ახალშობილთა სიყვითლე
დაავადების აღწერა
ახალშობილთა სიყვითლე არის ახალშობილთა კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა. ახალშობილთა სიყვითლე ვითარდება ახალშობილთა სისხლში ბილირუბინის, სისხლის წითელი უჯრედების ყვითელი პიგმენტის სიჭარბის გამო.
ახალშობილთა სიყვითლე ხშირი მდგომარეობაა, განსაკუთრებით 38 კვირაზე ადრე გაჩენილ და ზოგიერთ ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში. ახალშობილთა სიყვითლე ვითარდება იმიტომ, რომ ღვიძლი არასაკმარისად განვითარებულია სისხლში არსებული ბილირუბინის მოსანელებლად. ზოგ შემთხვევაში სიყვითლის გამომწვევი შეიძლება სხვა დაავადება იყოს.
ახალშობილთა სიყვითლეს ხშირად მკურნალობა არ სჭირდება, ხოლო მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში უმეტესად საკმარისია არაინვაზიური თერაპია. გართულებები იშვიათია, თუმცა ბილირუბინის ძალიან მაღალ დონეს ან არასრულყოფილად ნამკურნალებ სიყვითლეს შეუძძლია ტვინის დაზიანების გამოწვევა.
გამომწვევი მიზეზი
ჭარბი ბილირუბინის სიყვითლის ძირითადი მიზეზია. ბილირუბინი, რომელიც განაპირობებს სიყვითლის ყვითელ შეფერილობას, ნორმაში გამოიყოფა ძველი სისხლის წითელი უჯრედების დაშლის დროს.
ნორმაში ღვიძლი იღებს სისხლიდან ბილირუბინს და გადაიტანს მას ნაწლავებში. ახალშობილთა ღვიძლი ხშირად ვერ ახერხებს ბილირუბინის ჩქარა გადატანას, რაც იწვევს ბილირუბინის სიჭარბეს. ამ ტიპის სიყვითლეს ეწოდება ახალშობილთა ფიზიოლოგიური სიყვითლე და იგი ვითარდება სიცოცხლის მეორე ან მესამე დღეს.
სხვა მიზეზები
სიყვითლე შეიძლება სხვა რამის გამო განვითარდეს. ამ შემთხვევაში სიყვითლე ვლინდება ფიზიოლოგიურ სიყვითლეზე გაცილებით გვიან. მდგომარეობები და დაავადებები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ სიყვითლე:
- შინაგანი სისხლდენა (ჰემორაგია)
- ბავშვის სისხლის ინფექცია (სეფსისი)
- სხვა ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია
- დედისა და შვილის სისხლის შეუთავსებლობა
- ღვიძმის პათოლოგია
- ფერმენტის ნაკლებოა
- ბავშვის სისხლის წითელი უჯრედების პათოლოგია, რაც იწვევს მათ ზომაში ცვლილებას.
სიმპტომები
კანისა და თვალის თეთრი ნაწილის სიყვითლე არის ახალშობილთა სიყვითლის ძირითადი სიმპტომი, რომელიც სიცოცხლის მეორე-მეოთხე დღეს ჩ§დება.
ბავშვის ახალშობილთა სიყვითლეზე შესამოწმებლად დააჭირეთ მას თითი შუბლზე. თუ დაჭერის ადგილას კანი ყვითელია, ესეიგი თქვენს ბავშვს მსუბუქი სიყვითლე აქვს. სიყვითლის არარსებობის შემთხვევაში, დაჭერის ადგილას კანი წამიერად უნდა გაღიავდეს.
ეს შემოწმება ჩაატარეთ კარგ განათებაზე, სასურველია დღის სინათლეზე.
როდის მივმართოთ ექიმს
ბევრი საავადმყოფო გაწერამდე ბავშვს ამოწმებს ახალშობილთა სიყვითლეზე. ამერიკის პედიატრთა აკადემია გვიღევს სიყვითლეზე შემოწმებას ყველა ექიმთან ვიზიტზე და საავადმყოფოში ყოფნის დროს ყოველ 8-12 საათში მაინც.
თქვენი შვილი სიყვითლეზე უნდა შემოწმდეს მესამედან მეშვიდე დღამდე, რადგან ამ დროს აღინიშნება ბილირუბინის ყველაზე მაღალი დონე. თუ თქვენს ბავშვს 72 საათზე მალე გაწერენ, დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი 2 დღის შემდგ.
შემდეგი ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს მწვავე სიყვითლეზე ან ბილირუბინით გამოწვეულ გართულებებზე. დაურეკეთ ექიმს, თუ:
- თქვენი შვილის კანი უფრო გაყვითლდა
- თქვენი ბავშვის კანი ჩანს ყვითელი მუცელზე, მკლავებზე და ფეხებზე.
- ბავშვის თვალის თეთრი ნაწილი შეყვითლებულია
- თქვენი ბავშვი ავადაა ან რთული გასაღვიძებელია
- თქვენი ბავშვი არ იმატებს წონაში ან ცუდად იკვებება
- თქვენი ბავშვი მაღალი ტონით ყვირის
- თქვენს ბავშვს უჩნდება სხვა ნიშნები და სიმპტომები
- სიყვითლე გრძელდება სამ კვირაზე მეტი.