სიცხეს, გამონაყარს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. მძიმე ფორმა, რომელსაც დენგეს ჰემორაგიული ცხელება ეწოდება, შესაძლოა გართულდეს ძლიერი სისხლდენით, შოკითა და სიკვდილით. დენგეს ცხელების მილიონობით…

დაავადების აღწერა დიაბეტური კეტოაციდოზი დიაბეტის მძიმე გართულებაა, რომლის დროსაც ორგანიზმში წარმოიქმნება კეტონ–მჟავების დიდი რაოდენობა. დიაბეტური კეტოაციდოზი ორგანიზმიერ მიერ არასაკმარისი ინსულინის წარმოქმნის შედეგია. ინსულინი ნორმაში არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, რადგან ეხმარება მას უჯრედებში შესასვლელად. გლუკოზა კი უჯრედული ენერგიის მთავარი წყაროა. ინსულინის…

დაავადების აღწერა დეპერსონალიზაციის–დერეალიზაციის აშლილობის დროს ადამიანს ხშირად აქვს განცდა, რომ საკუთარ თავს გარედან აკვირდება ან მის გარშემო არსებული გარემო არარეალურია. დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის შეგრძნებები საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტს. მდგომარეობა წააგავს სიზმარში ცხოვრების შეგრძნებას. მრავალ ადამიანს ჰქონია დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის…

დაავადების აღწერა ზღვაში ცურვის ან ყვინთვის დროს, მედუზებთან შეხება საკმაოდ ხშირი მოვლენაა, შესაბამისად ხშირია დასუსხვის შემთხვევებიც. მედუზის გრძელი საცეცები შეიცავენ ათასობით მიკროსკოპულ წვერს, რომლებიდანაც შხამი გამოდის. მედუზას დასუსხვა სხვადასხვა სიძლიერის შეიძლება იყოს. უმეტესად, ვლინება უცაბედი ტკივილი და შეწითლებული, გაღიზიანებული ლაქები…

დაავადების აღწერა დე კერვენის ტენოსინოვიტი მტკივნეული დაავადებაა, რომელიც ეხება მაჯის ცერა თითის მხარეს მდებარე მყესებს. თუ გაქვთ დე კერვენის ტენოსინოვიტი, ტკივილი შეგაწუხებთ მაჯის მოძრაობის ნებისმიერ ჯერზე, ნივთის დაჭერის ან მუშტის შეკვრის დროს. დე კერვენის ტენოსინოვიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ…

დაავადების აღწერა დაძაბულობითი თავის ტკივილი იშვიათი პათოლოგიაა და გამოწვეულია ხველით ან სხვა სახის დაძაბვით- ცემინებით, ცხვირის მოწმენდით, სიცილით, ტირილით, სიმღერით, სხეულის მოხრით ან დეფეკაციის დროს. ექიმები დაძაბულობითი თავის ტკივილის ორ კატეგორიას გამოყოფენ. პირველადი დაძაბულობითი თავის ტკივლი, ძირითადად, უვნებელია, არის ხანგამოშვებითი…