ამოვარდნა

დაავადების აღწერა

ამოვარდნა დაზიანებაა სახსრისა- ადგილის, სადაც ორი ან მეტი ძვალი ერთმანეთს ხვდება- რომელშიც ხდება ძვლების ნორმალური პოზიციიდან ძალის ზემოქმედებით დისლოცირება. ეს მტკვნეული დაზიანება დროებით იწვევს სახსრის დეფორმაციასა და უმოძრაობას.

ამოვარდნა ყველაზე ხშირია მხრის არეში და თითებზე. ამოვარდნის სხვა ადგილები: იდაყვი, მუხლი და ბარძაყი. თუ თქვენ ეჭვი გაქვთ ამოვარდნაზე, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს რათა ძვლები საწყის პოზიციას დაუბრუნდეს.

სწორად მკურნალობის შემთხვევაში, სახსარი უბრუნდება თავის ნორმალურ პოზიციასა და ფუნქციას. აღდგენა რამოდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს, მოსვენების რეჟიმში. თუმცა რამოდენიმე სახსარს, როგორიცაა მხრის სახსარი, ახასიათებთ განმეორებითი ამოვარდნები

გამომწვევი მიზეზი

ამოვარდნა ხშირია კონტაქტურ სპორტებში, როგორიცაა: ფეხბურთი და ჰოკეი. ამოვარდნა აგრეთვე ხშირია ისეთ სპორტებში, რომლის დროსაც ხშირია ძირს დაცემა: თხილამურებით სრიალი, ტანვარჯიში და ფრენბურთი. კალათბურთის ან ფეხბურთის მოთამაშეებს ხშირად უვითარდებათ ამოვარდნები მტევნების და თითების არეში ბურთის შემთხვევით მოხვედრის შედეგად, მიწაზე დაცემის დროს ან სხვა მოთამაშესთან შეჯახებისას.

სახსრის ძლიერი დარტყმითი დაზიანება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ამოვარდნის კიდევ ერთი ხშირი მიზეზია. ამოვარდნას აგრეთვე იწვევს დაცემის დროს გაშლილ ხელზე დაცემა.

სიმპტომები

ამოვარდნილი სახსარი შეიძლება იყოს:

  • ვიზუალურად დეფორმირებული
  • შესიებული და შეცვლილი ფერის
  • ინტენსიურად მტკივნეული
  • უმოძრაო
  • ზოგჯერ აღინიშნება მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება დაზიანებულ ადგილთან ან მის ქვემოთ, მაგალითად ტერფის არეში მუხლის ამოვარდნის დროს ან მტევნის არეში იდაყვის ამოვარდნისას.

როდის მივმართოთ ექიმს

რთულია ძვლის მოტეხილობის გარჩევა ძვლის ამოვარდნისგან. თუ თქვენ შვილს აღენიშნება დაზიანების რომელიმე ფორმა, მიმართეთ ექიმს. შეძლებისდაგვარად დაიდეთ ყინული სახსარზე და ამყოფეთ დაზიანებული ადგილი უმოძრაო მდგომარეობაში, სანამ მიიღებთ სამედიცინო დახმარებას.