ალერგია ნიკელზე

დაავადების აღწერა

ნიკელზე ალერგია კონტაქტური ალერგიული დერამტიტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმაა. კონტაქტური დერმატიტი წარმოადგენს ქავილის გამომწვევ გამონაყარს, რომელიც ჩნდება, როგორც წესი, უვნებელ ნივთიერებასთან კანის შეხების შემდგომ.

ნიკელზე ალერგია, ხშირად, უკვაშირდება საყურეებს და სხვა სამკაულს, განსაკუთრებით სხეულის პირსინგებს. თუმცა ნიკელი ბევრ ყოველდღიურ საგანშიც აღინიშნება, როგორიცაა მონეტა, შესაკრავი ელვა, მობილური ტელეფონი და სათვალის ჩარჩო.

ნიკელზე ალერგია ნებისმიერი ასაკის აპციენტში შეიძლება შეგვხვდეს. ნიკელზე ალერგია, როგორც წესი, ვითარდება ნიკელის შემცველ საგნებთან ხანგრძლივი კონტაქტის შემდგომ. მკურნალობამ შესაძლოა შეამსუბუქოს ალერგიით გამოწვეული სიმპტომები. ნიკელის ალერგიის განვითარების შემდეგ, თქვენ ამ მეტალზე მუდმივად მგრძნობიარე იქნებით, და საჭიროა მისგან თვის არიდება.

გამომწვევი მიზეზი

ალერგიული რეაქცია წარმოადგენს იმუნური სისტემის შეცდომით რეაგირებას უვნებელ ნივთიერებაზე. ნორმის პიროებში, იმუნური სისტემა წინააღმდეგობას უწევს ბაქტერიებს, ვირუსებს და სხვა ტოქსიურ ნივთიერებებს.

ნიკელზე ალერგიის დროს, ორგანიზმი რეაგირებს ნიკელზე და შესაძლოა სხვა მეტალებეც, როგორიცაა კობალტი და პალადიუმი. სხვა სიტყვებით, იგი შეცდომით აღიქვამს ნიკელს, როგორც რაიმე საზიანო ნივთიერებას. როდესაც ორგანიზმი აყალიბებს რეაქცის რაიმე კონრეტული გამომწვევის(ალერგენი) მიმართ, ამ შემთხვევაში ნიკელის მიმართ, იმუნური სისტემა შემდგომში ყოველთვის მგრძნობიარე იქნება ამ ალერგენისადმი. შესაბამისად ნიკელთან ნებისმიერ დროს კონტაქტის შემდჰომ, იმუნური სისტემა განავითარებს ალერგიულ პასუხს.

ნიკელზე ზემგრძნობელობა შესაძლოა განვითარდეს ნიკელზე პირველი შეხებით ან განმეორებითი კონტაქტის შედეგად. ნიკელზე ალერგიის მიზეზი უცნობია, თუმცა მეტალის მიმართ მგრძნობელობას ნაწილობრივ გენეტიკაც განაპირობებს.

ნიკელის შემცველი საგნები

ნიკელზე ალერგია, ყველაზე ხშირად, უაკვშირდება საყურეებს და სხვა სამკაულებს, მაგალითად პირსინგებს, რომლებიც შეიცავენ ნიკელს. ნიკელის წყაროები:

  • პირსინგები
  • სხვა ძვირფასეულობა, მათ შორის ბეჭდები, ბრასლეტები, ყელსაბამი და ა.შ.
  • საათის სამაჯურები
  • შესაკრავი ელვა, ღილები, ბიუზჰალტერის შესაკრავი და ა.შ.
  • ქამრის ბალთა
  • სათვალის ჩარჩო
  • მონეტა
  • მეტალის ხელსაწყო
  • მობილური ტელეფონი
  • გასაღები

სიმპტომები

თუ თქვენ აღგენიშნებათ ნიკელზე ალერგია და შეეხეთ ნიკელის შემცველ საგანს, ალერგიული რეაქცია(კონტაქტური დერმატიტი), ძირითადად, გამოვლინდება შეხებიდან 12-48 საათის შემდეგ. რეაქცია შესაძლოა გაგრძელდეს 2-4 კვირის განმავლობაში. კონტაქტური დერამტიტის ნიშნები, უმეტესად, თავს იჩენს ნიკელის შეხების ადგილას, თუმცა შესაძლოა გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილში. ნიკელზე ალერგიის სიმპტომები:

  • გამონაყარი ან ამობურცულობები აკნზე
  • ქავილი, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე
  • კანის ფერის შეცვლა ან სიწითლე
  • დამწვრობისმაგვარი მშრალი ლაქები კანზე
  • ბუშტუკები და სითხის გამონადენი მძიმე შემთხვევებში


როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ აღგენიშნებათ კანზე გამონაყარი და არ იცით საიდან გაჩნდა იგი, მიმართეთ ექიმს. თუ თვენ უკვე დაგისვეს ნიკელზე ალერგიის დიაგნოზი და დარწმუნებული ხართ, რომ გამონაყარი ნიკელითაა გამოწვეული, გამოიყენეთ იგივე სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ექიმმა წარსულში დაგინიშნათ. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობამ არ გაჭრა, მიმართეთ ექიმს. თუ ეჭვობთ, რომ დაზიანებულ ზონაში სესაძლოა იყოს ინფექციის განვითარების რისკი, დაუკავშირდით ექიმს სასწრაფოდ. ინფექციის მიმანიშნელები სიმპტომებია: ტკივილი, სიწითლე, სითბო ან ჩირქი დაზიანებულ ადგილას.