დაავადებები

დაავადების აღწერა სიამის ტყუპები დაბადებიდან სხეულის რომელიმე ნაწილით ერთმანეთთან ფიზიკურად არიან დაკავშირებული. სიამის ტყუპები ვითარდება, როცა ადრეული ემბრიონი მხოლოდ ნაწილობრივად იყოფა ორი ინდივიდის ჩამოსაყალიბებლად. ადრეული ემბრიონი მართლაც წარმოქმნის ორ ორგანიზმს, მაგრამ მათი ნაწილი საერთო იქნება. ეს ნაწილი ყველაზე ხშირად არის…

დაავადების აღწერა ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია სისხლის უჯრედების იშვიათი კიბოა. ტერმინი “ქრონიკული” გამოხატავს კიბოს ნელ პროგრესიას, მწვავე ვარიანტებისაგან განსხვავებით, ხოლო ტერმინი “მიელოგენური” გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ კიბოს წარმოქმნაში მონაწილეობს სწორედ ამ ტიპის უჯრედები. ქრონიკული მიელოგნური ლეიკემია ასევე ცნობილია, როგორც ქლონიკური მიელოიდური…

დაავადების აღწერა კომა ცნობიერების დაკარგვით მიმდინარე ხანგრძლივი მდგომარეობაა, რომელსაც მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ტრავმა, ინსულტი, თავის ტვინის სიმსივნე, მედიკამენტური ან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ან დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ინფექცია. კომა გადაუდებელი მდგომარეობაა. სწრაფი ჩარევა აუცილებელია სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ტვინის ფუნქციის დაკარგვის თავიდან…

დაავადების აღწერა ციროზი ღვიძლის დანაწიბუროვანების პროცესის გვიანი ეტაპია. ღვიძლის დანაწიბუროვანების ბევრი მიზეზი არსეობს, მათ შორის ჰეპატიტი და ალკოჰოლის ქრონიკულად მოხმარება. ღვიძლს რამოდენიმე ფუნქცია აქვს, მათ შორის მავნე ნივთიერებების დეტოქსიფიკაცია, სისხლის გაფილტვრა და ორგანიზმისთვის საჭირო ნუტრიენტების წარმოქმნა. ციროზი ვითარდება ღვიძლის დაზიანების…

დაავადების აღწერა 
 ნაწლავური კოლიკა ჯანმრთელ, ნორმალურ კვებაზე მყოფ ბავშვში უცაბედი, მნიშვნელოვნად ძლიერი დისკომფორტის გამომწვევი მდგომარეობაა. ასეთ დროს ბავშვები ტირიან დღეში სამ საათზე მეტს, კვირაში სამ დღეს, 3 კვირის განმავლობაში. არანაირი ქმედება არ ეხმარება ბავშვებს კომფორტის მოსაპოვებლად ასეთი ეპიზოდების დროს.…

დაავადების აღწერა სიცივის ურტიკარია კანის რეაქციაა ცივ გარემოზე. ასეთ დროს კანზე ჩნდება მოწითალო, ზედაპირიდან ამოწეული ლაქები, ქავილის შეგრძნებით. სიცივის ურტიკარიის სიმპტომები განსხვავებულია. ზოგიერთ პაციენტს მცირე რეაქცია აქვს ცივ გარემოზე, ზოგს კი–მძიმე. ცივ წყალში ცურვა ყველაზე ხშირი გამომწვევია მთელ ორგანიზმზე, სისტემურად…

დაავადების აღწერა საერთო ვარიაბელური იმუნოდეფიციტი იმუნური სისტემის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება გარკვეული ცილების (ანტისხეულების) შემცირებული რაოდენობა, რაც ხელს უშლის ინფექციებთან ეფექტურ ბრძოლას. იმუნოდეფიციტის გამო, ხშირია ყურის, სინუსების, სასუნთქი გზების ინფექციები. ასევე მომატებულია მომნელებელი სისტემის დაავადებების, სისხლის დაავადებებისა და კიბოს განვითარების…

დაავადების აღწერა ჩარგ-სტრაუსის სინდრომი არის სისხლძარღვების ანთებითი დაავადება. ანთება იწვევს ორგანოებში და ქსოვილებში სისხლის მიწოდების შეზღუდვას და ზოგჯერ, სამუდამოდ აზიანებს მათ. ჩარგ-სტრაუსის სინდორმის ყველაზე ხშირი სიმპტომი არის ასთმა, თუმცა სინდრომმა შესაძლოა მრავალგვარი პრობლემა შექმნას, მათ შორის გამოიწვიოს როგორც თივისმიერი ცხელება,…

დაავადების აღწერა ჰერპეს–სიმპლექსის ვირუსით გამოწვეული გამონაყარი საკმაოდ გავრცელებულია. გამონაყარი მცირე ზომის, სითხით სავსე მუწუკებით გამოიხატება, ტუჩზე ან მის გარშემო. გამონაყარი ხშირად ჯგუფურადაც იჩენს თავს. მუწუკების გასკდომის შემდეგ, იქმნება ქერქი გამონაყარის თავზე. გამონაყარი ძირითადად 2–4 კვირაში გაივლის, ნაწიბურის გარეშე. ჰერპეს სიმპლექს…

დაავადების აღწერა გაციება ვირუსული ინფექციაა, რომელიც ბავშვის ცხვირსა და ხახაში ანთებას იწვევს. ცხვირის ღრუს დაცობა ან გამონადენი ცხვირიდან ხშირად პირველი ნიშანია. ბავშვები განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან გაციების ვირუსით, გარკვეულწილად იმიტომ, რომ ისინი სხვა ბავშვებთან კონტაქტში შედიან და ხელებს ხშირად არ იბანენ.…

დაავადების აღწერა მეჭეჭი მცირე ზომის წანაზარდია კანზე, რომელიც ყველაზე ხშირად თითებსა და მტევანზე ჩნდება. შეხებისას უხეში ზედაპირი და მცირე ზომის შავი წერტილების განვითარება ახასიათებს მეჭეჭებს. ეს შავი წერტილები მცირე ზომის, დახშული სისხლძარღვებია. მეჭეჭებს სხვადახვა ვირუსი იწვევს და გადამდებია შეხებით. ბავშვები…

დაავადების აღწერა აორტის კოარქტაცია აორტის შევიწროებაა. აორტა ყველაზე დიდი სისხლძარღვია, რომელიც გულიდან გამოდის და ჟანგბადით მდიდარი სისხლი გადააქვს მთელ ორგანიზმში. როცა აორტა შევიწროებულია კოარქტაციის გამო, გულს სჭირდება მეტი ძალის განვითარება შევიწროებულ სეგმენტში სისხლის გასატარებლად. აორტის კოარქტაცია ძირითადად თანდაყოლილია. კოარქტაცია შესაძლოა…