ალერგია მტვრის ტკიპაზე

დაავადების აღწერა

ალერგია მტვრის ტკიპაზე არის ალერგიული რეაქცია მცირე ზომის მწერზე, რომელიც, ძირითადად, ოთახის მტვერში ცხოვრობს. მტვრის ტკიპაზე ალერგიის ძირითადი სიმპტომებია ცემინება და თხიერი გამონადენი ცხვირიდან. ალერგიის მქონე ადამიანებს აგრეთვე აღენიშნებათ ასთმის ნიშნები, როგორიცაა ხიხინი და სუნთქვის გაძNელება.

მტვრის ტკიპის დანახვა რთულია მიკროსკოპის გარეშე. მტვრის ტკიპები იკვებებიან ადამიანის კანის აქერცლილი, მკვდარი უჯრედებით. მათ უყვართ თბილ, ტენიან გარემოში ცხოვრება. თეთრეული, ავეჯი და ხალიჩა იდეალურ საცხოვრებელ გარემოს ქმნიან ტკიპებისთვის.

სახლის პირობებში ტკიპების მოსაშორებლად მიღებული ზომები, ხშირად არეგულირებს ალერგიას. მედიკამენტური და სხვა ტიპის მკურნალობები ზოგჯერ, საჭირო ხდება სიმპტომების შესამსუბუქებლად და ასთმის გასაკონტროლებლად.

გამომწვევი მიზეზი

მტვრის ტკიპა იკვებება ადამიანის კანის აქერცლილი, მკვდარი უჯრედებით. მათ შეუძლათ ატმოსფეროში არსებული ტენიანობისგან წყლის შეწოვა. მათი განვითარება შესაძლებელია 18.5-29 ცელსიუს გრადუსზე და 50%-ზე მაღალ ტენიანობაზე.

ოთახის მტვერი ადვილად ჩნდება ქსოვილებში და თეთრეულში, ავეჯსა და ხალიჩებში. ეს მატერიები ნესტსაც კარგად ინარჩუნებენ. შედეგად, საძინებელი ოთახი მტვრის ტკიპისთვის იდეალური საცხოვრებელი ადგილია.

მტვერი აგრეთვე შეიცავს ტკიპების ფეკალიებსა და ტკიპების გახრწნილ ორგანიზმს. მტვრის მკვდარი ტკიპის ნარჩენებში არსებული ცილები ძირითადი გამომწვევია ალერგიისა

რა იწვევს ალერგიულ რეაქციას
ალერგია ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა რეაგირებს უცხო სხეულზე, როგორიცაა მტვერი, შინაური ცხოველების აქერცლილი მკვდარი კანის უჯრედები ან მტვრის ტკიპა

ადამიანის იმუნური სისტემა გამოიმუშვებს ცილას, რომელსაც ანტისხეული ეწოდება. ანტისხეულები ადამიანს იცავენ არასასურველი სხეულებისგან, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის დაავადება და ინფექციის გამოწვევა. როდესაც თქვენ გაქვთ ალერგია, იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც ამოიცნობენ კონკრეტულ ალერგენს, როგორც ზიანის მომტან სხეულს, მიუხედავად იმისა, ნამდვილად შეუძლია თუ არა ამ სხეულს ადამიანის ვნება. როდესაც ჩვენ ჩავისუნთქავთ ან კონტაქტი გვაქ ალერგენთან, იმუნური სისტემა რეაგირებს და აყალიბებს ანთებით პასუხს ცხვირის ღრუში ან ფილტვებში. ხანგრძლივი ან რეგულარული შეხება ალერგენთან აყალიბებს ქრონკულ ანთებას, რომელიც უკავშირდება ასთმას.

სიმპტომები

ცხვირის ღრუს ანთებით გამოწვეული ალერგიის სიმპტომები:

  • ცემინება
  • ხშირი, თხევადი გამონადენი ცხვირიდან
  • ქავილი, სიწითლე ან ჭარბი ცრემლდენა თვალებში
  • ცხვირის ღრუს დახშობა
  • ქავილი ცხვირის, პირის ღრუს ზედა ნაწილის და ყელის არეში
  • პოსტნაზალური წვეთი
  • ხველა
  • ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება სახის არეში
  • შესიებული, ლურჯი ფერის კანი თვალების ქვემოთ
  • ბავშვებში ცხვირის ხშირი მოწმენდა ხელით


 
თუ ალერგია უკავშირდება ასთმას, შესაძლოა არსებობდეს შემდეგი სიმპტომები:

  • გაძნელებული სუნთქვა
  • ტკივილი ან სიმჭიდროვის შეგრძნება მკერდის არეში
  • ხიხინი ან სტვენა ამოსუნთქვისას
  • სუნთქვის უკმარისობით, ხველებით ან ხიხინით გამოწვეული ძილის პრობლემები
  • ხველების და ხიხინის ეპიზოდები, რომლებსაც ართულებს სასუნთქი გზებს ვირუსები- გაციება ან გრიპი.
  • მტვრის ტკიპის ალერგია შესაძლოა მიმიდნარეობდეს როგორც მსუბუქად, ასევე მძიმედ. ალერგიის მსუბუქი ფორმა იწვევს პერიოდულ თხევად გამონადენს ცხვირიდან, თვალების ჭარბ ცრემლდენასა და ცემინებას. ზოგიერთ შემთხვევაში მდგომარეობა შესაძლოა იყოს ქრონიკული, რაც იწვევს მუდმივ ცემინებას, ხველებას, ცხვირის დახშობას ზეწოლის შეგრძნებას სახის არეში და ასთმურ მძიმე შეტევებს.

როდის მივმართოთ ექიმს

მტვრის ტკიპის ალერგიის სიმპტომები, როგორებიცაა ცემინება და თხევადი გამონადენი ცხვირიდან, წააგავს ზოგადი გაციების სიმპოტმებს. ზოგჯერ, რთულია გაარჩიო ალერგია გაციებისგან. თუ სიმპტომები აღინიშნება ერთ კვირაზე მეტ ხანს, შესაძლოა ეს ალერგია იყოს.

თუ თვენი სიმპტომები ძლიერია- ცხვირის მძიმედ დახშობა, დაძინების პრობლემები ან ხიხინი- მიმართეთ ექიმს. მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ ხიხინი და სუნთქვის უკმარისობა გაუარესდება უცაბედად ან იმ შემთხვევაში, თუ მინიმალურ ფიზიკურ დატვირთვაზე სუნთვის უკმარისობა გეწყებათ.