ანალური ხვრელის კიბო

დაავადების აღწერა

ანალური ხვრელის კიბო იშვიათი დაავადენაა. ანალური ხვრელი არის მოკლე მილი რომელიც იწყება სწორი ნაწლავის ბოლოს და რომლის საშუალებითაც განავალი ტოვებს თქვენ ორგანიზმს

ანალური ხვრელის სიმსივნემ შესაძლოა გამოიწვიოს ისეტი სიმპტომები, როგორიცაა სწორი ნაწლავის სიხლდენა და ანალური ტკივილი

ანალური ხვრელის კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა მიმდინარეობს ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კომბინაციით. მიუხედავად იმისა, რომ კომბინირებული თერაპია განკურნების შანსს ზრდის, მას აგრეთვე თან ახლავს გვერდითი მოვლენები.

გამომწვევი მიზეზი

ანალური ხვრელის კიბო ყალიბდება მაშინ, როდესაც გენეტიკური მუტაცია ნორმალურ ჯანმრთელ უჯრედებს ანომალიურ უჯრედებად გარდაქმნის. ნორმალური უჯრედები განსაზღვრულ დროში იზრდებიან, მრავლდებიან და კვდებიან. არანორმალური უჯრედები კი იზრდებიან და მრავლდებიან უკონტროლოდ და არ კვდებიან. არანორმალური უჯრედების დაგროვება აყალიბებს მასას (სიმსივნეს)/ კიბოს უჯრედები იპყრობენ გარშემო მყოფ ქსოვილებს. მათ ასევე შეუძლიათ გამოეყონ თავდაპირველ ადგილს და გავრცელდნენ სხეულის სხვა ნაწილებში (მეტასტაზირება).

ანალური ხვრელის კიბო ხშირად არის დაკავშირებული სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციასთან, რომელიც გამოწვეულია პაპილომავირუსით. ანალური ხვრელის კიბოს დროს ხშირად აღინიშნება პაპილომავირუსის თანმხლები არსებობა. პაპილომავირუსი ითვლება ანალური ხვრელის კიბოს ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზად

სიმპტომები

ანალური სხვრელის კიბოს სიმპტომები

  • სისხლდენა ანუსიდან და სწორი ნაწლავიდან
  • ტკივილი ანუსის არეში
  • მასა ან გამონაზარდი ანალურ ხვრელში
  • ქავილი ანალურ არეში



როდის მივმართოთ ექიმს

მოუყევით ექიმს ნებისმიერ სიმპოტომზე, რომელიც გაწუხებთ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ არსებობს რაიმე ფაქტორი, რაც ზრდის ანალური ხვრელის სიმსივნის შანსს.