ალერგია კვერცხზე
დაავადების აღწერა
კვერცხი ალერგიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი საკვებია ბავშვებში.
კვერცხზე ალერგიის სიმპტომები ძირითადად კვერცხის ან კვერცხის შემცველი საკვების მიღებიდან რამოდენიმე წუთში ან საათში ვითარდება. სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე და წარმოადგენდეს კანის გამონაყარს, ცხვირის დახშობას, ღებინებასა გასტროინტესტინალურ სხვა პრობლემებს. იშვიათ შემთხვევებსი, ალერგია იწვევს ანაფილაქსიას- სიცოცხლისთვის საშიშ მდგოამრეობას.
ალერგია კვერცხებზე ახალშობილებშიც კი შეიძლება განვითარდეს. უმეტესობა ბავშვებს, თუ ყველას არა, ალერგია ახალგაზრდობამდე უვითარდებათ.
გამომწვევი მიზეზი
იმუნური სისტემის გადამეტებული პასუხი იწვევს ალერგიას საკვებზე. კვერცხზე ალერგიის შემთხვევაში, იმუნური სისტემა შეცდომიღ აღიქვამს კვერცხის ცილებს, როგორც რაიმე საზიანო ნივთიერებას. როდესაც თქვენი ან თქვენი შვილის ორგანიზმი შეხებაში მოდის კვერცხის ცილებთან, იმუნური სისტემის უჯრედები(ანტისხეულები) ამოიცნობენ მათ და აცნობებენ იმუნურ სისტემას, რათა მან გამოიმუშავოს ჰისტამინი და სხვა ქიმიური ნივთიერებები, რაც იწვევს ალერგიული სიმპტომების განვითარებას.
კვერცხის გულიც და ცილაც შეიცავენ ცილებს, რომლებსაც შეუძლიათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა. თუმცა ალერგიას უფრო კვერცხის ცილა იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვს დედის რძეში არსებულ კვერცხის ცილებზე განუვითარდეს ალერგიული რეაქცია მაშინ, როდესაც დედას საკვებად კვერცხი აქვს მიღებული.
სიმპტომები
კვერცხზე ალერგიით გამოწვეული რეაქციები განსხვავებულია ადამიანებში და ვითარდება კვერცხის მიღებიდან ხანმოკლე პერიოდში. კვერცხზე ალერგიის სიმპტომები:
- კანის ანთება ან გამონაყარი ყველაზე ხშირი რეაქციაა
- ცხვირის დახშობა, თხევადი გამონადენი ცხვირიდან ან ცემინება(ალერგიული რინიტი)
- საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმპტომები, როგორიცაა მუცლის სპაზმები, გულისრევის შეგრძნება და ღებინება
- ასთმის სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ხიხინი, მკერდის დაჭიმულობა ან სუნთქვის უკმარისობა
ანაფიალქსია
ძლიერმა ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გმაოიწვიოს ანაფილაქსია, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა რომელიც იწვევს ეპინეფრინის(ადრენალინის) დაუვყოვნებლივ მიწოდებასა და სასწრაფო დაწესებულებაში გადაყვანას. ანაფილაქსიის სიმპტომები:
- სასუნთქი გზების დაკეტვას, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ყელის შესიებით ან ყელის არეში ამობურცულობით, რის შედეგადაც რთულდება სუნთქვა
- ტკივილი ან კრუნჩხვითი სპაზმები მუცლის არეში
- სწრაფი პულსი
- შოკი სისხლის წნევის ძლიერ დაცემასთან ერთად, რომელიც აღიქმება თავბრუსხვევად, გულისწასვლის შეგრძნებად ან ცნობიერების დაკარგვად.
მიმართეთ ექიმს კვერცხზე თქვენი ან თქვენი ბავშვის რეაქციის შესახებ, მიუხედავად იმისა, მსუბუქი იყო თუ არა ეს რეაქცია. ალერგიაზე რეაქცია ზოგჯერ შეიძლება მსუბუქი იყოს, ზოგჯერ მძიმე, ამიტომ საჭიროა ნებისმიერ შემთხვევაში ექიმთან გასაუბრება.
თუ თქვენ ექიმს მიაჩნია, რომ ბავშვი ძლიერი რეაქციის განვითარების რისკის ქვეშ დგას, მან შესაძლოა გამოგიწეროთ ეპინეფრინი, რათა ანაფილაქსიის შემთხვევაში მოხდეს მისი გამოყენება. ეპინეფრინის მიწოდება ხდება მარტივი ხელსაწყოთი, რომელსაც აუტოინექტორი ეწოდება.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღენიშნება სიმპტომები კვერცხის ან კვერცხის შემცველი საკვების მიღების შემდგომ. თუ შესაძლებელია, ეწვიეთ ექიმს ალერგიული რეაქციის მიმდინარეობის დროს. ეს ექიმს დაეხმარება დიაგნოზის უკეთ დასმაში.
თუ თვენ ან თქვენს შვილს გაგივითარდათ ანაფილაქსიის სიმტპმები, მოითხოვეთ სასწრაფი სამედიცინო დახმარება ან გამოიყენებ აუტოინექტორი .