ამნეზია

დაავადების აღწერა

ამნეზია ნიშნავს მოგონებების დავიწყებას: ფაქტების, ინფორმაციის, გამოცდილებებლის. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ფილმებში და ტელევიზორში ამნეზიის მქონე ადამიანებს არ ახსოვთ საკუთარი თავი, სინამდვილეში ამ პათოლოგიის დროს იდენტობის დაკარგვა არ ხდება.

ადამიანები ამნეზიით – იგივე ამნეზიური სინდრომით ძირითადად არიან ფხიზლად და იციან ვინ არიან, მაგრამ მათ უჭირთ ახალი ინფორმაციის ათვისება და ახალი მოგონებების ფორმირება.

ამნეზია შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინში იმ ადგილების დაზიანებამ, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერების ნორმალურ ჩამოყალიბებაზე. განხვავებით მეხსიერების დროებითი კარგვისაგან (გარდამავალი გლობალური ამნეზია), ამნეზია შეიძლება იყოს მუდმივი
სპეციფიკური მკურნალობა ამნეზიისათვის არ არსებობს, თუმცა მეხსიერების გასაუმჯობესებელმა ტექნიკებმა და ფსიქოლოგიურმა თანადგომამ შესაძლოა პაციენტს თავი გაართმევინოს პრობლემისთვის

გამომწვევი მიზეზი

მეხსიერების ნორმალური ფუნქციონირება მოიცავს თავის ტვინის დიდ ნაწილს, შესაბამისად ნებისმიერი დაავადება ან ტრავმა რაც ზეგავლენას ახდენს ტვინზე ხელს უშლის მეხსიერების ნორმალურ ფორმირებას.

ამნეზია შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის ლიმბური სისტემის სტრუქტურის დაზიანებამ, ეს სისტემა აკონტროლებს ემოციებს და მეხსიერებას. ამ სტრუქტურებში შედის თალამუსი, რომელიც მდებარეობს თავის ტვინის ცენტრში სიღრმისეულად და ჰიპოკამპუსის ფორმირებები, რომლებიც მდებარეობენ თავის ტვინის საფეთქლის წილში.

თავის ტვინის დაზიანების შედეგად მიღბულ ამნეზიას ნევროლოგიური ამნეზია ეწოდება. ნვროლოგიური ამნეზიის მიზეზები:

  • ინსულტი
  • თავის ტვინის ანთება(ენცეფალიტი),რომელიც გამოწვეულია ვირუსული ინფექციით როგორიცაა ჰერპეს სიმპლექს ვირუსი. ავტოიმუნური რეაქცა კიბოზე, რომელიც მდებარეობას სხეულის სხვა მიდამოში (პარანეოპლასტიური ლიბური ენცეფალიტი), ან ავტოიმუნური რეაქცია კიბოს გარეშე.
  • ჟანგბადის არ ასაკმარისი რაოდენობა ტვინში, მაგალითად გულის შეტევის დროს, დისტრესის დროს ან ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლისას
  • ალკოჰოლოს ხანგრძლივი მოხმარების შედეგად გამოწვეული თიამინის (ვიტამინი B-1) ნაკლებობა (ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომი)
  • სიმსივნეები თავის ტვინის იმ არეებში, რომლებიც აკონტროლებენ მეხსიერებას
  • თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებები, მაგალითად ალცჰეიმერის დაავადება და დემენციის სხვა ფორმები
  • შეტევები
  • ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითდ ბენზოდიაზეპიენბი
  • სპორტული აქტივობების დროს ან საგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ტვინის შერტევა წივევს დაბნეულობასა და ახალი ინფორმაციის ათვისების პრობლემებს. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით გხვდება გამოჯანმრთელების ნაადრევ ეტაპებზე. თუმცა თავის ტრავმები,როგორც წესი, მძიმე ფორმის ამნეზიას არ იწვევს
  • არსებობს სხვა ტიპის ამნეზია, რომელსაც დისოციაციური (ფსიქოგენური) ამნეზია ეწოდება. ამნეზიის ამ ფორმას იწვევს ემოციური შოკი ან ტრავმა, მაგალითად იმ დროს, როდესაც პაციენტი ძალადობრივი კრიმინალის მსხვერპლი ხდება. ამ შემთხვევაში ადამიანს შესაძლოა დაავიწყდეს პიროვნული მოგონებები და ავტობიუგრაფიული ინფორმაცია, თუმცა ეს ხანმოკლე პროცესია და მეხსიერების აღდგენა მალევე ხდება.

სიმპტომები

ამნეზიის ორი მთავარი მახასიათებელი:

  • ამნეზიის დაწყების შემდეგ ახალი ინფორმაციის ათვისების უნარის გაუარესება (ანტეროგრადული ამნეზია)
  • წარსული მოვლენების და უწინ ნაცნობი ინფორმაციის გახსენების გართულება (რეტროგრადული ამნეზია)
  • ამნეზიის მქონე პაციენტების უმრავლესობას აქვთ ახლო მეხსიერების პრობლემები- მათ არ შეუძლიათ დაიმახსოვრონ ახლო წარსულში მომხდარი მოვლენეიბ. ახლახან შეზენილი მოგონებები დიდი ალბათობით დაიკარგება, თუმცა უფრო შორეული და ფესვგადგმული მოგონებები მეხსიერებაში რჩება. ზოგიერთმა შესაძლოა გაიხსენოს ამბები ბავშვობიდან ან იცოდეს ძველი პრეზიდენტების სახლები, თუმცა გაუჭირდეს ახლანდელი პრეზიდენტის ან უკანასკნელი საუზმის შემადგენლობის გახსენება.
  • იზოლირებულად მეხსირების დაკარგვა ზეგავლენას არ ახდენს ადამიანის ინტელექტზე, ზოგად ცოდნაზე, ცნობიერებაზე, ყურადღების კონცენტრაციაზე, გადაწყვეტილების მიღბაზე, პიროვნულ თვისებებზე და იდენტობაზე. ამნეზიის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, შეუძლიათ დაწერილი და ნალაპარკები სიტყვების აღქმა, ასევე ველოსიპედის ტარება და პიანინოზე დაკვრა. ისინი სხვდებიან, რომ აქვთ მეხსიერების დაავადებას.
  • ამნეზია არ არის დემენცია. დემენცია შეიცავს მეხსიერების კარგვას, თუმცა ამ დაავადების დროს გვაქვს სერიოზული კოგნიტიური პრობლემები, რაც პაციენტს ხელს უშლის ყოველდღიურ ნორმალურ აქტივობებში.
  • გულმავიწყობა ხშირი სიმპტომია მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის, თუმცა მეხსიერება და სხვა კოგნიტიური პრობლემებ ამ დროს არ არის ისეთივე მძიმე, როგორც დემენციის დროს.


დამატებითი ნიშნები და სიმპტომები

  • ამნეზიის მიზეზის შესაბამისი ნიშნები და სიმპტომები:
  • მცდარი მოგონებების ლაპარაკი- მთლიანად გამოგონილი ან არასწორი დროიდან გახსნეებული ნამდვილი მოგონებები
  • დაბნეულობა ან დეზორიენტაცია
  • როდის მივმართოთ ექიმს
  • ნებისმიერი, ვინც შენიშნავს მეხსიერების უმიზეზო დაკარგვას, მიიღბს თავის ტრავმას, განიცდის დაბნეულობას ან დეზორიენტაციას აუცილებლად სჭირდება სამედიცინო დახმარება
  • ამნეზიის მქონე პაციენტი შესაძლოა ვერ ხვდებოდეს საკუთარ ადგილმდებარეობას. თუ ვინმეს, ვისაც იცნობთ აქვთ ამნეზიის სიმპტომები, აუცილებლად დაეხამრეთ მას მიიღოს სამედიცინო დახმარება