ალერგია მიწის თხილზე

დაავადების აღწერა

მიწის თხილზე ალერგია მძიმე ალერგიული შეტევების ყველაზე ხშირი მიზეზია. მიწის თხილზე(არაქისი) ალერგიის სიმპტომები შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში(ალაფილაქსია). არაქისზე ალერგიის მქონე პაციენტებში მიწის თხილის მცირე რაოდენობით მიღებამაც შესაძლაო გამოიწვიოს ძლიერი რეაქცია.

მიწის თხილზე ალერგიის შემთხვევები ბავშვებში იმატებს. მიწის თხილის მიღების შემდეგ ბავშვში მსუბუქი რეაქციის განვითარების შემთხვევაშიც კი მიმართეთ ექიმს, რადგან არსებობს რისკი, რომ სამომავლოდ თქვენს შვილს უარესი რეაქცია ექნება.

გამომწვევი მიზეზი

მიწის თხილზე რეაქცია ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით აღიქვამს არაქისის ცილებს, როგორც რაიმე საზიანოს. არაქისთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტი იწვევს იმუნიტეტის მხრიდან ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას სისხლის მიმოქცევაში. შედეგად ვითარდება ალერგიის ისმპტომები.

არაქისთან კონტაქტი რამოდენიმე სახით არის შესაძლებელი:

  • პირდაპირი კონტაქტი. არაქისზე ალერგიის მთავარი მიზეზი, როგორც წესი, არის მიწის თხილის ან მისი შემცველობის მქონე საკვების მიღება. ზოგიერთ შემთხვევაში, არაქისის კანზე შეხებაც კი იწვევს ალერგიულ რეაქციას.
  • ჯვარედინი კონტაქტი. არაქისის უნებლიე მოხვედრა პროდუქტში. ეს, როგორც წესი, გამოწვეულია პროცესირების პერიოდში საკვებში არაქისის შემთხვევითი მოხვედრის შედეგად.
  • ჩასუნთქვა. ალერგიული რეაქცია შესაძლოა განვითარდეს არაქისის შემცველი მტვრის ან აეროზოლების ჩასუნთქვის შედეგად. წყარო შესაძლოა იყოს არაქისის ფხვნილი ან არაქისის ზეთის საპკური.

სიმპტომები

მიწის თხილზე ალერგიული რეაქცია არაქისის მიღების შემდგომ რამოდენიმე წუთში ვითარდება. ალერგიის სიმპტომები:

  • ხშირი, თხევადო გამონადენი ცხვირიდან
  • რეაქციები კანზე:გამონაყარი, შეშუპება ან სიწითლე
  • ქავილი ან ჩხვლეტის შეგრძნება პირის ღრუს შიგნით, მის გარშემო და ყელში
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, როგორიცაა ფაღარათი, კუჭის სპაზმები, გულისრევის შეგრზნება და ღებინება
  • ყელის სიმჭიდროვე
  • სუნთქვის უკმარისობა ან ხიხინი



ანაფილაქსია:სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია

არაქისზე ალერგია საკვებით განპირობებული ანაფილაქსიის ყველაზე ხშირი მიზეზია. ანაფილაქსია საგანგებო მდგოამრეობაა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას ეპინეფრინის (ადრენალინი) ინექტორით.

ანაფილაქსიის სიმტპომები:

  • სასუნთქი გზების შევიწროება
  • ყელის შეშუპება, რომელიც აძნელებს სუნთქვას
  • სისხლის წნევის მნიშვნელოვნად დაცემა(შოკი)
  • სწრაფი პულსი
  • თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება და გონების დაკარგვა



როდის მივმართოთ ექიმს

არაქისზე ალერგიის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გაგივითარდათ მძიმე რეაქცია მიწის თხილზე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღინიშნება ანაფილაქსიის სიმპტომები. აკრიფეთ 112 თუ თქვენ ან თქვენს ახლოს მყოფს აღენიშნება თავბრუსხვევა, სუნთქვის სერიოზული გაძნელება ან გონების დაკარგვა.