ალერგიული რინიტი

დაავადების აღწერა

პოლინოზი, აგრეთვე ცნობილი როგორც თივის ცხელება და ალერგიული რინიტი, იწვევს გაციებას მსგავს ნიშნებს და სიმპტომებს, როგორებიცაა სურდო, თვალების ქავილი, ცხვირში გაჭედვა, ცემინება და სინუსებზე ზეწოლა. გაციებისგან განსხვავებით, პოლინოზს არ იწვევს ვირუსი. პოლინოზი გამოწვეულია გარეთ ან ოთახის შიგნით არსებულ ალერგენებზე ალერგიული რეაქციით. ალერგენებს მიეკუთვნება ყვავილის მტვერი, მტვრის ნაწილაკები და ცხოველების ქერტლი.

პოლინოზმა შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოთ და შეგიშალოთ ხელი სკოლაში ან სამსახურში საქმიანობაში და გართობაში, მაგრამ თქვენ არ ხართ ვალდებული აიტანოთ ეს სიმპტომები. გამშვები ფაქტორების თავიდან არიდება და სწორი მკურნალობის პოვნა დიდ ცვლილებას მოგცემთ.

გამომწვევი მიზეზი

პროცესის დროს, რომელსაც ეწოდება სენსიბილიზაცია, თქვენი იმუნური სისტემა შეცდომით აღიქვამს ჰაერში არსებულ უვნებელ ნივთიერებას საშიშად. ამის საპასუხოდ თქვენ იმუნური სისტემა იწყებს ამ უვნებელი ნივთიერების საწინააღმდეგოდ ანტისხეულების გამომუშავებას. ამ ნივთიერებასთან ხელმეორედ კონტაქტის შემდეგ, ანტისხეულები შეიცნობენ მას და აძლევენ სიგნალს იმუნურ სისტემას, რომელიც სისხლში გამოანთავისუფლებს ბევრ ნაერთს, მათ შორის ჰისტამინს. ეს იმუნური სისტემის ნაერთები განაპირობებენ რეაქციას, რომელიც იწვევს პოლინოზის სიმპტომების და ნიშნების გაჩენას.

პოლინოზის სეზონურ გამშვებ ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ხის მტვერი, რომელიც ხშირია გაზაფხულზე
  • ბალახის მტვერი, რომელიც ხშირია გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში
  • ამბროზიას მტვერი, რომელიც ხშირია შემოდგომაზე
  • სოკოების და ობის სპორები, რომლებიც უარესდება თბილ თვეებში



პოლინოზის მთელი წლის განმავლობაში არსებულ გამშვებ ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • მტვრის ნაწილაკები და ტარაკნები
  • ცხოველების, მაგალითად კატების, ძაღლების და ჩიტების ქერტლი
  • ოთახის შიგნით და გარეთ არსებული სოკოების და ობის სპორები



პოლინოზი არ ნიშნავს იმას, რომ ალერგიული ხართ თივაზე. სახელისდა მიუხედავად, პოლინოზს თითქმის არასდროს იწვევს თივა და ამ დროც არც ცხელება ვითარდება.

სიმპტომები

პოლინოზის ნიშნები და სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ალერგენთან კონტაქტისთანავე და ახასიათებს:

  • სურდო და ცხვირში გაჭედვა
  • ცრემლიანი თვალები და თვალების ქავილი
  • ცემინება
  • ხველება
  • ცხვირის, სასის ან ყელის ქავილი
  • ზეწოლა სინუსებზე და სახის ტკივილი
  • შეშუპებული, ლურჯი კანი თვალების ქვეშ
  • სუნის და გემოს დაქვეითებული შეგრძნება



წელიწადის დრო შეიძლება იყოს ფაქტორი

პოლინოზის სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს ან გაუარესდეს წელიწადის გარკვეულ დროს და დაკავშირებული იყოს ყვავილის მტვერთან, ბალახთან ან მცენარეებთან, რომლებიც სხვადასხვა დროს ხარობენ. თუ თქვენ მგრძნობიარე ხართ ოთახის შიგნითა ალერგენების მიმართ, როგორებიცაა მტვრის ნაწილაკები, ტარაკნები, ობი ან ცხოველების ქერტლი, თქვენ შეიძლება სიმპტომები მთელი წლის განმავლობაში გქონდეთ. ბევრ ადამიანს აქვს ალერგიის სიმპტომები მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ მათი სიმპტომები წელიწადის გარკვეულ დროს უარსდება.

ასაკის გავლენა

მიუხედავად იმისა, რომ პოლინოზი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, იგი ყველაზე ხშირად ვითარდება ბავშვობის ან ადრეული ზრდასრულობის ასაკში. პოლინოზის სიმწვავის ცვლილება წლების განმავლობაში ჩვეულებრივი მოვლენაა. ადამიანთა უმრავლესობაში, პოლინოზის სიმპტომები ათწლეულების განმავლობაში ნელნელა სუსტება.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • გგონიათ, რომ პოლინოზი გაქვთ
  • თქვენი სიმპტომები ხანგრძლივი და ხელისშემშლელია
  • ალერგიის მედიკამენტები არ გშველით
  • ალერგიის მედიკამენტები გშველით, მაგრამ გაწუხებთ გვერდითი მოვლენები
  • გაქვთ სხვა მდგომარეობა, რომელიც ამძიმებს პოლინოზის სიმპტომებს, მაგალითად ცხვირის პოლიპები, ასთმა ან სინუსების ხშირი ინფექციეები



ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვები, ეჩვევიან პოლინოზის სიმპტომებს. სწორი მკურნალობის ჩატარებას შეუძლია შეამციროს გამაღიზიანებელი სიმპტომები. ზოგ შემთხვევაში სწორ მკურნალობას შეუძლია თავიდან აგარიდოთ სერიოზული ალერგიული მდგომარეობები, მაგალითად ასთმა და ეგზემა.

მიმართეთ ალერგოლოგს თუ:

  • გაქვთ მწვავე სიმპტომები
  • გაქვთ პოლინოზი მთელი წლის განმავლობაში
  • ალერგიის მედიკამენტებით ვერ აკონტროლებთ სიმპტომებს
  • ალერგიის მედიკამენტები იწვევს ხელის შემშლელ გვერდით ეფექტებს
  • გსურთ გაიგოთ იმუნოთერაპიის ჩატარება თუ არის რეკომენდირებული თქვენთვის