ალცჰეიმერის დაავადება

დაავადების აღწერა

ალცჰეიმერის დაავადება პროგრესიული დაავადებაა, რომელიც ანადგურებს მეხსიერებას და სხვა მნიშვნელოვან გონებრივ ფუნქციებს.

ალცჰეიმერის დაავადება ყველაზე ხშირი მიზეზია დემენციისა- თავის ტვინის დაავადებები, რომლებიც იწვევენ ინტელექტუალური და სოციალური უნარების დაქვეითებას. ეს ცვლილებები საკმარისად მძიმეა იმისათვის, რომ ხელი შეგვიშალოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ალცჰეიმერის დაავადების დროს, თავის ტვინის უჯრედები განიცდიან დეგენერაციას და კვდებიან, რაც იწვევს მეხსიერების და გონებრივი ფუნქციის თანმიმდევრულ გაუარესებას.

ამ ავადმყოფობის დღევანდელმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა პაციენტი დროებით სიმტპომატურად გააუმჯობესოს. ეს ეხმარება პაციენტებს ნორმალური ფუნქციონირების დაბრუნებაში და დამოუკიდებლად მოქმედებაში.

რადგანაც ალცჰეიმერის დაავადება უკურნებელია, აუცილებელია დახმარების დროული მოთხოვნა.

გამომწვევი მიზეზი

მეცნიერების აზრით, ალცჰეიმერის დაავადება გენეტიკით, ცხოვრების წესით და გარემო ფაქტორებით განპირობებული ავადმყოფობაა, რომელიც თავის ტვინზე დროთა განმავლობაში ზეგავლენას ახდენს.

5 %-ზე ნაკლებ შემთხვევაში, ალცჰეიმერის დაავადება კონკრეტული გენეტიკური ცვლილებების შედეგია, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ადამიანს ეს ავადმყოფობა აუცილებლად დაემართება

მიუხედავად იმისა რომ ამ დაავადების მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის, ის, თუ რა ზეგავლენას ახდენს იგი ტვინზე საკმაოდ ნათელია. ალცჰეიმერის დაავადება აზიანებს და კლავს თავის ტვინის უჯრედებს. ამ დაავადების მქონე პაციენტის ტვინში ნორმალურ ადამიანთან შედარებით ნაკლები რაოდენობის უჯერედებია და შესაბამისად ამ უჯერედებს შორის კავშირების რიცხვიც მცირეა.

თავის ტვინის უჯრედების კვდომასთან ერთად, დაავადების განვითარების შედეგად თავის ტვინი იკუმშება და იჭმუხნება. როდესაც მეცნიერები მიკროსკოპით ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტს თავის ტვინის ქსოვილზე აკვირდებიან, მათ უნდა შეამჩნიონ ორი სახის სახეცვლილება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს ნამდვილად ალცჰეიმერის დაავადება აქვს

  • ფოლაქები- ცილის გროვები, რომელსაც ბეტა ამილოიდი ეწოდება. მათ რამოდენიმე გზით შეუძლიათ დააზიანონ და გაანადგურონ თავის ტვინის უჯრედები, მათ შორის უჯრედშორისი კავშირების საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ თავის ტვინის უჯრედების კვდომის ზუსტი მიზეზები არ არსებობს, ბეტა ამილოიდის შემცნევა უჯრედების ზედაპირზე აჩენს ეჭვს.
  • გორგლები.ტვინის უჯრედები დამოკიდებული არიან შიდა სატრანსპორტო სისტემაზე, რათა მოხდეს საჭირო ნუტრიენტების და ნივთიერებების მიმოცვლა მათ შორის. ამ სისტემას ესაჭიროება ცილა ტაუს ნორმალური სტრუქტურა და ფუნქციონირება.
  • ალცჰეიმერის დაავადების დროს, ტაუს ცილის ბოჭკოები იხვევა და იღებს გორგლების ფორმას თავის ტვინის უჯრედებში, რაც ხელს უშლის სატრანსპორტო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. გორგლების დაგროვება იწვევს თავის ტვინის უჯრედების რაოდენობის კლებას და მათ კვდომას

სიმპტომები

  • ალცჰეიმერის დაავადების პირველი შესამჩნევი გამოვლინება შეიძლება მხოლოდ გულმავიწყობა და ოდნავი დაბნეულობა იყოს. მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენი მეხსიერება სულ უფრო უარესდება, განსაკუთრებით კი ახლო მეხსიერება. სიმპტომების გაუარესების სისწრაფე სხვადასხვა პაციენტში განსხვავებულია
  • თუ თქვენ გაქვთ ეს ავადმყოფობა, შესაძლოა თქვენ იყოთ პირველი, ვინც შეამჩნევს თქვენს უჩვეულო გულმავიწყობას და გართულებულ აზრების დალაგებას. თუმცა შესაძლოა თქვენ ვერაფერს ამჩნევდეთ იმ დროს, როდესაც თქვენ გარშემო მყოფნი ყველაფერს ნათლად ხედავენ.
  • ალცჰეიმერთან დაკავშირებული თავის ტვინის ცვლილებები იწვევენ შემდეგ პრობლემებს:


მეხსიერება

თითოეულ პაციენტს აღენიშნება ხანგამოშვებითი მეხსიერების არევა. ნორმალურია, როდესაც გვავიწყდება სად დავდეთ გასაღები, ან ვერ ვიხსენებთ ნაცნობის სახელს. თუმცა ალცჰეიმერის დაავადების შემთხვევაში მეხსიერების გაუარესება პროგრესირებს, რაც იწვევს შესაძლებლობების დაქვეითებას სახლში თუ სამსახურში. ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებს შესაძლოა ახასიათებდეთ:

  • ერთი და იგივე წინადადებების ან კითხვების გამეორება დროთა განმავლობაში. ისინი, ვერ ხვდებიან, რომ ეს შეკითხვები მანამდე აქვთ დასმული.
  • ავიწყდებათ საუბრების, დაგეგმილი შეხვედრების შესახებ. ისინი ამ მოვლენებს შემდგომ ვერ იხსენებენ
  • ხშირად გამოხატავენ უადგილო ლტოლვას რაიმეს მიმართ
  • ოჯახის წევრების და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული საგნების სახელების დავიწყება



დეზორიენტაცია და სივრცის არასწორი აღქმა

ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტები ვერ ხვდებიან თუ რა დღეა, წელიწადის რომელი დროა. მათ არ იციან სად არიან და იმის გაგებაც უჭირთ რაც მათ გარშემო ხდება. ამ დაავადების დროს ხშირად თავის ტვინი თვალებით დანახულ ინფორმაციას არასწორად აღიქვამს, რაც პრობლემას ქმნის გარშემო მყოფების ცნობასთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ამ დროს შესაძლოა ადამიანი კარგად ნაცნობ ადგილშიც კი დაიკარგოს

ლაპარაკი და წერა

ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებს უჭირთ მოძებნონ შესაბამისი სიტყვები რაიმე საგნის აღსაწერად. ისინი ვერ გამოხატავენ ფიქრებს და ვერ ერთვებიან საუბრებში ადეკვატურად. დროთა განმავლობაში წერა-კითხვის ნიჭიც ქვეითდება

ფიქრი და აზროვნება

ალცჰეიმერის დაავადება ზემოქმედებს კონცენტრაციასა და აზროვნებაზე, განსაკუთრებით კი აბსტრაქტულ წარმოდგენის უნარზე. მათ უჭირთ ფინანსების მენეჯმენტი, ფულადი ჯარიმების დათვლა და მათი დროული გადახდა. ეს მდგომარეობა პროგრესირებს და შედეგად პაციენტს უჭირს რიცხვებთან მუშაობა და დათვლა.

გადაწყვეტილებების მიღბა

გამკლავება ყოველდღიურ პრობლემებთან, როგორიცაა ღუმელში საკვების დაწვა ან მოულოდნელი საგზაო მდგომარეობა რთულდება დროთა განმავლობაში

დაგეგმვა და ჩვეული მოვალეობების შესრულება

ჩვეულებრივი ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა კერძის მომზადება ან საყვარელ თამაშში მონაწილეობის მიღება ხდება სირთულე დაავადების პროგრესირებასთან ერთად. ალცჰეიმერის დაავადების გვიანდელ პერიოდში პაციენტებს ისეთ მარტივ დავალებებთანაც კი უჭირთ გამკლავება, როგორიცაა ჩაცმა და დაბანა

პიროვნული თვისებების და ქცევის შეცვლა

  • ალცჰეიმერის შედეგად მოცემულ თავის ტვინის ცვლილებებს შეუძლიათ შეცვალონ თქვენი შეგრძნებები და ქცევები. ამ დაავადების მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეტ
  • დეპრესია
  • შფოთვა
  • სოციუმთან დაშორება
  • განწყობის ცვლილებები
  • ხალხის უნდობლობა
  • ადვილად გაღიზიანებადობა და აგრესიულობა
  • ძილის რითმის დარღვევა
  • სეირნობა
  • საკუთარ თავზე კონტროლის დაქვეითება
  • მოჩვენებები, მაგ. იმის დაჯერება რომ რაღაც მოიპარეს.


პაციენტს რამოდენიმე უნარი დაავადების ძალიან გვიანდელ ეტაპამდე უნარჩუნდება. ეს უნარებია: კითხვა, ცეკვა და სიმღერა, მუსიკის მოსმენა, საყვარელი საქმეების კეთება, ისტორიების მოყოლა და ძველი ამბების მოგონება.
რადგანაც ეს თვისებები და ინფორმაცია ადრეულ ცხოვრებაშია შეძენილი, ამიტომაც მათი დაკარგვა დაავადების გვიანდელ ეტაპზე ხდება. ამ უნარებზე დაყრდნობით შესაძლებელია ცხოვრების მაღალი ხარისხის შენარჩუნება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დაავადება საშუალო ფაზას აღწევს,