ალერგია საკვებზე

დაავადების აღწერა

საკვებზე ალერგია იმუნური სისტემის რეაქციაა, რომელიც ვითარდება გარკვეული ტიპის საკვების მიღბის შემდგომ. ალერგიის გამომწვევი საკვების მცირეოდენი დოზით მიღებამაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული სიმპტომები, მაგალითად საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, გამონაყარი ან შესიებული სასუნთქი გზები. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, საკვებზე ალერგია იწვევს ძლიერ სიმპტომებს და სიცოცხლისტვის საშიშ რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება.

საკვებზე ალერგია გვხვდება ბავშვების და 6-8%-შო 3 წლამდე და ზრდასრულების 3 %-მდე. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა არ არსებობს, ზოგიერთ ბავშვს ალერგია თავისით უვლის ასაკის მატებასთან ერთად.

ხშირად ხდება საკვების ალერგიის არევა ასევე გავრცელებულ რეაქციაში, რომელსაც საკვების აუტანლობას უწოდებენ. მიუხედავად შემაწუხებლობისა, საკვების აუტანლობა ნაკლებად მძიმე მდგომარეობაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა არ არის ჩართული.

გამომწვევი მიზეზი

საკვებზე ალერგიის დროს, იმუნური სისტემა შეცდომით აღიქვამს კონკრეტულ საკვებს, ან მის რომელიმე ნივთიერება, როგორც რაიმე ზიანის მომტანს. იმუნიტეტი ათავისუფლებს ანტისხეულებს, რომლებსაც იმუნოგლობულინ E ანტისხეულები ეწოდება, რათა გაანეიტრალოს “საშიში” საკვები ნივთიერება(ალერგენი). შემდეგზე, იმავე საკვების მცირე რაოდენობით მიღების შემთხვევაში, უკვე მოგროვილი და მზად მყოფი იმუნოგლობულინ E ანტისხეულები გრძნობენ ალერგენს და სიგნალს გადასცემენ იმუნურ სისტემას, რათა გამოთავისუფლდეს ქიმიური ნივთიერება ჰისტამინი და სხვა ალერგიული ნივთიერებები სისხლის მიმოქცევაში.

ეს ქიმიური ნივტიერებები ალერგიულ მრავალ გამოვლინებას ავითარებენ. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული პასუხები, მათ შორის გამნადენი ცხვირიდან, თვალების ქავილი, ყელის სიმშრალე, გამონაყარი, გულისრევის შეგრძნება, ფაღარათი, გაძნელებული სუნთქვა და ანაფილაქსიური შოკი.

საკვებზე ალერგიების უმრავლესობა გამოწვეულია ცილებით, რომლისგანაც შედგება:

  • მოლუსკები, მაგალითად კრევეტი, ასთავი და კიბორჩხალა
  • მიწის თხილი
  • ხის თხილი, მაგალითად კაკალი
  • თევზი
  • კვერცხი



ბავშვებში, საკვებზე ალერგიები ხშრად გამოწვეულია ზოგიერთი ცილით, რომლისგანაც შედგება:

  • კვერცხი
  • რძე
  • მიწის თხილი
  • ხის თხილი
  • ხორბალი



საკვების აუტანლობა და სხვა რეაქციები

არსებობს მრავალი რეაქცია საკვებე, რომელიც საკვებზე ალერგიის მსგავს სიმპტომებს იძლევა. საკვების აუტანლობის ტიპის მიხედვით თქვენთვის შესაძლოა დაშვებული იყოს პრობლემატური საკვების მცირეოდენი მიღება. ამ მდგომარეობისგან განსხვავებით, საკვებზე ნამდვილი ალერგიის დროს, სულ მცირე რაოდენობით მიღებული საკვები ალერგიულ რეაქციას იწვევს.

რადგანაც საკვების აუტანლობას ახასიათებს საკვების ალერგიის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევის შეგღზნებ, ღებინება, მუცლის სპაზმები და ფაღარათი – ისინი ხშირად ერევათ ერთმანეთსი.

ერთ-ერთი შემაცდენელი ასპექტი საკვების აუტანლობის დიაგნოსტიკის დროს არის ის, რომ ხშირად ადამინებს აუტანლობა არ აქვთ კონკრეტული საკვების მიმართ, არამედ საკვების მზადებისას გამოყენებული ინგრედიენტის მიმართ.

ხშირი დაავადებები, რომლებიც იწვევენ საკვებზე ალერგიის მსგავს სიმპტომებს:

  • საკვების მონელებაში მონაწილე ფერმენტის არარსებობა. ორგანიზმში, ზოგჯერ, არ აღინიშნება საკმარისი რაოდენობით ფერმენტები, რომლებიც იღებენ მონელებაში მონაწილეობას. მაგალითად, ფერმენტ ლაქტაზას არასაკმარისი რაოდენობა იწვევს ლაქტოზას მონელების უუნარობას. ლაქტოზა რძის პროდუქტების რძის პროდუქტების მთავარი ნივტიერებაა. ლაქტოზის აუტანლობა იწვევს შებერილობას, სპაზმებს, ფაღარათს და ჭარბ გაზიანობას.
  • საკვებით მოწამვლა. ზოგიერთ შემთხვევაში საკვებით მოწამვლა წააგავს ალერგიულ რეაქციას. ზოგიერთი თევზის ბაქტერია წარმოქმნის ტოქსინს, რომელიც იწვევს ალერგიის მსგავს რეაქციებს.
  • საკვებ დანამატებზე მგრძნობელობა. ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის რეაქციები და სხვა სიმპტომები ზოგიერთი საკვები დანამატის მიღბის შემდგომ. მაგალითად, მშრალი ხილის და ღვინის შესანახად გამოყენებული სულფიტები იწვევენ ასთმას მგრძნობიარე ადამიანებში. სხვა საკვები დანამატები, მაგალითად მონოსოდიუმის გულტამატი, ხელოვნური დამატკბობლები და საკვების საღებავები იწვევენ მძიმე რეაქციებს.
  • ჰისტამინით მოწამვლა. ზოგიერთი თევზი, მაგალითად, ტუნა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ბაქტერიებს, რომლებშიც აღინიშნება ჰისტამინის მაღალი შემცველობა, არასათანადო შენახვის პირობებში იწვევენ საკვებზე ალერგიის მსგავს სიმპტომებს.
  • ცელიაკია. ცელიაკიას ზოგჯერ გლუტენზე ალერგიას უწოდებენ, თუმცა ეს არ არის ნამდვილი ალერგია. საკვებზე ალერგიის მსგავსად, ამ დაავადებაში მონაწილეობს იმუნური სისტემა, თუმცა ამ შემთხვევაში წარმოდგენილია იმუნური სისტემის უნიკალური რეაქცია, რომელიც საკვებზე ალერგიისგან განსხვავებით უფრო კომპლექსურია. საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადება გამოწვეულია გლუტენის შემცველი საკვებით:პური, პასტა, ნამცხვრები და სხვა საკვები, რომელიც შეიცავს ხორბალს, ქერს ან ჭვავს.



თუ თქვენ აღგენიშნებათ ცელიაკია და მიიღებთ გლუტენის შემცველ საკვებს, იმუნური რეაქციის შედეგად ზიანდება წვრილი ნაწლავის ზედაპირი, რაც იწვევს ზოგიერთი საკვები ნივთიერების შეწოვის გაძნელებას.

სიმპტომები

ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, ალერგიული რეაქცია გარკვეულ საკვებზე შეიძლება იყოს დისკფომორტული, მაგრამ არა მძიმე. სხვა შემთხვევებში საკვებზე ალერგია არის საგანგაშო და სიცოცხლისთვის საშიშიც კი. საკვებზე ალერგიის სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება რამოდენიმე წუთიდან ორი საათის ფარგლებში საკვების მიღების შემდგომ.

საკვებზე ალერგიის სიმპტომები:

  • ჩხვლეტის ან ქავილის შეგრძნება პირის ღრუში
  • გამონაყარი, ქავილი ან ეკზემა
  • ტუჩების, სახის, ენის, ყელის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება
  • ხიხინი, ცხვირის დახშობა ან სუნთქვის გაძნელება
  • ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა
  • ანაფილაქსია



ზოგიერთ ადამიანში, საკვებზე ალერგია იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ რეაქციას- ანაფილაქსიას. ანაფილაქსიის სიმპტომები:

  • სასუნთქი გზების შევიწროება და სიმჭიდროვე
  • შესიებული ყელი ან შეგრძნება, რომ ყელის არეში არის ამობურცულობა, რომელიც აძნელებს სუნთქვას
  • სისხლის წნევის მძიმე ვარდნით განვითარებული შოკი
  • სწრაფი პულსი
  • თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება ან ცნობიერების დაკარგვა



საგანგებო მკურნალობა კრიტიკულია ანაფილაქსიისთვის. სამედიცინო ჩარევის გარეშე ანაფილაქსია იწვევს კომასა და სიკვდილს.

ვარჯიშით განპირობებული ალერგია საკვებზე

ზოგიერთ ადამინს საკვებზე ალერგიული რეაქცია უვითარდება ფიზიკური დატვირთვის პირობებში. ზოგიერთი საკვების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ქავილი ან გულის წასვლის შეგრძნება ვარჯიშის დაწყებისას. მძიმე შემთხვევებში, ვარჯიშიტ განპირობებული ალერგია იწვევს სერიოზულ რეაქციებს, როგორიცაა გამონაყარი და ანაფილაქსია.

ზოგიერთი საკვების მიღებისგან თავის არიდება და ვარჯიშამდე რამოდენიმე საათით ადრე საკვების მიღების შეწყვეტა ახდენს პრობლემის პრევენციას.

ყვავილის მტვრისა და საკვების ალერგიული სინდრომი

თვისმიერი ცხელების მქონე ზოგიერთ პაციენტში, ახალი ხილი და ბოსტნეული, თხილი და სანელებლები იწვევენ ალერგულ რეაქციას, რაც განაპირობებს პირის ღრუში ჩხვლეტისა და ქავილის შეგრძნებას. ზოგიერთ შემთხვევაში სინდრომი იწვევს შესიებას ყელის არეში და ასევე ანაფილაქსიას.

ეს ჯვარედინი რეაქციის მგალითია. ხილისა და ბოსტნეულის შემადგენლობაში არსებული ცილები იწვევენ ალერგიულ რეაქციას, რადგან ისინი წააგვანან ყავილის ზოგიერთ მტვერში არსებულ ცილებს. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ალერგია ამბროზიაზე, თქვენ ასევე გექნებათ ალერგია ნესვზე. არყის ხეზე ალერგიის შემთხვევაში, აპციენტს ვაშლზეც აქვს რეაქცია.

ხილისა და ბოსტნეულის სათანადო მომზადებამ შესაძლოა თავიდან აგარიდოთ ეს რეაქცია. მომზადებული ხილი და ბოსტნეული, როგორც წესი არ იწვევენ ჯვარედინი რეაქციის სიმპტომებს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ალერგოლოგს, თუ თქვენ გაგივითარდად ალერგიი სისმპტომები კვებიდან მოკლე დროში. თუ შესაძლებელია, მიმართეთ ექიმს ალერგიული რეაქციის მიმდინარეობის დროს. ეს ექიმს გაუადვილებს დიაგნოზის დასმას.

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ აღინიშნება ანაფილაქსიის სიმპტომები, მაგალითად:

  • სასუნთქი გზების შევიწროება, რაც აძნელებს სუნთქვას
  • სისხლის წნევის მძიმე ვარდნით განვითარებული შოკი
  • სწრაფი პულსი
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება