ალერგია რძეზე
დაავადების აღწერა
რძეზე ალეგია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ალერგიაა ბავშვებში. მდგომარეობას იწვევს ორგანიზმის არასწორი რეაქცია რძის პროდუქტების მიმართ. ალერგია ყველაზე ხშირად ძროხის რძითაა გამოწვეული, თუმცა მდგომარეობას ასევე განაპირობებს თხის, ცხვრის, კამეჩისა და სხვა ძუძუმწოვართა რძეც.
რძის მიღების შემდეგ, როგორც წესი, ალერგიული რეაქცია წუთების ან საათების შემდეგ ვითარდება. ალერგიის სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე და მოიცავს ხველას, ღებინებას, გამონაყარს და მონელების პრობლემებს. ზოგიერთ შემთხვევაში რძეზე ალერგია იწვევს ანაფილაქსიას – მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია.
მკურნალობის მთავარი ნაწილი არის რძისგან თავის არიდება. საბედნიეროდ, ბავშვების დიდ ნაწილს მოზრდილ ასაკში რძეზე ალერგია ნელ-ნელა უქრებათ. მათ, ვისაც დარჩება ალერგია, თავიდან უნდა აირიდონ რძის პროდუქტები.
გამომწვევი მიზეზი
ნებისმიერი ალერგია საკვებზე გამოწვეულია იმუნური სისტემის არასწორი მოქმედებით. თქვენი იმუნური სისტემა ამოიცნობს რძის ზოგიერთ ცილას, როგორც საზიანო ნივთიერებას, რის შემდეგაც გამოყობს იმუნოგლობულინ E ანტისხეულებს, რათა გაანადგუროს ხსენებული ცილა(ალერგენი). შემდეგზე ასეთი ცილიის განმეორებითი მიღების დროს, მოგროვილი იმუნოგლობულინ E ანტისხეულები ამოიცნობენ მათ და შეატყობინებენ თქვენს იმუნურ სისტემას, გამოათავისუფლონ მათ ჰისტამინია და სხვა ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ალერგიის სიმპტომებს იწვევენ.
ძროხის რძეში არსებობს ორი ცილა, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციას:
- კაზეინი, რომელიც გვხვდება აჭრილი რძის მყარ ნაწილში
- რძის შრატი, რომელიც გვხვდება აჭრილი რძის თხევად ნაწილში
ბავშვი შესაძლოა იყოს ალერგიული რძის ერთ ან ორივე ცილაზე. ამ ცილებისგან თავის არიდება რთულია, რადგან ისინი ზოგიერთი დამუშავებული საკვების შემადგენლობაშიც შედიან. ძროხის რძეზე ალერგიული პაციენტების უმრავლესობას რეაქცია ასევე უვითარდება ცხვრის, თხის და კამეჩის რძეზეც. იშვიათ შემთხვევებში, ძროხის რძის მიმართ ალერგიის მქონე ადამიანები ასევე ალერგიულები არიან სოიოს რძეზე.
საკვების ცილით განპირობებული ენტეროკოლიტის სინდრომი
საკვების ალერგენმა შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობა, რომელსაც საკვების გვიანდელ ალერგიას ეძახიან. ნებისმიერი საკვები შესაძლოა იყოს ალერგიის ამომწვევი, თუმცა რძე მათ შორის ყველაზე ხშირია. რეაქცია, რომელიც ყველაზე ხშირად ღებინებით ან ფაღარათითაა გამოხატული, როგორც წესი, ვითარდება საათების შემდგომ.
საკვებზე სხვა ალერგიებისგან განსხვავებით, საკვების ცილით განპირობებული ენტეროკოლიტის სინდრომი თავისით გაივლის დროთა განმავლობაში. რძის ტიპიური ალერგიების მსგავსად, ამ მდგომარეობის თავიდან არიდება ხდება საკვები რაციონიდან რძის და მისი პროდუქტების ამოღებით.
სიმპტომები
რძის მიმართ ალერგიის სიმპტომები, რომელიც განსხვავდება ადამიანებში, თავს იჩენა რამოდენიმე წუთის ან საათის შემდგომ რძის პროდუქტის მიღებიდან.
რძის ან რძის პროდუქტების მიღებისთანავე შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:
- გამონაყარი
- ხიხინი
- ღებინება
სიმპტომები, რომლებსაც შედარებით მეტი დრო სჭირდებათ გასავითარებლად:
- თხიერი განავალი, რომელშიც შესაძლოა აღინიშნებოდეს სისხლი
- ფაღარათი
- მუცლის სპაზმები
- ხველა ან ხიხინი
- ხშირი, თხიერი გამონადენი ცხვირიდან
- ჭარბი ცრემლდენა
- კანის გამონაყარი, რომელიც, ძირითადად, პირის გარშემო ვითარდება და იწვევს ქავილს
- კოლიკა ბავშვებში
რძის მიმართ ალერგია თუ რძის აუტანლობა
ნამდვილი ალერგია რძეზე განსხვავდება რძის ცილის, იგივე ლაქტოზის აუტანლობისგან. რძეზე ალერგიის მაგივრად, აუტანლობის დროს არ არის ჩართული იმუნური სისტემა. რძის აუტანლობა იწვევს განსხვავებულ სიმპტომებს, რომლებსაც სხვა მკურნალობა ესაჭიროებათ.
ლაქტოზის აუტანლობის ხშირი სიმპტომები მოიცავს საჭმლის მომნელებელ პრობლემებს, როგორიცაა შებერილობა, გაზიანობა ან ფაღარათი რძის პროდუქტების მიღების შემდგომ.
ანაფილაქსია
რძის მიმართ ალერგიას შეუძლია გამოიწვიოს ანაფილაქსია, სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია, რომლის დროსაც ვიწროვდება სასუნთქი გზები და რთულდება სუნთქვა. მიწის თხილის და ხის თხილის შემდეგ, რძე ყველაზე ხშირი საკვებია, რაც იწვევს ანაფილაქსიას.
თუ თქვენს შვილს განუვითარდა რეაქცია რძეზე, მიმართეთ ექიმს მიუხედავად იმისა, რეაქცია რბილი იყო თუ მძიმე. ანალიზებმა შესაძლოა დაადასტურონ რძის მიმართ ალერგია, რაც მომავალში თავიდან აგარიდებთ შესაძლო გართულებებს.
ანაფილაქსიის დროს საჭიროა ეპინეფრინის(ადრენალინის) სწრაფი გაკეთება პაციენტისთვის და მისი გადაყვანა სასწრაფო განყოფილებაში. სიმპტომები რძის მიღების შემდგომ მალევე ვითარდება:
- სასუნთქი გზების შევიწროება, რომლის დროსაც სივდება ყელი და ართულებს სუნთქვას
- სიწითლე სახის არეში
- ქავილი
- შოკი წნევის ძლიერ ვარდნასთან ერთად
როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღგენიშნებათ ალერგიის სიმპტომები რძის მოხმარებიდან მალევე, მიმართეთ ექიმს. თუ შესაძლებელია, მიმართეთ ექიმს ალერგიული რეაქციის დროს, რათა მას გაუმარტივდეს დიაგნოზის დასმა. მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ თქვენ ან თქვენს შვილს განგივითარდათ ანაფილაქსიის სიმპტომები.