A ჰეპატიტი

დაავადების აღწერა

A ჰეპატიტი არის გადამდები ღვიძლის ინფექცია, რომელსაც იწვევს A ჰეპატიტის ვირუსი. ეს ვირუსი ერთერთი ჰეპატიტების ვირუსის ოჯახიდან, რომლებიც იწვევენ ანთებას და ზემოქმედებენ ღვიძლის მუშაობის უნარზე.

A ჰეპატიტის ყველაზე ხშირად ვრცელდება დაბინძურებული საკვებით და წყლით ან დაინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით. A ჰეპატიტის მსუბუქ ფორმას არ სჭირდება მკურნალობა, დაინფიცირებულთა უმეტესობა გამონაჯნმრთელდება ღვიძლის სამუდამო დაზიანების გარეშე.

ჰიგიენის წესების დაცვა, განსაკუთრებით ხელების ხშირი დაბანა, A ჰეპატიტისგან თავდაცვის საუკეთესო გზაა. რისკის ქვეშ მყოფი ხალხისთვის არსებობს აცრა.

გამომწვევი მიზეზი

A ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც იწვევს ინფექციას, ყველაზე ხშირად ვრცელდება, როდესაც ადამიანში მოხვდება დაბინძურებული განავლის უმცირესი ნაწილი. A ჰეპატიტის ვირუსი აინფიცირებს ღვიძლის უჯრედებს და იწვევს ანთებას. ანთებამ შეიძლება შეასუსტოს ღვიძლის ფუნქცია და გამოიწვიოს A ჰეპატიტის სხვა სიმპტომები.

A ჰეპატიტი ბევრი გზით შეიძლება გავრცელდეს. ესენია:

  • ვირუსის მქონე ადამიანის დაუბანელი ხელებით დამუშავებული საკვების მიღება
  • დაბინძურებული წყლის დალევა
  • ჩამდინარე წყლიდან მოპოვებული უმი მოლუსკის ჭამა
  • დაინფიცირებულ ადამიანთა ახლო კონტაქტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას სიმპტომები არ აქვს
  • დაინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტი

სიმპტომები

A ჰეპატიტის ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ვირუსის შემოჭრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჩნდება, არის:

  • ზოგადი სისუსტე
  • გულისრევა და პირღებინება
  • მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, განსაკუთრებით ღვიძლის არეში, მარჯვნივ ნეკნების ქვეშ
  • თიხისფერი განავალი
  • მადის დაკარგვა
  • დაბალი სიცხე
  • მუქი შარდი
  • სახსრების ტკივილი
  • კანის და თვალების შეყვითლება (სიყვითლე)
  • A ჰეპატიტი შეიძლება გქონდეთ მსუბუქი ფორმით, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირა ან მძიმე ფორმით, რომელიც მრავალი თვე გრძელდება. A ჰეპატიტით დაინფიცირებულ ყველა ადამიანს არ უვლინდება ნიშნები და სიმპტომები.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ A ჰეპატიტის ნიშნები და სიმპტომები.

თუ თქვენ კონტაქტი გქონდათ A ჰეპატიტის ვირუსთან, ორი კვირის განმავლობაში ჰეპატიტის აცრის ან იმუნოგლობულინური თერაპიის ჩატარება დაგიცავთ ინფექციისგან. კითხეთ ექიმს A ჰეპატიტის აცრის შესახებუთ, თუ:

  • უახლოეს წარსულში ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით მექსიკაში ან ლათინურ ამერიკაში, ან დაბინძურებულ რეგიონში იმოგზაურეთ
  • რესტორანში, სადაც უახლოეს წარსულში მიირთვით, დაფისირდა A ჰეპატიტის შემთხვევა
  • თქვენს ახლობელს ან ოჯახის წევრს დაუსვეს A ჰეპატიტის დიანოზი
  • თქვენ გქონდათ A ჰეპატიტით დაინფიცირებულთან სქესობრივი კონტაქტი.