ადნექსალური სიმსივნეები
დაავადების აღწერა
ადნექსალური სიმსივნეები წარმონაქმნთა ის ჯგუფია, რომელიც საშვილოსნოს მიმდებარე ორგანოებსა და შემაერთებელ ქსოვილებში ვითარდება. ასეთი წარმონაქმნები ძირითადად კეთილთვისებიანია, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ავთვისებიანი სიმსივნეებიც.
ადნექსალური მასები გვხვდება:
- საკვერცხეებში
- ფალოპის მილაკებში
- საკვერცხეებისა და ფალოპის მილაკების ირგვლივ მდებარე შემაერთებელ ქსოვილში
- დიაგნოსტიკა მოითხოვს ზუსტ გამოკვლევებს და ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას. მკურნალობა დამოკიდებულია წარმოონაქმნის ადგილმდებარეობასა და უჯრედოვან ტიპებზე.