ალერგია სოიოზე
დაავადების აღწერა
ალერგია სოიოზე ხშირი საკვებისმიერი ალერგიაა. ალერგია სოიოზე ხშირად ვლინდება ჩვილობის ასაკში სოიოს შემცვლელი საჭმლის მიღებისას. ბევრ ბავშვს ალერგია უქრება, თუმცა ზოგიერთ მათგანს იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს.
სოიოზე ალერგიის მსუბუქი ნიშნები და სიმპტომებია ჭინჭრის ციება ან პირის გარშემო ქავილი. იშვიათ შემთხვევაში, სოიოზე ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია).
თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ რეაქცია სოიოზე, უთხარით ამის შესახებ ექიმს. ანალიზები დაგეხმარებათ დიაგნოზის დადასტურებაში.
სოიოზე ალერგია ნიშნავს, რომ აუცილებელია სოიოს შემცვლელ ყველა პროდუქტზე უარის თქმა, რაც სირთულეს წარმოადგენს. სოიოს შეიძლება შეიცავდეს ბევრი საკვები, მაგალითად ხორცის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, შოკოლადი და ბურღულეული.
გამომწვევი მიზეზი
საკვებისმიერ ალერგიებს იწვევს იმუნური სისტების რეაქცია. სოიოზე ალერგიის დროს, სოიოს ზოგიერთ ცილას იმუნური სისტემა აღიქვამს დამაზიანებლად და იწყებს მის საწინააღმდეგოდ იმუნოგლობულინი E ანტისხეულების წარმოქმნას. სოიოსთან შემდეგი კონტაქტის დროს, ეს ანტისხეულები ამოიცნობენ მას და მისცემენ იმუნურ სისტემას სისხლში ჰისტამინის და სხვა ნაერთების გამოსანთავისუფლებელ სიგნალს.
ჰისტამინი და სხვა ნაერთები იწვევენ მრავალ ალერგიულ ნიშანს და სიმპტომს. ჰისტამინი ნაწილობრივ პასუხისმგებელია ალერგიული პასუხების უმეტესობაზე, მათ შორის სურდოზე, თვალების ქავილზე, ყელის სიმშრალეზე, გამონაყარზე, ჭინჭრის ციებაზე, გულისრევაზე, ფაღარათზე, სუნთქვის გაძნელებაზე და ანაფილაქსიურ შოკზე.
საკვების ცილით ინდუცირებული ენტეროკოლიტის სინდრომი
საკვებისმიერმა ალერგენმა შეიძლება გამოიწვიოს დაგვიანებული საკვებისმიერი ალერგია. ყველაზე ხშირად ამას სოიო იწვევს. ეს რეაქცია ძირითადად მიმდინარეობს პირღებინებით და დიარეით და ვითარდება ალერგენის ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
ზოგიერთი საკვებისმიერი ალერგიის განსხვავებით, საკვების ცილით ინდუცირებული ენტეროკოლიტის სინდრომი დროთა განმავლობაში ქრება. როგორც სოიოზე ალერგიის დროს, რეაქციის თავიდან არიდება მარტივად შეიძლება საკვებიდან სოიოს ამოღებით.
სიმპტომები
ბევრი ადამიანისთვის სოიოზე ალერგია არაკომფორტულია, თუმცა არასერიოზული პრობლემაა. იშვიათად, ალერგიული რეაქცია შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. საკვებისმიერი ალერგიის ნიშნები და სიმპტომები ალერგენის შემცვლელი საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში ჩნდება.
სოიოზე ალერგიის სიმპტომებია:
- ჩხვლეტის შეგრძნება პირში
- ჭინჭრის ციება, ქავილი ან ქერცვლადი კანი (ეგზემა)
- ტუჩების, სახის, ენის, ყელის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება
- მსტვინავი სუნთქვა, სურდო ან სუნთქვის გაძნელება
- მუცლის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა ან პირღებინება
- კანის სიწითლე
სიოზე ალერგიის დროს მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) იშვიათია. იგი უფრო ხშირია ასთმიან ადამიანებში და სხვა საკვებზე, მაგალითად მიწის თხილზე ალერგიის მქონე ადამიანებში.
ანაფილაქსიის დროს უფრო მწვავე ნიშნები და სიმპტომები ვითარდება. ესენია:
- სუნთქვის გაძნელება, რაც გამოწვეულია ყელის შეშუპებით
- შოკი, სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა
- ჩქარი პულსი
- თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის შეგრძნება ან გონების დაკარგვა
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს ან ალერგოლოგს თუ გაქვთ საკვებისმიერი ალერგიის სიმპტომები საკვების მიღებიდან ცოტა ხანში. სასურველია ექიმს ალერგიული რეაქციის დროს მიმართოთ.
სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება ანაფილაქსიის ნიშნების ან სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში. ესენია:
- სუნთქვის გაძნელება
- ჩქარი, სუსტი პულსი
- თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვის შეგრძნება
- ნერწყვდენა ან ყლაპვის გაძნელება
- მთელი სხეულის სიწითლე და სიმხურვალე