ანალური ნაპრალი

დაავადების აღწერა

ანალური ნაპრალი არის მცირე ზომის ანხეთქი თხელ, თენიან ქსოვილში (მუკოზა) რომელიც ამოფენს ანუსს. ანალური ნაპრალი შეისაძლოა გაჩნდეს როდესაც ნაწლავებში მკვრივი და დიდი ზომის განავალი მოძრაობს. ანალური ნაპრალი ხშირად იწვევს ტკივილს და სისხლდენას განავალის გამოყოფის დროს. პაციენტს ასევე შეიძლება ჰქონდეს ანუსის გარშემო არსებული კუნთის(ანალური სფინქტერის) ტკივილი.

ეს დაავადება ხშირია ახალშობილებში, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანებში. ანალური ნაპრალი ძირითადად თავისით ხორცდება 4-6 კვირის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში ნაპრალი არ აღსდგამ აუცილებელია მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა დისკომფორტის მოსახსნელად

გამომწვევი მიზეზი

ანალური ნაპრალის მიზეზები

  • მკვრივი და დიდი ზომის განავალი
  • ყაბზობა და დაჭიმულობა დეფეკაციის დროს
  • ქრონიკული ფაღარათი
  • ანორექტალური არის ანთება, რომელიც გამოწვეული კრონის დაავადებით ან რაიმე სხვა ნაწლავების ანთებითი პათოლოგიით
  • მშობიარობა


ანალური ნაპრალის იშვიათი მიზეზები:

  • ანალური ხვრელის კიბო
  • შიდსის ვირუსი
  • ტუბერკულოზი
  • სიფილისი
  • ჰერპესი

სიმპტომები

ანალური ნაპრალის ნიშნები და სიმპტომები:

  • ტკივილი, ზოგჯერ ძლიერი დეფეკაციასთან ერთდ
  • ტკივილი რომელიც შესაძლოა დეფეკაციის შემდეგ რამოდენიმე საათი გაგრძელდეს.
  • ღია წითელი ფერის სისხლი განვალში ან ტუალეტის ქაღალდზე დეფეკაციის შემდგომ
  • ანუსის გაღიზიანება ან ქავილი
  • ანუს გარშემო კანში არსებული თვალსაჩინო ნაპრალი
  • მცირე ზომის ამობურცულობა ან მეჭეჭი ანალურ ნაპრალთან არსებულ კანზე



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გრძნობთ ტკივილს განავლის გამოყოფისას ან ამჩნევთ სისხლს განავალზე და ტუალეტის ქაღალდზე დეფეკაციის შემდგომ