დაავადებები

დაავადების აღწერა დურაში არტერივენური ფისტულები ყალიბდება მაშინ, როდესაც არსებობს არანორმალური კავშირი არტერიას, თავის ტვინის ან ზურგის ტვინის მკვრივ დამცავ საფარსა(დურა) და გამომავალ ვენას შორის. არანორმალური გასასვლელები არტერიებსა და ვენებს შორის(არტერიოვენური ფისტულა) შესაძლოა ჩამოყალიბდეს თავის ტვინში, ზურგის ტვინსა სხეულის სხვა ნაწილებში.…

დაავადების აღწერა დისლექსიის დროს ადამიანს უჭირს წაკითხვა, რადგან ვერ აღიქვამს წარმოთქმულ ბგერებს და ვერ უკავშირებს მათ ასოებთან და წერილობით სიტყვებთან. დისლექსია, რომელსაც ასევე კითხვის სპეციფიურ უუნარობას უწოდებენ, დასწავლის ხშირი დაავადებაა ბავშვებში. დისლექსია გვხვდება ბავშვებში, ვისაც ნორმალური მხედველობა და ინტელექტი აქვთ.…

დაავადების აღწერა დისჰიდროზი, რომელსაც სხვანაირად დისჰიდროტულ ეკზემას ან პომფოლიქსს ეძახიან, კანის იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც მცირე ზომის, სითხით სავსე წყლულები ჩნდება ხელისგულებზე და თითების გვერდითა ნაწილში. წყლულები, ზოგჯერ ფეხისგულებზეც გვხვდება. დისჰიდროზის დროს განვითარებული წყლულები დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში არსებობს და…

დაავადების აღწერა ლისტერიოზი (ინფექცია ლისტერიით) ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც შესაძლოა მძიმე იყოს ფეხმძიმე ქალებისათვის და იმუნოდეფიციტურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისათვის. ლისტერიოზი უმეტესად არასწორად დამზადებული ხორცითა და არაპასტერიზებული რძით ვრცელდება. ჯანმრთელი ადამიანი იშვიათად ინფიცირდება ლისტერიით, მაგრამ ახალშობილებსა და ემბრიონებისათვის ბაქტერია ზოგჯერ ფატალურია. ადამიანები,…

დაავადების აღწერა დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) ზოგიერთი პაციენტისთვის სასურველი მდგომარეობაა, თუმცა, დაბალი წნევა იწვევს თავბრუსხვევისა და გონების დაკარგვის სიმპტომებს. მძიმე შემთხვევებში, დაბალი არტერიული წნევა სიცოცხლისათვის საშიშია. არტერიული წნევა ინდივიდუალური მაჩვენებელია და ხშირად განსხვავდება პაციენტებში. ჰიპოტენზია ნიშნავს სისტოლური წნევის (პირველი რიცხვი)…

დაავადების აღწერა დისტონიის დროს, პაციენტის კუნები უნებლიედ იკუმშება და იწვევს უკონტროლო, განმეორაბად მოძრაობებს სხეულის დაზიანებულ ნაწილში. სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორმის და პაციენტს ხელს უშლიდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ექიმები დისტონიას შემდეგ კატეგორიებად ყოფენ:გენერალიზებული, ფოკალური და სეგემენტური. ფოკალური დისტონია,…

დაავადების აღწერა ნანიზმი გამოიხატება ტანის სიმოკლით, რაც გამოწვეულია გენეტიკური დამემკვიდრებით ან დაავადებით. ნანიზმი ხასიათდება მოზრდილებში 147 სანტიმეტრის ან ნაკლები სიმაღლით. ნანიზმის მქონე პაციენტებში საშუალი სიმაღლე წარმოადგენს 122 სანტიმეტრს. ბევრ განსხვავებულ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს ნანიზმი. დაავადებები გაყოფილია ორ ფართო კატეგორიად: 
…

დაავადების აღწერა სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება ფიქსირდება სპერმაში (ეაკულატში). ამ მდგომარეობას ოლიგოსპერმიასაც უწოდებენ. სპერმაში სპერმატოზოიდების არარსებობას კი აზოოსპერმია ეწოდება. სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება გულისხმობს სპერმის 1 მილილიტრზე 15 მილიონზე ნაკლები სპერმატოზოიდის არსებობას. სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება დაკავშირებულია შვილოსნობის პრობლემებთან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში კვერცხუჯრედის…

დაავადების აღწერა ღვიძლის ჰემანგიომა კეთილთვისებიანი მასაა, რომელიც ღვიძლში ყალიბდება. ჰემანგიომა შედგება სისხლძარღვების გროვებისაგან. ღვიძლის ჰემანგიომას ზოგჯერ კავერნოზულ ჰემანგიომასაც უწოდებენ. ღვიძლის ჰემანგიომა უმეტესად სხვა მდგომარეობისათვის გაკეთებულ გამოკვლევებში ვლინდება. პაციენტების უმეტესობას არ აქვს სიმპტომები და ნიშნები და არ სჭირდებათ მკურნალობა. შესაძლოა არაკომფორტული…

დაავადების აღწერა მგლურა ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ებრძვის ორგანიზმის საკუთარ ქსოვილებსა და ორგანოებს. ანთება მგლურას დროს ეხება ორგანოთა რამდენიმე სისტემას: სახსრებს, კანს, თირკმელებს, სისხლის უჯრედებს, ტვინს, გულსა და ფილტვებს. მგლურას დიაგნოსტირება რთულია, რადგან ნიშნები და სიმპტომები წააგავს…

დაავადების აღწერა ფილტვის კიბო ეწოდება ისეთ ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც ფილტვებში იწყება. ფილტვი წყვილი ორგანოა, მდებარეობს გულმკერდის ღრუში, მონაწილეობს ჟანგბადის მიმოცვლასა და ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფაში. ფილტვის კიბო ზოგადად კიბოთი გარდაცვალების შემთხვევათა უმეტესობაზეა პასუხისმგებელი როგორც კაცებში, ასევე ქალებში. ფილტვის კიბოთი მეტი ადამიანი…

დაავადების აღწერა დიზართრია დაავადებაა, რომლის დროსაც მეტყველების კუნთები სუსტია ან პაციენტს უჭირს სამეტყველო კუნთების ნებითი გაკონტროლება. დიზართრიას, ხშირად, ახასიათებს ბუნდოვანი ან ნელი მეტყველება, რომელიც ძნელია გასაგებად. დიზართრიის ძირითადი მიზეზები ნევროლოგიურია:ინსულტი, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, თავის ტვინის სიმსივნეები და მდგომარეობები, რომლებიც…