ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია

დაავადების აღწერა

ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია (აპვ, HPV) იწვევს მახვილწვეტიანი კონდილომების განვითარებას. არსებობს ადამიანის პაპილომავირუსის 100-ზე მეტი ფორმა.

სხვადასხვა აპვ ინფექციას შეუძლია გამოიწვიოს კონდილომების გაჩენა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. მაგალითად, აპვ ზოგიერთი სახეობა იწვევს ტერფის კონდილომებს, ხოლო სხვა ტიპები უფრო მეტად დაკავშირებულია სახის და კისრის არეში განვითარებულ კონდილომებზე. აპვ 40-ზე მეტი ტიპი აზიანებს გენიტალურ არეს.

აპვ ინფექციების უმეტესობა არ იწვევს კიბოს განვითარებას, თუმცა აპვ ზოგიერთი ტიპი იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს. არსებობს ვაქცინები, რომლებიც დაგიცავთ აპვ იმ ფორმებისგან, რომლებიც იწვევენ მახვილწვეტიან კონდილომებს და საშვილოსნოს ყელის კიბოს.

გამომწვევი მიზეზი

აპვ ინფექცია ვითარდება, როდესაც ვირუსი შემოიჭრება ორგანიზმში კანის გარეთა შრეში პატარა ჭრილობის ან დაზიანების შედეგად. ვირუსი ძირითადად კანით კანზე კონტაქტით გადაეცემა.

გენიტალური აპვ ინფექციები სქესობრივი კონტაქტის და სხვა გენიტალურ არეში კანით-კანზე კონტაქტის საშუალებით გადადის. ზოგიერთი აპვ ინფექცია, რომელიც პირის ან ზემო სასუნთქი გზების დაზიანებას იწვევს, ორალური სექსის გზით ვრცელდება.

შესაძლოა, რომ მშობიარობის პროცესში აპვ ინფიცირებული დედისგან გადაეცეს ვირუსი ბავშვს. ამ შემთხვევაში ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს აპვ ინფექცია ბავშვის გენიტალიებსა და ზემო სასუნთქ გზებში.

სიმპტომები

შემთხვევათა უმრავლესობაში იმუნური სისტემა ანადგურებს აპვ კონდილომების განვითარებამდე. როდესაც კონდილომები ჩნდება, ისინი სხვადასხვანაირია და დამოკიდებულია აპვ ტიპზე:

  • გენიტალური მახვილწვეტიანი კონდილომები (გენიტალური მეჭეჭები): გენიტალურ მეჭეჭს შეიძლება ბრტყელი დაზიანების, ყვავილოვანი კომბოსტის ფორმის გამობურცულობის ან პატარა გამოშვერილობების ფორმა ჰქონდეს. ქალებში, გენიტალური მეჭეჭი ხშირად გვხვდება ვულვაზე, თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება შეგვხვდეს ანუსთან, საშვილოსნოს ყელზე ან საშოში.

    კაცებში გენიტალური მეჭეჭი გვხვდება პენისზე, სათესლე პარკზე და ანუსის გარშემო. გენიტალური მეჭეჭს იშვიათად ახასიათებს ტკივილი, თუმცა მას შეიძლება ახასიათებდეს ქავილი.

  • ჩვეულებრივი გენიტალური კონდილომა (მეჭეჭი). ჩვეულებრივი მეჭეჭები არის ხელებზე, თითებზე და იდაყვებზე არსებული უხეში გამონაზარდები. მეჭეჭიი უმრავლეს შემთხვევაში უვნებელია, თუმცა მას შეიძლება ახასიათებდეს ტკივილი და სისხლდენის ან დაზიანებისადმი მიდრეკილება.
  • ფეხის გულის მახვილწვეტიანი კონდილომა (მეჭეჭი). ფეხის გულის მეჭეჭები მაგარი, მარცვლოვანი გამონაზარდებია ფეხის ზეწოლის ადგილებზე, ქუსლებსა და ფეხის გულებზე. ამ მეჭეჭებმა შეიძლება გამოიწვიონ ტკივილი და დისკომფორტი.
  • ბრტყელი მახვილწვეტიანი კონდილომები (მეჭეჭები). ბრტყელი მეჭეჭები ბრტყელი, მცირედ ამოწეული დაზიანებებია, რომლებიც კანის ფერზე ოდნავ მუქია. ისინი ხშირად ჩნდება სახეზე, კისერზე და დაჩხაპნილ ადგილებზე. აპვ ინფექცია, რომელიც იწვევს ბრტყელ მეჭეჭებს, უფრო ხშირად ვლინდება ბავშვებში, მოზარდებში და ახალგაზრდებში.



საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბოების უმეტესობას აპვ ორი ტიპი იწვევს. ეს ორი ტიპი არ იწვევენ მეჭეჭების გაჩენას, ამიტომ ქალებმა არ იციან, რომ დაინფიცირებულები არიან. საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ ეტაპებზე არ ახასიათებს ნიშნები და სიმპტომები.

აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ქალებმა რეგულარულად ჩაიტარონ პაპ ტესტი, რომელიც ადგენს საშვილოსნოს ყელის პრე-სიმსივნურ ცვლილებებს, რომლებმაც შეიძლება კიბოს განვითარება გამოიწვიონ. ახლანდელი გაიდლაინებით რეკომენდირებულია 21-29 წლის ქალებმა 3 წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ პაპ ტესტი. 30-65 წლის ქალებმაც 3 წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ ტესტი. თუ ისინი აგრეთვე ჩაიტარებენ აპვ დნმ ტესტს, მაშინ რეკომენდირებულია ყოველ 5 წელში ჩატარება. 65 წლის ზემოთ ქალებს შეუძლიათ შეწყვიტონ პაპ ტესტის ჩატარება თუ მათ ბოლო 3 პაპ ტესტზე ან ბოლო ორ აპვ დნმ და პაპ ტესტზე დამაკმაყოფილებელი პასუხები მოუვიდათ.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ ნებისმიერი სახის მეჭეჭი, რომელიც იწვევს დისკომფორტს ან ტკივილს, მიმართეთ ექიმს.